მანგლისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 74:
=== ადრეული ხანა ===
მანგლისისა და მისი მიმდებარე ტერიტორია მდიდარია პრეისტორიული ხანის არქეოლოგიური ძეგლებით. ამ ძეგლების გამოკვლევაში უდიდესი წვლილი მიუძღვის [[ლეონ მელიქსეთ-ბეგი|ლეონ მელიქსეთ-ბეგს]]. მისი გამოკვლეულია ბედენის პლატოზე აღმოჩენილი [[ბრინჯაოს ხანა|შუაბრინჯაოს ხანის]] ყორღანები<ref name="კალმახელიძე"/>. ამ ყორღანებში აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის სამოსახლო ძეგლები. ძეგლთა დიდი ნაწილი მშრალი, ე.წ. ''ციკლოპური'' წყობით არის აგებული. აღმოჩენილია ასევე [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანის]] საფლავები „მადნის ჭალაშიც“<ref name="კალმახელიძე"/>. მოსახლეობა საცხოვრებლად იყენებდა უძველეს ნაგებობებს - ე.წ. ლოდოვნებს. მანგლისის მახლობელ ტერიტორიაზე აღმოჩენილია ელინისტური ხანის მონეტებიც, რომლებზეც ცხოველები და ფრინველებია გამოსახულნი<ref name="კალმახელიძე"/>. ამ პერიოდში მანგლისის ტერიტორიაზე ორი სოფელი არსებობდა - ზემო და ქვემო ოძისი. მანგლისის ნეკროპოლში ასევე აღმოჩენილია ჩ.წ.-მდე IV საუკუნის სამაჯური.<ref>[http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000253/Brasleti.pdf АКАДЕМИЯ НАУК ГРУЗИИ ГОСУДАРСТВЕННЫЙ МУЗЕЙ ГРУЗИИ ИМ. С. ДЖАНАШИЯ НАНА ГОГИБЕРИДЗЕ БРАСЛЕТЫ И ГРИВНЫГРУЗИИ V-I ВВ. ДО Н. Э. Тбилиси 2003]</ref> არქეოლოგიურ გამოკვვლევაში მონაწილე პროფესორი [[ლეონ მელიქსეთ-ბეგი]] წერდა:
{{ციტატა|ზვემო ოძისის ადგილას არავითარ ძველ ნაშთს მოუღწევია ჩვენამდე; ზემო ოძისში კი ერთი საკმაოდ დიდი გვირაბის დანარჩომი და ყოფილი სოფლის სახლების კვალი ეტყობა. გარდა ამისა, სოფელ მოხისისკენ მიმავალი გზის პირად ახლაც არსებობს ერთი ნიში ხატით, ხოლო მის ქვემოთ, დიდი პლაცისა და მოხისის გზას შორის, ძველი სასაფლაოა, სადაც გარკვევით რამდენიმე აკლდამა ემჩნევა, რომელთაგან ზოგიერთი გათხრილ იქნა ჩემ მიერ წარსულ წელ და მათში აღმოჩენილი საგნები ჩამოტანილი ტფილისში.}}<ref>ლ.მელიქსეთ ბეგი. მანგლისის რაიონი ისტორიულ-არქეოლოგიური თვალსაზრისით. ჟურნ. „ხალ სკოლასაკენ,“ ტფ. 1924, #2-3 მაისი, გვ. 75</ref>}}
ამგვარი სასაფლაოები აღმოჩნდა [[ქვემო ჭალა|ქვემო ჭალის გზაზე]], რომლებიც თავიდან [[ალექსანდრე გრენი|ალექსანდრე გრენმა]] გათხარა, ხოლო შემდეგ კიდევ ორი – ლეონ მელიქსეთ ბეგმა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მანგლისი“-დან