დიდი ბორბალო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
| გამოთქმა =
}}
'''ბორბალო''', ''დიდი ბორბალო'' და ''პატარა ბორბალო'' — მთები [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი|კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე]].

''დიდი ბორბალოს'' სიმაღლეა 3294 [[მ]]. აგებულია ზედა ლიასის თიხაფიქლებითა და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით. ჩრდილოეთი კალთა ციცაბო და ქარაფოვანია, სხვა კალთები - დამრეცი. განსაკუთრებით დამრეცია სამხრეთი კალთა, რომელიც თანდათანობით უერთდება [[ქართლის ქედი|ქართლის ქედს]]. დიდ ბორბალოს მცირედ შეეხო მეოთხეული გამყინვარება, რელიეფის მყინვარული ფორმები - ცირკები და კარები - მხოლოდ აქა-იქაა შემორჩენილი. კალთების ძირას ბევრგან ქვაყრილებია. დიდი ბორბალო საკვანძო მასივია, მის კალთებზე რადიალურად ეშვება მდინარეების ანდაქის (ჩრდილოეთით), [[ფშავის არაგვი]]ს (ჩრდილოეთით და სამხრეთით) და ალაზნის (აღმოსავლეთით) ზემოთები. მთა შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით, რომელთა ქვეშ მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგია, სუბალპურ ზონაში, ბალახოვანი მცენარეულობის გარდა, გვხვდება ბუჩქნარიც - [[დეკა (მცენარე)|კავკასიური დეკა]] და [[ღვია]] (უკანასკნელი უფრო სამხრეთ კალთაზე). დიდი ბორბალოს დასავლეთ კალთაზე გადის საცალფეხო გზა, რომელიც ანდაქის უღელტეხილით აკავშირებს [[უკანაფშავი|უკანაფშავსა]] (ფშავის არაგვის აუზი) და [[პირიქითი ხევსურეთი|პირიქითა ხევსურეთს]] (მდ. ანდაქის აუზი).
{{ინფოდაფა მთა
| სახელი = პატარა ბორბალო
Line 43 ⟶ 45:
| გამოთქმა =
}}
 
''პატარა ბორბალოს'' — სიმაღლეა 3134 მ; მდებარეობს დიდი ბორბალოს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით. აგებულია ზედა ლიასის თიხაფიქლებითა და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით. პატარა ბორბალოდან იწყება აგრეთვე მდინარეების - [[ალაზანი|ალაზნის]] (სამხრეთით), [[ანდაქი (მდინარე)|ანდაქის]] (ჩრდილოეთით), [[თუშეთის ალაზანი|თუშეთის ალაზნის]] (აღმოსავლეთით) შემადგენელი შენაკადები. მთა შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით. პატარა ბორბალოზე გადის საყორნისა და [[ანდაქი (უღელტეხილი)|ანდაქის]] უღელტეხილების დამაკავშირებელი გზა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდი_ბორბალო“-დან