ვახუშტი ბაგრატიონის ატლასები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 95:
 
==ზოგადი მიმოხილვა==
[[ფაილი:M. Joseph Nicolas Del'Isle. Carte générale de la Georgie et de l'Arménie. 1766.jpg|მინიატიურა|1766 წელს იოსებ დელილის მიერ ფრანგულ ენაზე გამოცემული ვახუშტის 1735 წლის რუკა]]
ვახუშტის კარტოგრაფიულმა შრომებმა მაღალი შეფასება დაიმსახურეს რუსეთისა და დასავლეთ ევროპის მეცნიერულ წრეებში. ცნობა ვახუშტის პირველი ატლასის შესახებ [[ლაიფციგი]]ს გაზეთმა [[1737]] წლის 5 დეკემბრის ნომერში დაბეჭდა. გაზეთმა დიდი შეფასება მისცა „თბილისელი პრინცის“ მიერ შედგენილ „კავკასიის მთების შესანიშნავ რუკებს“. 1737 წელს ცნობილმა ფრანგმა კარტოგრაფმა, აკადემიკოსმა [[იოსებ დელილი|იოსებ დელილმა]] სანკტ-პეტერბურგში ვახუშტის პირველი ატლასის რუკების ასლები გადაიღო და პარიზში გაგზავნა. 1766 წელს იმავე დელილმა გამოაქვეყნა იმავე ვახუშტის 1735 წლის ატლასის პირველი რუკის ასლი ფრანგულ ენაზე.
 
ვახუშტის მეორე ატლასის საფუძველზე შედგენილი იყო 1745 წელს „რუსეთის ატლასში“ შესული კავკასიის ამსახველი რუკები, ხოლო მომდევნო პერიოდში კი სუხოტინის (1771), გიულდენშტედტის (1772), ბურნაშევის (1784) და სხვა რუკებს.