ოლღას მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 10:
ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (13,6X6,7 მ), ნაგებია საშუალო ზომის ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. აღმოსავლეთით განიერი, ნახევარწრიული [[აფსიდი]]ა. დარბაზის ნახევარწრიული კამარის საბჯენი [[თაღი]] პილასტრებს ეყრდნობა. აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში გაჭრილია თითო [[სარკმელი]]. [[კანკელი]] (XVIII-XIX სს.) იმეორებს შუა საუკუნეების კანკელთა ფორმას.
 
===კარიბჭე===
ეკლესიას დასავლეთით ეკვრის [[კარიბჭე]], რომლის შუა ნაწილი გვერდის ნაწილებთან შედარებით რამდენიმეჯერ ამაღლებულია. იგი გადახურულია კედლის პროფილირებულ ორნამენტიან შვერილებზე დაყრდნობილი ვარსკვლავისებრი შეკრული კამარით, რომლის ცენტრში ორნამენტიანი მედალიონია ვარდულით.გარედან კარიბჭის სამხრეთის კედელი საერთო მოხატულობიდან გამოწეულია. დასავლეთის ფასადზე შემორჩენილია ლავგარდნის ორი ქვა. კარიბჭე თავისი კონსტრუქციითა და გაფორმებით [[სამთავრო (ტაძარი)|სამთავროს ტაძრის]] სამხრეთ კარიბჭის მსგავსია და განეკუთვნება XI-XII საუკუნეებს.