საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 48:
==ისტორია==
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი (შემდგომში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო) შეიქმნა 2004 წლის 17 თებერვალს “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. შეიმუშავებს ქვეყნის პოლიტიკას კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას. სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთ-ერთი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა სპორტის დეპარტამენტი. სპორტის სფეროში სამინისტროს ამოცანებია: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობის ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა, ერთიანი სპორტული კლასიფიკაციის შემუშავება, სპორტის სახეობების, პროფესიონალური და მოყვარულთა სპორტული კლუბებისა და ორგანიზაციების სტატუსის განსაზღვრა, სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მათი საქმიანობის კოორდინაცია, მასობრივ-გამაჯანსაღებელ და სპორტულ ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის შემუშავება და სხვ.
საქართველოში ფიზიკური კულტურისა და სპორტის მართვის რესპუბლიკური და რეგიონალური ორგანოები შეიქმნა საბჭოურ პერიოდში, 1920-იანი წლებიდან. პირველი ასეთი ორგანიზაცია იყო 1923 წლის დეკემბერში საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დეკრეტით ჩამოყალიბებული ფიზიკური კულტურის უმაღლესი საბჭო, რომლის პირველ თავმჯდომარედ დაინიშნა ბოლშევიკი [[ივანე სტურუა]]. 1930 წლიდან ამ საბჭოს ჯერ [[ლავრენტი ბერია]] ხელმძღვანელობდა, შემდეგ
==საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარეები==
|