ვახუშტი ბაგრატიონის ატლასები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ვახუშტი ბაგრატიონის ატლასები''' — ვახუშტი ბატონიშვილის მ...
 
ხაზი 4:
ქართული კარტოგრაფია, რომლის ფესვები საუკუნეების სიღრმეში იკარგება, ფეხდაფეხ მისდევდა მეცნიერების განვიტარების მაგისტრალურ ხაზს. ვახუშტი ბატონიშვილი ამ მოვლენების შუაგულში ტრიალებდა. თავისი დაუცხრომელი შემოქმედებითი მოღვაწეობით მან ღირსეული წვლილი შეიტანა ამ ფუნდამენტური დარგის განვითარებაში.
 
ვახუშტი ბაგრატიონის კარტოგრაფიული მოღვაწეობა, როგორც შენიშნავს ლ.[[ლევან მარუაშვილი]] (1956), საფუძვლად დაედო კავკასიაში კარტოგრაფიის განვითარების განსაზღვრულ ეპოქას — 1735 წლიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე, რითაც ამ რთული რეგიონის კარტოგრაფიის საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ვახუშტიმ შეადგინა საქართველოს ორი ხელნაწერი ატლასი, რომელთა ორიგინალები თბილისის არქივებშია დაცული.
საქართველოს პირველი რუკები შუასაუკუნეებში შეიქმნა. XVIII საუკუნის დასაწყისში სულხან-საბა ორბელიანმა საფრანგეთში ჩაიტანა ქართული კარტოგრაფიული მასალები, რაც საფუძვლად დაედო 1723 წელს პარიზში გამოცემულ „კავკასიისა და კასპიისპირეთის რუკას“, რომლის ერთ-ერთ ავტორად თვით სულხან-საბა ორბელიანია აღიარებული. 1737 წელს კი ტიმოთე გაბაშვილმა შეადგინა იმერეთის (დასავლეთ საქართველოს) რუკა.
 
==პირველი ატლასი==
ვახუშტი ბაგრატიონის კარტოგრაფიული მოღვაწეობა, როგორც შენიშნავს ლ. მარუაშვილი (1956), საფუძვლად დაედო კავკასიაში კარტოგრაფიის განვითარების განსაზღვრულ ეპოქას — 1735 წლიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე, რითაც ამ რთული რეგიონის კარტოგრაფიის საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ვახუშტიმ შეადგინა საქართველოს ორი ხელნაწერი ატლასი, რომელთა ორიგინალები თბილისის არქივებშია დაცული.
პირველი ატლასი [[1735]] წელს არის დასრულებული. მასში თავდაპირველად 8 რუკა იყო, რომელთაგანაც ატლასში 4 მთელი და მეხუთე რუკის მხოლოდ ნახევარია შემორჩენილი.
 
პირველი ატლასი 1735 წელს არის დასრულებული. მასში თავდაპირველად 8 რუკა იყო, რომელთაგანაც ატლასში 4 მთელი და მეხუთე რუკის მხოლოდ ნახევარია შემორჩენილი.
 
ვახუშტის 1735 წლის ატლასი ქ. ყაზანის საიმპერატორო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოხვდა, თავად გ. პოტიომკინ-ტავრიდელის კუთვნილ სხვა წიგნებთან ერთად. ამიტომ ამ ატლასს „ყაზანურ ატლასადაც“ მოიხსენიებენ. 1880 წელს კავკასიის სტატისტიკის კომიტეტმა ეს რუკები თბილისში ჩამოიტანა, სამიოდე თვის შემდეგ კი ისევ რუსეთში დააბრუნა და დიდი ხნის განმავლობაში ყაზანის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშჳ ინახებოდა (კატალოგის № 1699).