საქართველო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
31.146.199.126-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 58:
 
== გეოგრაფია ==
[[ფაილი:Georgia physical map.png|thumb|250px|left|საქართველოს ფიზიკური რუკა]]
საქართველოს არ აქვს არაფერი მაგდაგვარი
{{მთავარი|საქართველოს გეოგრაფია}}
საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, [[კავკასია]]ში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება [[შავი ზღვა]], ჩრდილოეთით — [[რუსეთის ფედერაცია]], სამხრეთ-აღმოსავლეთით — [[აზერბაიჯანი]], სამხრეთით — [[სომხეთი]] და [[თურქეთი]].
 
საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი [[აბრეშუმის გზა]].
 
საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო [[ბოსფორის სრუტე|ბოსფორისა]] და [[დარდანელის სრუტე|დარდანელის]] [[სრუტე]]ებით - [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] აუზის ქვეყნებს; [[გიბრალტარის სრუტე|გიბრალტარის სრუტით]] შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე [[დუნაი]]ს მეშვეობით კი - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან.
 
საქართველო ჩ.გ. 41°07' და 43°35' და ა.გ. 40°04' და 46°44'-ს შორის მდებარეობს.
 
=== ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა ===
გეოტექტონიკური თვალსაზრისით, საქართველოს ალპურ-ჰიმალაური დანაოჭების ვრცელ სარტყელში ცენტრალური მდებარეობა უკავია. იგი იწყება [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის]] სანაპიროებიდან და მოიცავს ხმელთაშუა და შავი ზღვების მიმდებარე მთიან ნაწილებს, წინა აზიასა და [[ჰიმალაი|ჰიმალაის მთიანეთს]].
 
ცნობილია, რომ [[სუბტროპიკული სარტყლები|სუბტროპიკულ]] და [[ზომიერი სარტყლები|ზომიერ]] კლიმატურ სარტყლებს შორის საზღვარი მიუყვება [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი|კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს]], რის გამოც საქართველო მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატური სარტყლის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში.
 
საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი — ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტყლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების — კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით.
 
=== ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა ===
ეკონომიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო [[ევროპა|ევროპისა]] და [[აზია|აზიის]] შესაყარზე მდებარეობს და ოდითგან დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, შავიზღვისპირა მდებარეობა კი მას დიდ უპირატესობას ანიჭებს [[სამხრეთი კავკასია|სამხრეთ კავკასიის]] სხვა სახელმწიფოებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით.
 
საქართველოს ევროპასა და აზიას შორის მდებარეობის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს:
* ა) თუ ევროპასა და აზიას შორის საზღვარს [[ყუმა-მანიჩის ღრმული|ყუმა-მანიჩის ღრმულზე]] გავატარებთ, მაშინ საქართველო აზიაში მდებარეობს.
* ბ) ძვ. წ. მე-5 საუკუნეში მცხოვრები ბერძენი [[ისტორია|ისტორიკოსი]] და [[გეოგრაფია|გეოგრაფი]] [[ჰეროდოტე]] ევროპასა და აზიას შორის საზღვარს [[მდინარე]]ებზე — [[რიონი|რიონსა]] და [[მტკვარი|მტკვარზე]] ატარებდა. ამ შეხედულებით საქართველოს ნაწილი [[ევროპა]]ში ხვდება, ნაწილი კი — [[აზია]]ში
* გ) თუ ევროპასა და აზიას შორის საზღვარს საქართველოს,[[სომხეთი]]სა და [[აზერბაიჯანი]]ს სახელმწიფო საზღვრებზე გავატარებთ ([[თურქეთი|თურქეთთან]] და [[ირანი|ირანთან]]), მაშინ საქართველო და მთლიანად [[კავკასია]] ევროპაში ხვდება.
* დ) რადგანაც კავკასიაში უფრო ევროპული ტიპის [[ლანდშაფტი|ლანდშაფტები]] ჭარბობს (კავკასიის [[ბუნება]] ევრობის ბუნებას ემსგავსება), ამიტომ საქართველო ევროპაშია.
* ე) ისტორიის, ტრადიციებისა და [[რელიგია|რელიგიის]] გათვალისწინებით საქართველო ევროპას ეკუთვნის.
* ვ) თუ საზღვრებს [[კლიმატი|კლიმატური]] თავისებურებებიდან გამომდინარე კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე გავატარებთ, მაშინ საქართველო აზიაში მოხვდება.
 
საქართველოს სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა ამჟამად მეტად ხელსაყრელია. [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირში]] ყოფნისას იგი სატრანსპორტო „ჩიხში“ იყო და მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობა მხოლოდ [[მოსკოვი]]ს გავლით ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ პრაქტიკულად სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქცია შეიძინა.
 
* '''ტერიტორია''': ქვეყნის ფართობი შეადგენს 69 700 კვ. კმ-ს, საზღვრების სიგრძე — 1 771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო — 1 461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო — 310 კმ.
 
* '''ბუნება''': ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია — სუბტროპიკებიდან [[კავკასიონი]]ს მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა [[შხარა]] 5 068 მ, უდაბლესი წერტილი — [[შავი ზღვა]] (0 მ); სახნავ-სათესი მიწა — 16%, საძოვრები — 25%, ტყეები — 34%. მთავარი მდინარეები — [[მტკვარი]] და [[რიონი]].
 
* '''ბუნებრივი რესურსები''': [[ტყე]]ები, [[ჰიდროენერგია]], [[მანგანუმი]], [[რკინის მადანი]], [[სპილენძი]], [[ქვანახშირი]]ს და [[ნავთობი]]ს მცირე მარაგი; მთისა და ზღვის კლიმატური კურორტები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საქართველო“-დან