სომალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 200:
== სასამართლო სისტემა ==
[[შარიათი]]ს კანონები — სომალის საზოგადოების ტრადიციული განსაკუთრებულებაა. კოლონიალური პერიოდის განმავლობაში, ასევე დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, შარიათი ოფიციალურად იქნა აღიარებული სომალიში. სომალის კონსტიტუციის თანახმად, შარიათი გახდა საფუძველი ყველა ეროვნული საკანონმდებლო აქტისა. მიუხედავად ამისა პრაქტიკაში შარიათი მუდამ იყო პირველი ინსტანციის სასამართლოების სამართლის სისტემის სახე და გამოიყენებოდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების განსახილველად, მათ შორის: ოჯახის, ქორწინების, განქორწინების და შთამომავლობის საკითხებში. 1990-იანი წლების დასაწყისიდან გაჩნდა შარიათის ახალი, უფრო მკაცრი კანონების ფორმა. ცენტრალიზებული მართვის არარსებობისა და სხვადასხვა სომალელი ლიდერების ხელში (შეიარაღებული დაჯგუფებების ლიდერები, ბიზნესმენები, კლანების უხუცესები და ისლამისტები) შეიქმნა შარიათის სასამართლოები, უკვე როგორც სახელმწიფოს სამართლის საფუძველი, ადგილებზე უსაფრთხოების სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით. სომალიში შარიათის ახალ სასამართლოებს ეკისრება სამი ფუნქცია: პირველ რიგში — მათი ეგიდით მოქმედებს შეიარაღებული რაზმები (რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოებაზე და იჭერს დამნაშავეებს); მეორე — მათ გამოაქვთ სასამართლო გადაწყვეტილება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე; მესამე, ისინი პასუხისმგებლები არიან დაპატიმრებული განსჯილების მოვლა-პატრონობაზე. შარიათის სასამართლოებზე სხვადასხვა სომალელი ლიდერების მოტივებია: პირველი — გაუმჯობესდა ქვეყანაში ცხოვრების პირობები, შესაბამისად შეიარაღებული რაზმები მოსახლეობაში უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობენ. მეორე, სასამართლოების სიმრავლის გამო შემცირდა კონფლიქტების რაოდენობა კლანების წარმომადგენლებს შორის, ისინი კონფლიქტურ სიტუაციებს არჩევდნენ შარიათის სასამართლოებში და არა იარაღის საშუალებით. მესამე, სასამართლოებმა შექმნეს უსაფრთხო პირობები სომალელი მეწარმეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ბიზნესით დაკავდნენ და არ ეშინოდეთ, რომ მათ თავს დაესხმებიან შეიარაღებული რაზმები და ბანდიტები<ref>{{cite web|url=http://www.hdcentre.org/files/Somalia%20report.pdf|title=Publications &#124; HD Centre|accessdate=2013-03-22|archiveurl=http://www.webcitation.org/6FQsHBVUl|archivedate=2013-03-27}}</ref>.
 
== შეიარაღებული ძალები ==
სომალის [[ჯარი]] სომალის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებია.<ref>{{cite press release|date=29 October 2012|title=AMISOM offers IHL training to senior officials of the Somali National Forces|url=http://amisom-au.org/2012/10/amisom-offers-ihl-training-to-senior-officials-of-the-somali-national-forces/ |publisher=AMISOM|accessdate=20 March 2013}}</ref>, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი მეთაურობს, როგორც მთავარსარდალი. მათ კონსტიტუციურად ევალებათ უზრუნველყონ ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა.<ref name="Frspc">{{cite web|title=The Federal Republic of Somalia – Provisional Constitution|url=http://www.somaliweyn.com/pages/news/Aug_12/Somalia_Constitution_English_FOR_WEB.pdf|archiveurl=http://www.webcitation.org/6Bct8nAdJ|archivedate=23 October 2012|accessdate=13 March 2013}}</ref>
 
შეიარაღებული ძალები შედგება [[სახმელეთო ჯარები]]საგან, [[სამხედრო-საზღვაო ძალები]]საგან, [[სამხედრო-საჰაერო ძალები]]საგან, [[პოლიცია|პოლიციისაგან]] და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურისაგან.<ref>{{Wayback|df=yes|date=20121004045134|url=https://web.archive.org/web/20121004045134/http://www.marines.mil/news/publications/Documents/Somalia%20Study_3.pdf|title=Somalia: A Country Study – Army Ranks and Insignia}}. marines.mil.</ref> დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ პერიოდში, ის გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა აფრიკის კონტინენტზე.<ref name="Ramsbotham 222">{{cite book|author=Oliver Ramsbotham|author2=Tom Woodhouse|year=1999|title=Encyclopedia of international peacekeeping operations|publisher=ABC-CLIO|page=222|isbn=0-87436-892-8}}</ref> 1991 წელს გაჩაღებულმა სამოქალაქო ომმა გამოიწვია სომალის ეროვნული არმიის დაშლა.<ref>Library of Congress Country Study, Somalia, [http://lcweb2.loc.gov/cgi-bin/query/r?frd/cstdy:@field(DOCID+so0116) The Warrior Tradition and Development of a Modern Army], research complete May 1992.</ref> 2004 წელს დაიწყო შეიარაღებული ძალების თანდათანობითი აღდგენის პროცესი, რაც შემდგომში კიდევ უფრო დააჩქარა გარდამავალი ფედერალური მთავრობის შექმნამ. სომალის შეიარაღებული ძალები დღეისათვის იმყოფება სომალის გარდამავალი ფედერალური მთავრობის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რომელიც შეიქმნა 2012 წლის შუაში. 2013 წლის იანვარში, სომალის გარდამავალმა ფედერალურმა მთავრობამ მოგადიშოში ასევე ხელახლა შექმნა ეროვნული სადაზვერვო სამსახური.<ref>{{cite news|title=Somalia Re-Opens its National Intelligence & Security Agency|url=http://www.waltainfo.com/index.php?option=com_content&view=article&id=6968:somalia-re-opens-its-national-intelligence-a-security-agency&catid=70:international-news&Itemid=309|accessdate=1 September 2013|newspaper=Walta Info|date=10 January 2013}}</ref> სომალილენდში და პუნტლენდში რეგიონალურ მთავრობებს მხარს უჭერენ საკუთარი უსაფრთხოების ძალები და პოლიცია.
 
== ადმინისტრაციული დაყოფა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სომალი“-დან