ნაზიანზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
XX საუკუნის 80-იანი წლებიდან ქართულ საისტორიო მეცნიერებაში ჩნდება განსაკუთრებული ინტერესი „ქართველ მეფეთა ცხოვრებასა“ და ჯუანშერის „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული ტოპონიმისადმი — „ანძიანძორა“. რამდენიმე ისტორიკოსის (გ. ქავთარაძე, ნ. ხაზარაძე, ვ. გოილაძე, გ. ანჩაბაძე) ინტერესი აღნიშნული ტოპონიმისადმი გამოწვეული იყო, ამ ტოპონიმის, თითქოსდა, უშუალო კავშირითა და გეოგრაფიული მეზობლობით „[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]ში“ მოხსენიებულ მეორე ტოპონიმთან — „[[არიან-ქართლი]]“.
 
===საისტორიო წყაროები===
ტოპონიმი „ანძიანძორა“ ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად „მეფეთა ცხოვრებაში“ [[აზონი]]სა და ფარნავაზის ბოლო ბრძოლის შემდგომ დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით იხსენიება:
 
Line 18 ⟶ 19:
იქვე ჯუანშერს მოაქვს ვახტანგ გორგასლის სიტყვები, რომლის მიხედვითაც, ამ ქალაქში დიდი მოძღვრის, გრიგოლის საფლავი ყოფილა:
 
{{ციტატა|ხოლო წყობა პირველთა მეფეთა იყო ანძიანძორს, სადა უკუე აწ არს საფლავი დიდისა მოძღურისა გრიგოლისი, და მუნით იოტნეს მეფენი ჩუენნი.}}
 
 
===სასულიერო მწერლობა===
ბიზანტიური სასულიერო მწერლობის ქართულ თარგმანებში, კერძოდ, გრიგოლ ღვთისმეტყველი ნაზიანზელის თხზულებებში და გრიგოლ ხუცესის თხზულებაში — „გრიგოლ ნაზიანზელის ცხოვრება“, რომლის ოცამდე ხელნაწერით შემორჩენილი ორი ქართული თარგმანი არსებობს — ექვთიმე მთაწმიდლისა და ეფრემ მცირესი, კაპადოკიის ქალაქ ნაზიანზის აღსანიშნავად სხვადასხვა ფორმა გვხვდება. „ცხოვრების“ ექვთიმე ათონელისეული თარგმანის შემცველ ხელნაწერებში გვხვდება: ნანძიანძოჲ, ნანძიანძორი, ნანძიანძოე, ანძიანძორი, ანძიანძო. ხშირად ერთსა და იმავე ხელნაწერში გვაქვს სხვადასხვა ფორმა, მაგ. ერთ ხელნაწერში (A) გვხვდება როგორც ნანძიანძოჲ, ასევე — ანძიანძორი. სხვა ხელნაწერებში (BCKM) გვხვდება როგორც ნანძიანძოე, ასევე — ნანძიანძორი. „ცხოვრების“ ეფრემ მცირისეული თარგმანის შემცველ ხელნაწერებში ჩვენთვის საინტერესო ტოპონიმი სულ ორი სახითაა წარმოდგენილი: ანძიანძოჲ და ანძიანძორი. გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა ხელნაწერებში ქალაქ ნაზიანზის ტაძარს ეწოდება „ანძიანძორის საყდარი“, „ნანძიანძორის ეკლესია“, ხოლო თავად გრიგოლ ღვთისმეტყველსა და მის მამას, როგორც ნაზიანზის ეპისკოპოსებს, ეწოდებათ „ანძიანძორეველი“, „ნანძიანძორელი“.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაზიანზი“-დან