სომალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 528:
 
პრესის მობილურობის და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად სომალის სამთავრობო ძალები სომალიში აფრიკის კავშირის მისიის ჯარისკაცებთან ერთად ერთდროულად ატარებენ რამდენიმე დიდ საპატრულო ოპერაციებს მოგადიშოში, რის შემდეგაც ორი ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მათ ხელში ჩაიგდეს იარაღი და დააპატიმრეს 1700 და 730 "აშ-შაბააბის" ეჭვმიტანილი.<ref name="Gsoottsaimp">{{cite news|title=Somalia: 'Over 1700 terrorism suspects arrested' in Mogadishu: Police|url=http://www.garoweonline.com/artman2/publish/Somalia_27/Somalia_Over_1_500_terrorism_suspects_arrested_in_Mogadishu_Police_printer.shtml|accessdate=27 March 2013|newspaper=Garowe Online|date=15 January 2013}}</ref><ref name="Gsspdimss">{{cite news|title=Somalia: 730 persons detained in Mogadishu security sweep|url=http://www.garoweonline.com/artman2/publish/Somalia_27/Somalia_730_persons_detained_in_Mogadishu_security_sweep_printer.shtml|accessdate=27 March 2013|newspaper=Garowe Online|date=19 January 2013}}</ref> ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის მონაცემებით, მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა 2013 წლის შედეგებით, მხოლოდ ოთხი ჟურნალისტი დაიღუპა წლის განმავლობაში.<ref name="cpjsom"/> ფედერალურმა მთავრობამ ასევე დააწესა მიზნობრივი ჯგუფი ჟურნალისტებზე გამოძალვის ბრალდებების გამოსაძიებლად,<ref name="Xspmlhrtf">{{cite news|title=Somali PM launches Human Rights Task Force|url=http://www.xikmo.com/en/?p=3092|accessdate=10 March 2013|newspaper=Xikmo|date=6 February 2013}}</ref> და გააიოლა მოლაპარაკებები მასმედიის შიდა და საერთაშორისო წარმომადგენლებს შორის სომალის მასმედიის შესახებ ახალი კანონის შესამუშავებლად.<ref name="Cwotdsmlhim">{{cite news|title=Consultative Workshop on the Draft Somali Media Law held in Mogadishu|url=http://www.raxanreeb.com/2013/03/somalia-consultative-workshop-on-the-draft-somali-media-law-held-in-mogadishu/|accessdate=27 March 2013|newspaper=Raxanreeb|date=22 March 2013}}</ref>
 
== კულტურა ==
სომალის მოსახლეობის უმრავლესობა — მომთაბარე-მეჯოგეებია. მათთვის მთავარი ფასეულობაა სიმდიდრის სიმბოლო — [[აქლემი]]. ათეულობით აქლემის (ასევე ასობით [[თხა|თხის]] და [[ცხვარი|ცხვრის]]) მქონე სომალელი — ითვლება კარგად მცხოვრებად. მაგრამ «ნამდვილად» მდიდარი სომალელია — 100-დან 1000 აქლემის პატრონი.
 
მომთაბარეები ცხოვრობენ დროებით დასახლებებში, რომლებიც აგებულია იურტის ტიპის აქლემის ტყავისგან გაკეთებული დასაშლელი საცხოვრებლებით, სიმაღლით 1,5-2 მეტრი და დიამეტრით 3-5 მეტრი. ამ საცხოვრებლების გარშემო აგებენ ღობეს კაქტუსებისგან და ეკლიანი აკაციისგან, რომელიც ასევე პირუტყვის დასაბინავებლადაც გამოდგება.
 
მუდმივად მცხოვრები სომალელები (მიწადმოქმედები და მეთევზეები) თავის სოფლებში აშენებენ ცილინდრული ფორმის ქოხებს — ''მუნდულოებს'', [[ალიზი]]ს კედლებით და [[თივა|თივის]] სახურავით. ასეთი ქოხების ზომები, ისეთივეა, როგორიც მომთაბარეების იურტების. მაგრამ დიდ სოფლებში სომალელები აგებენ მართკუთხა საცხოვრებლებს — ''არიშებს'', ზომით 8 მეტრი 15 მეტრზე, ისეთივე ალიზის კედლებით, მაგრამ პალმის ფოთლებიანი სახურავით.
 
სადღესასწაულო დღეებში სომალელები მართავენ მასობრივ [[ცეკვა|ცეკვებს]] [[სიმღერა|სიმღერებით]]. აკომპანირებენ ტაშის კვრით, ფეხების მიწაზე დარტყმით, ხის ნაკეთობების ერთმანეთზე დარტყმით. უფრო დიდ დასახლებებში ცეკვავენ დაირების და ბარაბნების დაკვრის ხმაზე, ასევე ზღვის ნიჟარების ჩაბერვის შედეგად გაჩენილ ხმაზე. დღესასწაულისთვის ჩვეულებრივი საბაბია — ბიჭის დაბადება, აქლემის გამრავლება, ასევე რაიმე შემოსავლის მიღება.
 
სომალელი მამაკაცების ეროვნული სამოსი შედგება თეძოებზე შემოსახვევისგან და მხრებიდან ჩამოუვარდნი გულთან დიაგონალურად დაშვებული ქსოვილის გრძელი ნაჭრისაგან, რომელიც როგორც წესი ადგილობრივი ნაწარმია, შეღებილი თეთრ, ნარინჯისფერ ან ცისფერ ფერებში — ''ფუტა ბენადირი''. ზოგჯერ მხრებზე ასევე მოისხამენ გადასაცმელს, რომელიც ცუდ ამინდში იცავს თავს. სომალელი ქალების კაბა — ქსოვილის ნაჭერია სიგრძით 10-15 მეტრი, რომლის ნაწილი შემოხვეულია თეძოების გარშემო, ხოლო დანარჩენი შემოხვეულია სხეულის ზედა ნაწილზე, ოღონდ ცალი მხარი მაინც შიშველი რჩება. მამაკაცების და ქალების ფეხსაცმელია — სანდალი ''დასი''. ამას გარდა, ბევრი სომალელი ყელზე ატარებს ყურანის ციტატებიან ტყავის მედალიონებს.
 
მომთაბარე-მეჯოგეების ძირითადი საკვებია — აქლემის რძე (ახალი და მჟავე), ცხვრის ან თხის ყველი, ზოგჯერ ხორცი და ფაფა. მიწადმომქმედი მუდმივად დასახლებული სომალელები ძირითადად იკვებებიან ფაფით, ორცხობილებით და ზოგჯერ რძით. სომალელების დიდი უმრავლესობა საკვებში კატეგორიულად არ ხმარობს [[თევზი|თევზს]] და ფრინველს, ასევე კვერცხებს — ეს პროდუქტები სომალიში ითვლება «უწმინდურად».
 
სომალის სამზარეულო სხვადასხვა რაიონში ერთმანეთისგან განსხვავებულია და ის მოიცავს კულინარიის განსხვავებულ სტილს. აუცილებელი პრინციპი, რომელიც აერთიანებს სომალის საკვებს, არის [[ჰალალი]]. მასში მთლიანად გამორიცხულია [[ღორი]]ს ხორცისგან დამზადებული კერძი, ალკოჰოლური სასმელები, სისხლის შემცველი კერძი, აკრძალულია მკვდარი ცხოველებისაგან ხორცის დამზადება. სომალელები სადილობენ საღამოს 9 საათზე, [[რამადანი]]ს დროს — ხშირად «[[ტარავი]]ს» ლოცვის შემდეგ — საღამოს 11 საათზე.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სომალი“-დან