ბრაიან დე პალმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ბიოგრაფია: clean up, replaced: პრემიერა შედგა → პრემიერა გაიმართა using AWB
ხაზი 24:
ბრაიან დე პალმა დაიბადა [[ნიუ-ჯერსი|ნიუ-ჯერსის შტატის]] ქალაქ [[ნიუარკი|ნიუარკში]], ქირურგის ოჯახში. თავდაპირველად სწავლობდა კოლეჯში, შემდეგ სწავლა განაგრძო [[კოლუმბიის უნივერსიტეტი|კოლუმბიის უნივერსიტეტში]], სადაც დაამთავრა ხელოვნების ფაკულტეტი. მისი პირველი სადებიუტო ნამუშევრებია მოკლემეტრაჟიანი ფილმები („იკარუსი“, „ჯენიფერი“ და სხვ.). პირველად სახელი გაითქვა [[1960]]-იანი წლების ბოლოს, სადაც გადაიღო თავის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი. ამ პერიოდში მის რამდენიმე [[ფილმი|ფილმში]] ითამაშა იმ დროს უცნობმა [[რობერტ დე ნირო]]მ. კარიერის დასაწყისში ბრაიან დე პალმას ფილმები გამსჭვალული იყო [[კომედია|კომედიური]] თემატიკით. მას აფასებდნენ, როგორც ფრანგული [[ფრანგული ახალი ტალღა|ახალი ტალღის]] ამერიკელ წარმომადგენელს, რომელიც [[ჟან-ლიუკ გოდარი]]ს სტილში იღებდა ფილმებს („Greetings“, „The Wedding Party“, „Hi, Mom!“, 1968-70). მისი ფილმი „Get To Know Your Rabbit“ (1972) კრიტიკამ ცუდად მიიღო.
 
შემდგომში პალმამ სტილი შეცვალა. მისი ფილმების თემები გახდა [[ვუაიერიზმი]], და [[იდენტობა|იდენტობა]]. მის შემოქმედებას ადარებენ [[ალფრედ ჰიჩკოკი]]სას, რომლის ფილმების გავლენით გადაიღო „დები“ (1973) და თავის პირველი ყველაზე დიდბიუჯეტიანი ფილმი „კერი“, სადაც მთავარ როლში თამაშობს ახალგაზრდა [[სისი სპეისეკი]] და [[ჯონ ტრავლოტა]], ხოლო ფილმი დაფუძნებული იყო იმ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობი [[სტივენ კინგი]]ს რომანზე. ამ ფილმმა რეჟისორს რანგიც აუმაღლა და მისცა საშუალება მომავალში კიდევ უფრო აქტიურად ემუშავა თავის ჩანაფიქრებზე. ფილმი „კერი“ რომლის მსოფლიო პრემიერა შედგაგაიმართა [[1976|1976 წლის]] [[3 ნოემბერი|3 ნოემბერს]], წარმოადგენს ფსიქოლოგიურ [[დრამა]]სა და საშინელებათა ფილმს. ამ ორ ფილმს შორის დე პალმამ გადაიღო „Phantom of the Paradise“ (1974) და „Vertigo riff Obsession“ (1976). „კერის“ შემდეგ დე პალმა დაუბრუნდა ფსიქოლოგიურ თრილერებს ფილმებით „The Fury“ (1978), „Dressed To Kill“ (1980), „Blow Out“ (1981) კვლავ ჯონ ტრავლოტათი და „Body Double“ (1984).
 
ამის შემდეგ დე პალმამ დაიწყო განგსტერული ფილმების გადაღება. 1983 წელს გამოვიდა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი — ფილმი „[[ნაიარევი სახე (ფილმი)|ნაიარევი სახე]]“, სადაც [[ტონი მონტანა]]ს როლს ასრულებს [[ალ პაჩინო]]. ეს არის 1932 წლის ფილმის [[რემეიკი]]. სიუჟეტის ცენტრშია [[კუბა|კუბელი]] [[ემიგრანტი]], რომელიც ცხოვრების დაბალი საფეხურებიდან, მოულოდნელად გადაიქცევა დიდ [[კრიმინალი|კრიმინალურ]] ავტორიტეტად. ამ ფილმმა ბრაიან დე პალმას კიდევ უფრო გაუთქვა სახელი.
 
შემდეგი წლების ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ფილმები „[[ხელშეუხებელნი (1987 წლის ფილმი)|ხელშეუხებელნი]]“, „[[კარლიტოს გზა (ფილმი)|კარლიტოს გზა]]“, „შეუსრულებელი მისია“ და. 1990 წელს გადაიღო [[სატირა|სატირული]] ფილმი „Bonfire of the Vanities“, შემდეგ კი „Raising Cain“ (1992), „Snake Eyes“ (1997), „Femme Fatale“ (2002), „The Black Dahlia“ (2006) და „Passion“ (2012). 2007 წელს გადაიღო [[დიდაქტიკა|დიდაქტიკური]], ერაყის ომის საწინააღმდეგო სამხედრო დრამა „Redacted“.