სომალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 197:
=== ფლორა და ფაუნა ===
პლატოს მცენარეულობა მოიცავს მაღალ უხეშ ბალახს. ზოგჯერ გვხვდება [[ხე]]ები და [[ბუჩქი|ბუჩქნარები]], რომელთა შორისაც აღსანიშნავია [[მიმოზა]], [[აკაცია]], [[ალოე]], ეთერზეთოვანი ბუჩქები. ქვეყნის ჩრდილოეთის მთებში არსებობს [[კედარი]]ს, [[ლეღვი]]ს და [[ღვია|ღვიის]] მცირე ნარგავები. მიწის გამოყენების უცოდინარობის გამო ბევრ რაიონში ბუნებრივი მცენარეულობა მთლიანად განადგურებულია. [[ფაუნა]] მოიცავს ისეთ სახეობებს, როგორებიცაა: [[ზებრები]], [[აფთარი|აფთრები]], [[მელა|მელიები]], [[ანტილოპები]]ს სხვადასხვა სახეობები, [[ლომი|ლომები]], [[ჯიქი|ჯიქები]], [[მეჭეჭებიანი ღორი|მეჭეჭებიანი ღორები]], სხვადასხვა [[ფრინველები]] და სხვა. ცხოველების ისეთი დიდი სახეობები, როგორებიცაა: [[სპილოსებრნი|სპილოები]], [[ჟირაფისებრნი|ჟირაფები]] და [[მარტორქისებრნი|მარტორქები]] სავარაუდოდ თითქმის მთლიანად გაანადგურეს ბრაკონიერებმა. 1991 წელს სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ სომალიში ბუნების დაცვის რაიმე ღონისძიებები საერთოდ არ არსებობს.
 
== სასამართლო სისტემა ==
[[შარიათი]]ს კანონები — სომალის საზოგადოების ტრადიციული განსაკუთრებულებაა. კოლონიალური პერიოდის განმავლობაში, ასევე დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, შარიათი ოფიციალურად იქნა აღიარებული სომალიში. სომალის კონსტიტუციის თანახმად, შარიათი გახდა საფუძველი ყველა ეროვნული საკანონმდებლო აქტისა. მიუხედავად ამისა პრაქტიკაში შარიათი მუდამ იყო პირველი ინსტანციის სასამართლოების სამართლის სისტემის სახე და გამოიყენებოდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების განსახილველად, მათ შორის: ოჯახის, ქორწინების, განქორწინების და შთამომავლობის საკითხებში. 1990-იანი წლების დასაწყისიდან გაჩნდა შარიათის ახალი, უფრო მკაცრი კანონების ფორმა. ცენტრალიზებული მართვის არარსებობისა და სხვადასხვა სომალელი ლიდერების ხელში (შეიარაღებული დაჯგუფებების ლიდერები, ბიზნესმენები, კლანების უხუცესები და ისლამისტები) შეიქმნა შარიათის სასამართლოები, უკვე როგორც სახელმწიფოს სამართლის საფუძველი, ადგილებზე უსაფრთხოების სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით. სომალიში შარიათის ახალ სასამართლოებს ეკისრება სამი ფუნქცია: პირველ რიგში — მათი ეგიდით მოქმედებს შეიარაღებული რაზმები (რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოებაზე და იჭერს დამნაშავეებს); მეორე — მათ გამოაქვთ სასამართლო გადაწყვეტილება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე; მესამე, ისინი პასუხისმგებლები არიან დაპატიმრებული განსჯილების მოვლა-პატრონობაზე. შარიათის სასამართლოებზე სხვადასხვა სომალელი ლიდერების მოტივებია: პირველი — გაუმჯობესდა ქვეყანაში ცხოვრების პირობები, შესაბამისად შეიარაღებული რაზმები მოსახლეობაში უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობენ. მეორე, სასამართლოების სიმრავლის გამო შემცირდა კონფლიქტების რაოდენობა კლანების წარმომადგენლებს შორის, ისინი კონფლიქტურ სიტუაციებს არჩევდნენ შარიათის სასამართლოებში და არა იარაღის საშუალებით. მესამე, სასამართლოებმა შექმნეს უსაფრთხო პირობები სომალელი მეწარმეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ბიზნესით დაკავდნენ და არ ეშინოდეთ, რომ მათ თავს დაესხმებიან შეიარაღებული რაზმები და ბანდიტები<ref>{{cite web|url=http://www.hdcentre.org/files/Somalia%20report.pdf|title=Publications &#124; HD Centre|accessdate=2013-03-22|archiveurl=http://www.webcitation.org/6FQsHBVUl|archivedate=2013-03-27}}</ref>.
 
== ადმინისტრაციული დაყოფა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სომალი“-დან