სომალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 173:
 
ამას გარდა, ზოგიერთ ტერიტორიას ფაქტიურად საერთოდ არა ჰყავს რაიმე ცენტრალიზებული ხელისუფლება და იმართება ადგილობრივი ტომების მეთაურების და ასევე [[მეკობრეობა სომალიში|სომალელი მეკობრეების]] მიერ.
 
== გეოგრაფია ==
[[ფაილი:Somalia Topography en.png|250px|right|thumb|სომალის ტოპოგრაფიული რუკა]]
[[ფაილი:Somalia sat.png|250px|right|thumb|სომალის ხედი კოსმოსიდან]]
სომალი მდებარეობს [[აფრიკა|აფრიკის]] აღმოსავლეთ ნაწილში და უკავია [[სომალის ნახევარკუნძული]]ს უკიდურესი აღმოსავლეთი. სომალის გარდა ნახევარკუნძულზე ასევე მდებარეობენ [[ჯიბუტი]], [[ეთიოპია|ეთიოპიის]] და [[ერიტრეა|ერიტრეის]] ნაწილი. ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია ზეგნებს და პლატოებს. სომალის [[კლიმატი]] უპირველეს ყოვლისა [[არიდული ჰავა|არიდულია]], ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე საკმაოდ იშვიათი ნალექებით. თავისი გეოგრაფიული მდგომარეობით სახელმწიფოს აქვს ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლი აფრიკის ყველა სახელმწიფოებს შორის, რომელიც გადაჭიმულია 3300 კმ-ზე.
 
=== ტერიტორია და საზღვრები ===
სომალის აქვს სახმელეთო საზღვარი [[კენია]]სთან (სამხრეთ-დასავლეთში), [[ეთიოპია]]სთან (დასავლეთში) და [[ჯიბუტი]]სთან (ჩრდილო-დასავლეთში). აღმოსავლეთიდან გარს ერტყმის [[ინდოეთის ოკეანე|ინდოეთის ოკეანის]], ხოლო ჩრდილოეთიდან [[ადენის ყურე|ადენის ყურის]] წყლები. საზღვრების საერთო სიგრძე შეადგენს 2366 კმ-ს, აქედან ეთიოპიასთან — 1626 კმ, კენიასთან — 682 კმ და ჯიბუტისთან — 58 კმ. სანაპირო ზოლის სიგრძე — 3300 კმ. ქვეყნის ფართობია — 637 657 კმ², აქედან ხმელეთის — 627 337 კმ², ხოლო შიდა წყლების — 10 320 კმ². ქვეყნის უმაღლესი წერტილი — [[შიმბირისი]]ს მთა ზღვის დონიდან იმყოფება 2416 მეტრ სიმაღლეზე; ყველაზე დაბალი წერტილი — ინდოეთის ოკეანის დონეზეა.
 
== ადმინისტრაციული დაყოფა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სომალი“-დან