ტყუპები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}{{მრავალმნიშვნელოვნება**|ბიოლოგიას|არტილერიის|ტყუპები (არტილერია)}}
[[File:Being a twin means you always have a pillow or blanket handy.jpg|thumb|250px|ტყუპი დები, ადამიანებში ორი ტყუპი ყველაზე ხშირია შემთხვევაა.]]
'''ტყუპები''' — [[ძუძუმწოვრები]]სა და [[ადამიანი]]ს ორი ან მეტი [[ნაშიერი]] ([[ბავშვი]]). ტყუპები ჩნდებიან თითქმის ერთდროულად ერთი [[დედა|დედისგან]]. არსებობს ტყუპების ორი ტიპი: ერთკვერცხისეული და სხვადასხვაკვერცხისეული. ერთკვერცხისეული ტყუპები ვითარდებიან ერთი [[ზიგოტა|ზიგოტისგან]] (შედეგად მეორე სახელს ''მონოზიგოტურსაც'' უწოდებენ), რომელიც [[ორსულობა|ორსულობის]] ადრეულ სტადიაზე იყოფა ორ ან მეტ იზოლირებულ ნაწილად; ამათგან თითეული დამოუკიდებელ [[ორგანიზმი|ორგანიზმად]] ვითარდება. ჩანასახის ნაწილების არასრული დაცილების დროს ვითარდებიან [[ტერატოლოგია|სიამის ტყუპები]]. ერთკვერცხისეულ [[უჯრედი|უჯრედებს]] აქვთ საერთო [[პლაცენტა]], ერთნაირი [[გენოტიპი]], ყოველთვის ერთი [[სქესი]]სანი არიან, აქვთ [[სისხლი]]ს ერთი და იგივე [[სისხლის ჯგუფი|ჯგუფი]] და ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. სხვადასხვაკვერცხისეული ტყუპების წარმოშობა შესაძლებელია ორი ან მეტი კვერცხუჯრედის ერთდროულად მომწიფების შემთხვევაში. ისინი შეიძლება იყვნენ როგორც განსხვავებული, ისე ერთი სქესისანი, ერთმანეთს ისე ჰგვანან, როგორც ჩვეულებრივი და-ძმა. ერთკვერცხისეულ ანუ იდენტურ ტყუპებს ერთნაირი გემოვნება, ჩვევები მისწრაფებები აქვთ. უპირატესობას ერთსა და იმავე ტანსაცმელს, თმის ვარცხნილობას ანიჭებენ. მოსწონთ ერთი და იგივე წიგნი, სპექტაკლი. იმ შემთხვევაში თუ მათ დაბადებისთანავე ერთმანეთს დააშორებენ და ცალ ცალკე გაიზრდებიან ხშირად ერთსა და იმავე პროფესიას ირჩევენ, ერთი და იმავე დაავადებით და თითქმის ერთდროულად ავადდებიან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტყუპები“-დან