მარო მაყაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
მარო მაყაშვილი დაიბადა თავადაზნაურთა ოჯახში. მამა, [[კონსტანტინე მაყაშვილი]] პოეტი და [[საქართველოს მწერალთა კავშირის]] ერთ-ერთი დამაარსებელი იყო; დედა, თამარ გაბაშვილი კი — მწერალ [[ეკატერინე გაბაშვილი]]ს ასული. დაამთავრა ქალთა ქართული გიმნაზია და სწავლა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის უნივერსიტეტის]] სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო. [[წითელი არმია|წითელი არმიის]] შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი [[მოხალისე]]დ წავიდა ფრონტზე, [[წითელი ჯვარი|წითელ ჯვარში]] ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა [[კოჯორი|კოჯრისკენ]] მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად [[საქართველოს პარლამენტი]]ს შენობის ტერიტორია [[რუსთაველის გამზირი|რუსთაველის გამზირზე]]). შემორჩენილია მაყაშვილის დღიურები და წერილები.
 
მარო მაყაშვილის პატივსაცემად [[ზაქარია ფალიაშვილი|ზაქარია ფალიაშვილმა]] თავისი ოპერის [[დაისი (ოპერა)|დაისის]] მთავარ გმირს მისი სახელი — მარო — დაარქვა<ref>[http://droni.ge/?m=3&AID=6347 შეყვარებული მარო მაყაშვილი სიკვდილის წინ მამას „რაიმე ტკბილეულის“ გაგზავნას სთხოვდა.] Droni.Ge</ref>.
 
2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარო_მაყაშვილი“-დან