ჯანსუღ ჩარკვიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ვებ-გვერდზე → საიტზე using AWB
ხაზი 1:
'''ჯანსუღ ჩარკვიანი''' (დ. [[30 სექტემბერი]] [[1931]], [[თბილისი]]) — ქართველი პოეტი.
 
==ბიოგრაფია==
[[1953]] წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი პირველი ლექსი [[1947]] წელს გამოქვეყნდა. [[1959]] წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი „ერთი ღამის სიჩუმეში”. ასევე, გამოცემული აქვს წიგნები: „რწმენის კედელი” ([[1970]]), „დიდი ნათელი” ([[1980]]), „ერთტომეული” ([[1981]]), „რჩეული პოემები” ([[1983]]), „მე და შენ” ([[1984]]), „არცა ვმსახურობდე სხვას!” ([[1989]]), პუბლიცისტური წიგნი „თავისუფლება ლომთა ხვედრია”. [[1991]]-[[1993]] წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. 1962-63 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის” პასუხისმგებელი მდივანი, 1963-67 წლებში – ჟურნალ „დილას” მთავარი რედაქტორი, 1967-77 წლებში – ჟურნალ „ცისკრის” მთავარი რედაქტორი, 1977-87 წლებში – საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ჟურნალ „დროშას” მთავარი რედაქტორი. იყო მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს” დირექტორი, საზოგადოება „თბილისელის” პრეზიდენტი.
 
[[1978]] წელს მიენიჭა [[გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია]], [[1985]] წელს, 1983-84 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის მიენიჭა [[შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია]]. [[1998]] წელს მიიღო შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. არის ღირსების ორდენის კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა [[1996]] წელს. [[1995]] და [[1999]] წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი.
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=173 ჯანსუღ ჩარკვიანი ეროვნული ფილმოგრაფიის ვებ-გვერდზესაიტზე]
 
{{DEFAULTSORT:ჩარკვიანი, ჯანსუღ}}
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]