თეოფანე დავითაია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 26:
 
== ბიოგრაფია ==
თეოფანე დავითაია დაიბადა [[1911]] წლის [[15 სექტემბერი|15 სექტემბერს]], [[სენაკის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ეკი|ეკში]]. [[1927|1927 წელს]] დაამთავრა საშუალო სკოლა ქალაქ [[ფოთი|ფოთში]] და იქვე მოეწყო შავ მუშად. [[1928|1928 წელს]] [[თსუ|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]] შესვლის შემდეგ, სწავლასთან ერთად მუშაობდა [[თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია|თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის]] ამინდის ბიუროში. ჯერ კიდევ ლენინგრადის მემცენარეობის სრულიად საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლის დროს თეოფანე დავითაიამ მრავალი წინადადება წამოაყენა სამეცნიერო მუშაობის ორგანიზაციის შესახებ. მან ასპირანტურა გაიარა თანამედროვე [[აგროკლიმატოლოგია|აგროკლიმატოლოგიის]] ერთ-ერთი ფუძემდებლის [[გიორგი სელიანინოვი]]ს ხელმძღვანელობით. 1936 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „ვაზის კლიმატური ზონები სსრკ-ში“, რომელიც [[მონოგრაფია|მონოგრაფიის]] სახით გამოიცა 1938 წელს. ნაშრომში პირველად იქნა მოცემული [[ვაზი]]ს აგროკლიმატური დახასიათება, დასაბუთებულია ეკოლოგიურად და თეორიულად ვაზის გავრცელების დამოკიდებულება კლიმატურ პირობებთან. მონოგრაფიას რამდენიმეჯერ მიენიჭა პრემია და 1948 წელს ზოგიერთი საკითხის დამატებით, მეორედ გამოიცა.
 
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს თეოფანე დავითაია მოქმედ არმიაში გაიწვიეს; ომის დროს 42-ე ბატალიონის ავიამეტეოროლოგიური სადგურის უფროსი იყო. ხელმძღვანელობდა რა საჰაერო სამხედრო ძალების ნაწილებისა და შენაერთების მეტეოროლოგიურ სამსახურს, იგი იყო ლენინგრადის, ვოლხოვისა და სტეპის ფრონტებზე, აგრეთვე მეორე უკრაინის ფლოტზე. ამისდა მიუხედავად, მას არ შეუწყვეტია მეცნიერული მუშაობა და ომის შემდეგ განაგრძობს მუშაობას [[ლენინგრადი|ლენინგრადში]]. ამ პერიოდის ნაშრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფია: „ვაზის კლიმატების გამოკვლევები სსრკ-ში და მათი პრაქტიკული გამოყენების დასაბუთება“, რომელიც გამოიცა 1952 წელს და იქცა მევენახეების, მეღვინეებისა და აგროკლიმატოლოგთათვის სამაგიდო წიგნად. ომის დამთავრებამ ჩეხეთში მოუსწრო, კვლავ დაბრუნდა [[ლენინგრადი|ლენინგრადში]] მემცენარეობის სრულიად საკავშირო ინსტიტუტში.
 
1940 წელს აირჩიეს სრულიად საკავშირო გეოგრაფიული საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ. 1951-1959 წლებში მუშაობდა [[მოსკოვი|მოსკოვში]] საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში, 1962 წლამდე კი — პროგნოზების ცენტრალური ინსტიტუტის აგროკლიმატოლოგიის განყოფილების უფროსად.
 
== სამეცნიერო მოღვაწეობა ==