'''არჩილ სტეფანოზის ძე''' — ქართლის [[ერისმთავარი]] [[668]]<ref>{{ციტატა|5 კონსტანტინეპოლის კრება ყოვლისა სოფლისა იყო წელსა 681 და არჩილის მეფობის წელსა 13|ვახუშტი ბატონიშვილი, საქართველოს ისტორია, გვ. 116}}</ref>-718 წლებში, [[ჯუანშერი|ჯუანშერის]] მატიანეში მოხსენიებულია [[მეფე]]დ. იმავე მატიანის ცნობით, მის საბრძანებელში შედიოდა [[ეგრისი]], ხოლო აფხაზეთის ერისთავი [[ლეონ I]] მისი ყმადნაფიცი იყო. არჩილს მიეწერება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლითაც ქვეყნის ნახევარი ერისთავებს გადაეცა სამკვიდროდ და სამამულოდ. კახეთ-ჰერეთში მას ბევრი ციხე და ეკლესია-მონასტერი აუშენებია, იძულებით მოუნათლავს ნუხპატელები. არჩილმა არ უარყო [[ქრისტე|ქრისტეს]] რჯული და არ მიიღო დიდება და პატივი [[არაბები|არაბებისაგან]], რის გამოც არაბებმა წამებით მოკლეს.