საჩხერის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: ვებ-გვერდზე → საიტზე using AWB
(clean up, replaced: ვებ-გვერდზე → საიტზე using AWB)
მდებარეობს მდინარეების [[ყვირილა|ყვირილის]] და [[ძირულა|ძირულის]] ზემო და შუა დინებების აუზში. მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: ჩრდილოეთით - [[ონის მუნიციპალიტეტი|ონის]], აღმოსავლეთით – [[ჯავის მუნიციპალიტეტი|ჯავისა]] და [[ქარელის მუნიციპალიტეტი|ქარელის]], სამხრეთით – [[ხაშურის მუნიციპალიტეტი|ხაშურისა]] და [[ხარაგაულის მუნიციპალიტეტი|ხარაგაულის]], დასავლეთით – [[ჭიათურის მუნიციპალიტეტი|ჭიათურის]].
 
რელიეფი საშუალო და დაბალმთიანია, მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი განლაგებულია [[რაჭის ქედი]]ს სამხრეთ კალთაზე, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი კი - იმერეთის მაღლობზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება შემდეგი მდინარეები: [[ყვირილა]], [[ძირულა (მდინარე)|ძირულა]], [[დუმალა]], [[ჯრუჭულა (მდინარე)|ჯრუჭულა]], [[ჩიხურა]], [[ლაშურა]], [[ფრონე]]. ტყეების საერთო ფართობი შეადგენს 65 000 ჰექტარს.
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წიაღისეულის საბადოებია:
==ისტორია==
 
რაიონის ტერიტორიაზე ცივილიზებული ადამიანის ნაკვალევი დადასტურებულია უხსოვარი დროიდან. პირველი არქეოლოგიური მონაპოვარი დაკავშირებულია [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] ძმის – დავითის სახელთან. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას არქეოლოგიურად სწავლობდნენ მეცნიერები [[ექვთიმე თაყაიშვილი]], [[ბორის კუფტინი]], [[ოთარ ჯაფარიძე]], [[ჯურხა ნადირაძე]]. დადასტურებულია ცივილიზაციის უწყვეტი განვითარება [[ბრინჯაოს ხანა|ადრეული ბრინჯაოს ხანიდან]] დღემდე.
 
არქეოლოგიური გათხრების შედეგად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაპოვნია ძველი ნამოსახლარები: [[პასიეთის გორასამარხი]], [[ნაჩერქეზევი]], [[სარეკის ეხი]]; ნამოსახლარები [[მოდინახე]]ს ციხეზე, სოფლებში [[არგვეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|არგვეთი]], [[საირხე]], [[კალვათა]], [[ჭორვილა]], [[ჭალა (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|ჭალა]].
{{მთავარი|საჩხერის არქეოლოგიური ძეგლები}}
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 127 ისტორიული ძეგლია, რომელთაგან 27 ეროვნული, 100 კი ადგილობრივი მნიშვნელობისაა.
 
[[საჩხერე|საჩხერის]] ჩრდილოეთით დგას XVIII საუკუნის 30-იან წლებში [[პაპუნა წერეთელი|პაპუნა წერეთლის]] მიერ აშენებული ციხე სიმაგრე [[მოდინახე]], იგივე მოდიმნახე. სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ფალავანდიშვილების და [[წერეთლები]]ს ფეოდალურ საგვარეულოებს. XIX საუკუნეში მოდინახეს ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა.
==რესურსები ინტერნეტში==
*{{commons-inline|Category:Sachkhere district}}
*[http://imereti.ge/index.php?lang_id=geo&sec_id=81 ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესახებ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზესაიტზე]
 
==სქოლიო==
49,737

რედაქტირება