სომალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 189:
=== შიდა წყლები ===
სომალის ერთადერთი დაუშრობელი [[მდინარე]]ებია — [[ჯუბა (მდინარე)|ჯუბა]] და [[უაბი-შებელე]], რომლებიც მდებარეობენ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. [[ეთიოპიის მთიანეთი]]დან დაწყებული, ორივე მდინარე ღრმად იჭრება პლატოში იმ ადგილამდე, სადაც ისინი აღწევენ ალუვიალურ ზეგნებამდე. ჯუბას წყლები მიემართება პირდაპირ ინდოეთის ოკეანემდე, რომელსაც ის უერთდება კისმაიოსთან ახლოს. უაბი-შებელე მკვეთრად უხვევს მოგადიშოდან ჩრდილოეთით და მიედინება სანაპიროს გასწვრივ იმ ადგილამდე, სადაც ის უერთდება ჯუბას. ჯუბა უფრო წყალუხვია, ვედრე უაბი-შებელე, რომელიც თავის ქვედა დინებაში ხანგრძლივი [[გვალვა|გვალვების]] დროს ზოგჯერ იკარგება [[ქვიშა|ქვიშებში]]. ქვეყნის დანარჩენი მდინარეების დიდი ნაწილი მიედინება პლატოების და ზეგნების ვიწრო ხეობებში და აქვთ სეზონური ხასიათი. ქვეყნის დიდ ნაწილზე გრუნტის წყლები მდებარეობენ დიდ სიღრმეზე და აქვთ მინერალების მაღალი კონცენტრაცია. უაბი-შებელეს და ჯუბას აქვთ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა მოსახლეობისათვის და სომალის ბუნებისათვის, განსაკუთრებით გვალვიან სეზონებში.
 
=== კლიმატი ===
სომალისთვის დამახასიათებელია სუბეკვატორული მუსონური [[კლიმატი]]; ქვეყნის ჩრდილოეთში კლიმატი [[უდაბნო]]ს და [[ნახევარუდაბნო]]ს ტროპიკულია. საერთოდ გამოყოფენ მშრალ სეზონს (იანვრიდან აპრილის ჩათვლით), წვიმების სეზონს (ივნისის ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით) და გარდამავალ პერიოდს, მაგრამ ნალექები გამოირჩევა თავისი არარეგულირებით. ქვეყნის მთელი ტერიტორია ხასიათდება საკმაოდ მაღალი საშუალო ტემპერატურებით მთელი წლის განმავლობაში, როგორც წესი დღის მაქსიმალური ტემპერატურა მერყეობს 30 °С-დან 40 °С-მდე, გარდა ყველაზე უფრო მაღალი და აღმოსავლეთ სანაპიროს ზოგიერთი რაიონებისა, რომლებიც მდებარეობენ ცივი სანაპირო დინების მოქმედების ქვეშ. თვის საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთ სანაპიროზე იცვლება 34 °С-დან 42 °С-მდე და მთებში აღწევს 24 °С-ს. ქვეყანაში დაფიქსირებული იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი წლის საშუალო ტემპერატურა მსოფლიოში. ჩრდილოეთში და მთის რაიონებში ზოგჯერ ხდება ყინვებიც.
 
სომალისთვის დამახასიათებელია საკმაოდ დაბალი ნალექების რაოდენობა. როგორც წესი ჩრდილო-აღმოსავლეთში მოდის 100 მმ-ზე ნაკლები ნალექი წელიწადში (ზოგიერთ რაიონში 50 მმ-ზე ნაკლებიც კი), ცენტრალურ რაიონებში — 200 მმ-დან 300 მმ-მდე. ყველაზე უფრო დიდი ნალექი მოდის ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში და სამხრეთ-დასავლეთში, სადაც ნალექების რაოდენობა აღწევს 510 მმ-ს და ზოგჯერ 610 მმ-საც კი წელიწადში. ნალექები საკმაოდ არასტაბილურია, ჩვეულებრივ იღებენ თავსხმა წვიმების ფორმას.
 
=== ფლორა და ფაუნა ===
პლატოს მცენარეულობა მოიცავს მაღალ უხეშ ბალახს. ზოგჯერ გვხვდება [[ხე]]ები და [[ბუჩქი|ბუჩქნარები]], რომელთა შორისაც აღსანიშნავია [[მიმოზა]], [[აკაცია]], [[ალოე]], ეთერზეთოვანი ბუჩქები. ქვეყნის ჩრდილოეთის მთებში არსებობს [[კედარი]]ს, [[ლეღვი]]ს და [[ღვია|ღვიის]] მცირე ნარგავები. მიწის გამოყენების უცოდინარობის გამო ბევრ რაიონში ბუნებრივი მცენარეულობა მთლიანად განადგურებულია. [[ფაუნა]] მოიცავს ისეთ სახეობებს, როგორებიცაა: [[ზებრები]], [[აფთარი|აფთრები]], [[მელა|მელიები]], [[ანტილოპები]]ს სხვადასხვა სახეობები, [[ლომი|ლომები]], [[ჯიქი|ჯიქები]], [[მეჭეჭებიანი ღორი|მეჭეჭებიანი ღორები]], სხვადასხვა [[ფრინველები]] და სხვა. ცხოველების ისეთი დიდი სახეობები, როგორებიცაა: [[სპილოსებრნი|სპილოები]], [[ჟირაფისებრნი|ჟირაფები]] და [[მარტორქისებრნი|მარტორქები]] სავარაუდოდ თითქმის მთლიანად გაანადგურეს ბრაკონიერებმა. 1991 წელს სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ სომალიში ბუნების დაცვის რაიმე ღონისძიებები საერთოდ არ არსებობს.
 
== ადმინისტრაციული დაყოფა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სომალი“-დან