კარტოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 16:
საქართველოს პირველი რუკები შუასაუკუნეებში შეიქმნა. XVIII საუკუნის დასაწყისში სულხან-საბა ორბელიანმა საფრანგეთში ჩაიტანა ქართული კარტოგრაფიული მასალები, რაც საფუძვლად დაედო 1723 წელს პარიზში გამოცემულ „კავკასიისა და კასპიისპირეთის რუკას“, რომლის ერთ-ერთ ავტორად თვით სულხან-საბა ორბელიანია აღიარებული. 1737 წელს კი ტიმოთე გაბაშვილმა შეადგინა იმერეთის (დასავლეთ საქართველოს) რუკა.
 
{{მთავარი|ვახუშტი ბაგრატიონის ატლასები}}
ვახუშტი ბაგრატიონის კარტოგრაფიული მოღვაწეობა, როგორც შენიშნავს ლ. მარუაშვილი (1956), საფუძვლად დაედო კავკასიაში კარტოგრაფიის განვითარების განსაზღვრულ ეპოქას — 1735 წლიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე, რითაც ამ რთული რეგიონის კარტოგრაფიის საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ვახუშტიმ შეადგინა საქართველოს ორი ხელნაწერი ატლასი, რომელთა ორიგინალები თბილისის არქივებშია დაცული.
 
პირველი ატლასი 1735 წელს არის დასრულებული. მასში თავდაპირველად 8 რუკა იყო, რომელთაგანაც ატლასში 4 მთელი და მეხუთე რუკის მხოლოდ ნახევარია შემორჩენილი.
 
ვახუშტის 1735 წლის ატლასი ქ. ყაზანის საიმპერატორო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოხვდა, თავად გ. პოტიომკინ-ტავრიდელის კუთვნილ სხვა წიგნებთან ერთად. ამიტომ ამ ატლასს „ყაზანურ ატლასადაც“ მოიხსენიებენ. 1880 წელს კავკასიის სტატისტიკის კომიტეტმა ეს რუკები თბილისში ჩამოიტანა, სამიოდე თვის შემდეგ კი ისევ რუსეთში დააბრუნა და დიდი ხნის განმავლობაში ყაზანის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშჳ ინახებოდა (კატალოგის № 1699).
 
პირველი ატლასის რუკებისაგან განსხვავებით, 1742-1745 წლებში, გაუმჯობესებულ ტოპოგრაფიულ საფუძველზე, ვახუშტიმ შექმნა საქართველოს და მისი რეგიონების რუკის ახალი სერია — 19 რუკით და 2 გენეალოგიური ტაბულით. ეს ატლასი სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აზიურ მუზეუმში ინახებოდა; მას პეტერბურგული ატლასის სახელითაც იცნობენ. ვახუშტის მეორე ატლასი თბილისი 1925 წელს ჩამოიტანეს და საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში ინახება (ფონდი № 105). ატლასის ყდაზე არის ფრანგული წარწერა: "Atlas pour Wakhoucht".
 
1745 წლის ატლასის რუკები ვახუშტი ბაგრატიონს თავისსავე ძირითად გეოგრაფიულ თხზულებში — „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“-ში მოუთავსებია იმგვარად, რომ ყოველი მხარის (რეგიონის) გეოგრაფიული აღწერილობის ტექსტს თან ახლდა შესაბამისი ტერიტორიის რუკა; მოგვიანებით, თხზულების ტექსტი და რუკები ცალ-ცალკე აღმოჩნდა აკინძული.
 
ვახუშტი ბაგრატიონის პირველი ატლასის რუკებისაგან განსხვავებულია მეორე ატლასის რუკები. ამ ატლასში გაუმჯობესებულია გეოგრაფიულ-კარტოგრაფიული საფუძველი; მანძილები ცალკეულ პუნქტებს შორის უფრო სწორადაა გამოთვლილი; ზოგი უზუსტობა, რომელიც პირველ ატლასში კავკასიის რეგიონის კარტოგრაფირებისას იქნა დაშვებული, მეორე ატლასში ნაწილობრივ გამოსწორებულია. ასე რომ, ვახუშტი ბაგრატიონის პირველი და მეორე ატლასი არამცთუ წარმოადგენენ ერთიმეორის სტერეოპულ ასლებს, არამედ მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ეთმანეთისაგან და შეესაბამებიან ვახუშტის კარტოგრაფიული მოღვაწეობის ორ სხვადასხვა საფეხურს.
 
რუკების შინაარსი და ტერიტორიების ასახვის სიზუსტე მნიშვნელოვანწილად კარტოგრაფიულ პროექციებზეა დამოკიდებული. ვახუშტის მეცნიერული მოღვაწეობა ისეთ პერიოდში მოუხდა, როცა ამ მხრივ ბევრი რამ დასამუშავებელი და შესაქმნელი იყო.
 
==თანამედროვე კარტოგრაფია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარტოგრაფია“-დან