ბახტრიონის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
80.241.245.211-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Giorgi13-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1:
'''ბახტრიონის ბრძოლა 1659''' — [[ირანელები|ირანელ]] დამპყრობელთა წინააღმდეგ [[კახეთის აჯანყება 1659|კახეთის აჯანყების]] გმირული ეპიზოდი. ამ აჯანყებას სათავეში [[ზაალ არაგვის ერისთავი]], მისი ვაჟი ზურაბი, [[შალვა ქსნის ერისთავი|შალვა]] და [[ელიზბარ ქსნის ერისთავი (XVII საუკუნე)|ელიზბარ]] ქსნის ერითავები და [[ბიძინა ჩოლოყაშვილი]] ედგნენ.
'''ბ
 
[[კახელები]]ს გარდა ამ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს [[თუშები|თუშებმა]], [[ფშავლები|ფშავლებმა]] და [[ხევსურები|ხევსურებმა]]. ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში მცირე ცნობებია შემონახული ამ ბრძოლის შესახებ, ზეპირსიტყვიერებაში კი მდიდარი მასალაა დაცული. აჯანყებულთა თავდასხმა [[ბახტრიონის ციხე|ბახტრიონის ციხეზე]], სადაც ყიზილბაშთა მთავარი ჯარი იდგა, როგორც ჩანს, ღამით, მტრისთვის მოულოდნელად მომხდარა. აჯანყებულები ამავე დროს თავს დაესხნენ [[ალავერდი|ალავერდის]] მონასტრის გალავანში გამაგრებულ [[ყიზილბაშები|ყიზილბაშებს]] და სასტიკად დაამარცხეს ორივე ციხის მრავალრიცხოვანი გარნიზონი. ამან ფაქტობრივად გადაწყვიტა აჯანყების წარმატება.