ბიტნიკები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ →ლიტერატურა: clean up, removed: {{Link FA|ru}} using AWB |
No edit summary |
||
ხაზი 1:
[[ფაილი:Kerouac.jpg|thumb|200px|ჯეკ კერუაკი]]
'''ბიტნიკები''' ({{lang-en|Beat Generation}})
ბიტნიკები ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდნენ და თავისუფალი იყვნენ ყოველგვარი საზოგადოებრივი პირობითობებისგან. მათი შემოქმედება სპონტანური, თითქმის ავტომატური იყო.
ბიტნიკების მთავარი წარმომადგენლები იკრიბებოდნენ [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]]. ესენი იყვნენ: [[ჯეკ კერუაკი]], [[გინზბერგი, ალენ|ალენ გინსბერგი]], [[უილიამ სიუარდ ბეროუზი|უილიამ ბაროუზი]], მოგვიანებით [[კორსო, გრეგორი|გრეგორი კორსო]]. გენსურგი და კერუაკი ერთამანეთს სტუდენტობის დროს, კოლუმბიის უნივერსიტეტში შეხვდნენ. [[1950]]-იან წლებში ჯგუფს დაემატა [[სან-ფრანცისკო|სან-ფრანცისკოელი]] წარმომადგენლები: [[რექსრო, კენეტ|კენეტ რექსრო]], [[სნაიდერი, გარი|გარი სნაიდერი]], [[ფერლინგეტი, ლოურენს|ლოურენს ფერლინგეტი]], [[მაკკლარი, მაიკლ|მაიკლ მაკკლარი]], [[უალენი, ფილიპ|ფილიპ უალენი]] და [[უელჩი, ლევ|ლევ უელჩი]].
ბიტნიკები უარს ამბობენ ტაბუებზე, ორგანიზებულ და კორუმპირებულ საზოგადოებაზე, ტრადიციულ ღირებულებებზე. მათ სურთ მარტივი, ბუნებრივი ცხოვრება. გამოდიან [[მატერიალიზმი|მატერიალიზმის]], ერთფეროვნების, ზედაპირულობის წინააღმდეგ. სურთ შექმნან მარტივი, ყოველგვარი ცრურწმენებისგან თავისუფალი საზოგადოება. ბიტნიკთა სახასიათო ნაწარმოებები არის: კერუაკის ''[[გზაზე]]'' და გენზბურგის ''[[ჰოული]]''.
ტერმინი ბიტნიკები, პირველად ჩნდება [[1958]] წელს, [[კენი, ჰერბ|ჰერბ კენის]] ''სან ფრანცისკოს ქრონიკებში.'' ტერმინი წარმოქმნილია რუსული სატელიტისგან ''სპუტნიკი'', რაც თავიდან დამამცირებელ კონოტაციას ატარებდა და აღნიშნული მიმდინარეობის წარმომადგენლებს კომუნისტებთან აიგივებდა. დღეს კი ტერმინი რჩება ახალგაზრდა, გრძელთმიანი და თავისუფალი ადამიანების ემბლემად. [[1967]] წელს [[ფერე, ლეო|ლეო ფერე]] წერს სიმღერას რომლის სახელწოდებაა ''გამარჯობა, ბიტნიკო!''
|