არჩილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''არჩილ სტეფანოზის ძე''' — ქართლის [[ერისმთავარი]] VIII საუკუნეში, [[ჯუანშერი|ჯუანშერის]] მატიანეში მოხსენიებულია [[მეფე|მეფედ]]. იმავე მატიანის ცნობით, მის საბრძანებელში შედიოდა [[ეგრისი]], ხოლო აფხაზეთის ერისთავი [[ლეონ I]] მისი ყმადნაფიცი იყო. არჩილს მიეწერება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლითაც ქვეყნის ნახევარი ერისთავებს გადაეცა სამკვიდროდ და სამამულოდ. კახეთ-ჰერეთში მას ბევრი ციხე და ეკლესია-მონასტერი აუშენებია, იძულებით მოუნათლავს ნუხპატელები. არჩილმა არ უარყო [[ქრისტე|ქრისტეს]] რჯული და არ მიიღო დიდება და პატივი [[არაბები|არაბებისაგან]], რის გამოც არაბებმა წამებით მოკლეს.
 
==ისტორიული წყაროები==
მოხსენიებულია [[მირონი]]ს კურთხევის წიგნში.
{{ციტირება|ოდეს მეფე, ათაბაგი, ქართლისა ერისთავი, სპასალარი და ყოველნი ერისთავნი და ყოველნი მღდელთმოძღუარნი შემოკრბენ მცხეთას, დიდსა ხუთშაბათსა, დიდისა სომხითისა მიტრაპოლიტსა ჰმართებს ნივთთა ზედა დგომად. და ქუაბნი საკურთხეველთად გამოიხუნენ და მიტრაპოლიტსა და ქადაგსა ეტჳრთნეს კეტნი ქუაბთანი. წინათ კეტთა მიტრაპოლიტი შეუდგეს და უკანათა ქადაგი. თუ მწირველი იყოს, თეთრითა შესამოსლითა შემოსილ იყოს. თუ მწირველი არა იყოს, თეთრისა ატლასისა ჩაჩი თავსა ებუროს მოყუნტუზვილი; და მეორეთა ქუაბთა მთვარეფისკოპოსი ქუეშე უდგეს და წინა მივიდოდეს და უკანათა კეტთა მაწყუერელი და უკანა მთავარეფისკოპოსი მიჰყვებოდეს. და რაჟამს განაზავებდენ ტაკუკსა, ტაკუკი მაწყუერელსა ეტჳრთოს და რაჟამს განაზაონ, ტაკუკი ქადაგისა ჴელითა დაიბეჭდვოდეს. და ყოველთა ეფისკოპოსთა თითოჲ კოკაჲ მირონისა ეტჳრთოს...
 
...დიდნი შფოთნი და ამბოხნი იქმნებოდეს ეფისკოპოსთა ცილობისაგან და ღმრთივ-გჳრგჳნოსანმან მეფემან არჩილ არა სათნო იჩინა ამათ შფოთთა ქმნად და გჳბრძანა გაჩენად, ვითა ნიშანთა შეეტყუებოდა, და ჴელ-ვყავით მე, გლახაკმან მიქაელ ქართლისა კათალიკოზმან და ვაკურთხეთ წმიდაჲ მირონი.<ref>„კურთხევა მირონისა“ ქართული სამართლის ძეგლები, II, 1965, გვ. 47</ref>}}
 
[[თეიმურაზ ბატონიშვილი]]ს სიტყვებით:
*''ლეონტი მროველი,'' წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი..., წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955;
{{ციტირება|მიქაელ სრულიად ზემოისა და ქვემოისა ივერიისა კათოლიკოს-პატრიარხისაგან მისისა მცირის მოთხრობისაგან, რომელიცა სცხოვრობდა ქრისტესით ას-წლეულსა შინა მეშვიდესა საუკუნესა, ჟამსა სრულიად ყოვლისა ივერიისა მპყრობელისა მეფისა არჩილ მეორისა ხოსრიანისა. ესე მიქაილ კათოლიკოსი იყო სჯულის-მდებელიცა.|||თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, 1848, გვ. 26}}
*''ჯუანშერი'', ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, იქვე
 
==მოღვაწეობის პერიოდი==
პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის მიერ გამოცემული სიის თანახმად, საქართველოს XV საუკუნემდე სულ ორი არჩილი ჰყავდა მეფედ - [[არჩილ I]] (410-434 წლები), პაპა [[ვახტანგ გორგასალი]]სა, და არჩილ II (668-718 წლები.) ამ პერიოდში ჩნდება ორი კათალიკოსი მიქაელიც: [[მიქაელ I (მთავარეპისკოპოსი)|მიქაელ I]] (459-467 წლები), რომელმაც ვახტანგ გორგასალს კბილები ჩაუმტვრია და მიქაელ II (774-780 წლები.) მართალია, აღნიშნულ სიაში დადასტურებული მეფობის თარიღები მიახლოებითია, მაგრამ სავსებით ნათელია, რომ ჯერ არჩილ I მეფობს, შემდეგ კათალიკოსობს მიქაელ I; ასევე არჩილ II-ის მოღვაწეობის წლები უსწრებს მიქაელ II-ის კათალიკოსობის თარიღს. დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება „მირონის კურთხევის წესი“, მეფე არჩილი დავალებას აძლევს საეკლესიო პირს, მიქაელს, შეადგინოს მირონის კურთხევის განგება, რასაც მიქაელი გარკვეული დროის შემდეგ ასრულებს. ის იძიებს, ირკვევს მირონის კურთხევის წესს და ადგენს განგებას მირონის კურთხევის ძველი „ნიშნის“ შესაბამისად, ხოლო დოკუმენტის გამოცემის დროს ის უკვე კათალიკოსია.
 
==ლიტერატურა==
*''ბოგვერაძე ა.'', ქსე, ტ. 1, გვ. 615, თბ., 1975
*''ლეონტი მროველი,'' წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი..., წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955;
*''ჯუანშერი'', ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, იქვე
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.orthodoxy.ge/istoria/anania_mironi.htm#sthash.b51SKGxG.dpuf მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, „მირონის კურთხევის შესახებ“]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{დაიწყე ყუთი}}
{{მემკვიდრეობის ყუთი| წინამორბედი= [[მირი სტეფანოზის ძე|მირი]] | ტიტული=[[ქართლი|ქართლის ერისთავი]] | წლები=[[738]] - [[762]]<br />დაახლ. [[668]] - [[718]] — [[ვახუშტი ბატონიშვილი]]| შემდეგი = [[ჯუანშერ II]]}}