სომალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 543:
 
სომალის სამზარეულო სხვადასხვა რაიონში ერთმანეთისგან განსხვავებულია და ის მოიცავს კულინარიის განსხვავებულ სტილს. აუცილებელი პრინციპი, რომელიც აერთიანებს სომალის საკვებს, არის [[ჰალალი]]. მასში მთლიანად გამორიცხულია [[ღორი]]ს ხორცისგან დამზადებული კერძი, ალკოჰოლური სასმელები, სისხლის შემცველი კერძი, აკრძალულია მკვდარი ცხოველებისაგან ხორცის დამზადება. სომალელები სადილობენ საღამოს 9 საათზე, [[რამადანი]]ს დროს — ხშირად «[[ტარავი]]ს» ლოცვის შემდეგ — საღამოს 11 საათზე.
 
== სპორტი ==
[[ფეხბურთი]] ყველაზე პოპულარული [[სპორტი]]ს სახეობაა სომალიში. მთავარი შიდა საფეხბურთო შეჯიბრებებია სომალის ლიგა და სომალის თასი, [[სომალის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები]] თამაშობს საერთაშორისო შეჯიბრებებზე.
 
ქვეყანაში ასევე თამაშობენ [[კალათბურთი|კალათბურთს]]. 1981 წლის 15-დან 23 დეკემბრამდე მოგადიშოში [[კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია|კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის]] ეგიდით ჩატარდა [[აფრიკის ჩემპიონატი კალათბურთში]], სადაც [[სომალის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები|სომალის ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა]] მოიპოვა [[ბრინჯაო]]ს მედალი.
 
აბდი ბილე იყო სომალის პირველი სპორტსმენი, რომელმაც მოიპოვა [[ოქრო]]ს მედალი 1987 წლის [[მსოფლიო ჩემპიონატი მძლეოსნობაში|მძლეოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატზე]], როდესაც ის გახდა ჩემპიონი 1500 მეტრზე გარბენში. მოჰამედ ფარაჰმა მოიპოვა სამი ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატებზე და ორი ოლიმპიური ოქროს მედალი [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2012|2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე]] [[ლონდონი|ლონდონში]] 5000 და 10 000 მეტრზე გარბენში.
 
[[საბრძოლო ხელოვნება]]ში, ფაისალ ჯეილანი ავეისიმ და მოჰამედ დექ აბდულემ შესაბამისად მოიპოვეს [[ვერცხლი]]ს მედალი და მეოთხე ადგილი, 2013 წელს "Open World-ის" კლასის "Challenge Cup-ის" [[ტაეკვონდო]]ს ტურნირზე [[ბელგია|ბელგიის]] ქალაქ [[ტონგერენი|ტონგერენში]]. [[სომალის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი|სომალის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა]] შეიმუშავა სპეციალური დახმარების პროგრამა მომავალ ტურნირებში შემდგომი წარმატებების უზრუნველყოფისათვის.<ref name="Hsmfawt">{{cite news|title=Somalia moves forward at world Taekwondo|url=http://horseedmedia.net/2013/03/06/somalia-moves-forward-at-world-taekwondo-pictures/|accessdate=19 October 2013|newspaper=Horseed Media|date=6 March 2013}}</ref> ამას გარდა, მოჰამედ ჯამამ მოიგო ორივე მსოფლიო და ევროპული ტიტული К1-ში და [[ტაილანდური კრივი|ტაილანდურ კრივში]].<ref name="Gvfmikk">{{cite news|title=Great Victory for Malta in K1 Kickboxing|url=http://www.independent.com.mt/articles/2010-02-10/others/great-victory-for-malta-in-k1-kickboxing-270164/|accessdate=18 October 2013|newspaper=Malta Independent|date=10 February 2010}}</ref>
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სომალი“-დან