ეფრემ II (კათოლიკოს-პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა რამდენიმე უზუსტობა
ხაზი 59:
1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. სპეციალურად გასანთლულ ეტრატზე ავტოკეფალიის აღდგენის აქტის ხელის მომწერტა შორის იყვნენ შიო და გრიგოლ სიდამონიძეები. ამის შემდეგ გრიგოლის მამამ სამი თვე იცოცხლა, იგი 1917 წელს გარდაიცვალა.
 
გრიგოლ სიდამონიძე ატიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი საეკლესიო კრების მუშაობაში, შემდეგ იყო მორჩილი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II-ისა. [[1918]] წელს დაამთავრა [[თბილისი]]ს სასულიერო სემინარია, [[1925]] წელს - [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება. [[1922]] წლის 17 იანვარს აღიკვეცა ბერად ეფრემის სახელით. 1923 წლის 14 იანვარს ბერ-მონაზონი ეფრემი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად. 1923 წლის 4 ივლისს მღვდელ-მონაზონი ეფრემი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაინიშნა შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრად. 1925 წლის 22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის ლოცვა კურთხევით მღვდელ-მონაზონი ეფრემი აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხსში და დაინიშნა დიდი გომარეთის მრევლის მღვდლად და ბორჩალოს მაზრის მთავარხუცესად. 1927 წლის მარტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის მიერ არქიმანდრიტი ეფრემი გადმოყვანილ იქნა მცხეთა-თბილისის ეპარქიის ქორეპისკოპოსად. 26 მარტს დროებითი მმართველობის თავჯდომარის — მიტროპოლიტ ქრისტეფორეს მიერ იგი აყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხსში. არქიმანდრის ეფრემის კურთხევას სვეტიცხოველში დაესწრნენ: მარგველი ეპისკოპოსი [[ვარლაამი (მახარაძე)]] და [[ბოდბელი ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი)]]. 1927 წლის 2 ოქტომბერს საკათალიკოსო სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ეპისკოპოსის ეფრემის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად დანიშნვის შესახებ. ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ იგი ჯერ იწოდებოდა მანგლელად, შემდეგ ნინოწმინდელად, ხოლო 1927 წლის 17 ოქტომბრიდან ალავერდელად. ქვეყანაში უკიდურესად გააქტიურებული იყო ათეიზმი, იმ დონემდე რომ ალავერდელი ეპისკოპოსი ეფრემი იძულებული იყო დაბრუნებულიყო თბილისში და ეთხოვა სინოდისთვის თბილისის რომელიმე ტაძრის მღვდლად ყოფნა. საკათალიკოსო სინოდმა შექმნილ ვიტარებაში შესაძლებლად მიიჩნია როგორც გამოანკლისი ეპისკოპოსი ეფრემი დაენიშნათ წმ. ბარბარეს ეკლესიის მოძღვრად. 1930 წლის 24 ოქტომბერს დაინიშნა ურბნისის ეპარქიის დროებით მმართველად. 1932 წლის 13 ოქტომბერს მას ამტკიცებენ ურბნისის ეპარქიის მმრთველად. 1937 წლის 10 დეკემბერს ეპისკოპოსი ეფრემი დაპატიმრებული იქნა როგორც ხელისუფლებისათვის მიუღებელი, და სამეულის გადაწყვეტილებით (მუხლი №58,11), გადაასახლეს ციმბირში, სადაც გაატარა უმძიმეს ფიზიკურ შრომაში რვა წელი. 1944 წლის 2 ივლისს ის გაანთავისუფლეს. [[1944]]-იდან ეკავა [[ქუთაისიქუთაის-გაენათის ეპარქია|ქუთაის]]-გაენათის]] კათედრა. [[1946]]-იდან მიტროპოლიტი. [[1952]]-იდან განაგებდა [[ბათუმი|ბათუმ]]-შემოქმედისა და [[ჭყონდიდი]]ს ეპარქიებს. 1953 წლის 28 მარტს მიტროპოლიტი ეფრემი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
 
==პატრიარქობის პერიოდი==