სომალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 86:
 
ერთმანეთს შორის ომების შედეგად სომალის ქალაქების მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა. ზოგიერთი ქალაქი საერთოდ გაუკაცრიელდა. ქალაქი ზეილა XVII საუკუნეში გადავიდა [[თურქეთი]]ს ხელისუფლების ხელში. XVII საუკუნის შუიდან სომალის აღმოსავლეთის სანაპირო ქალაქები დაიმორჩილა [[ომანი]]ს სასულთნომ. ომანის სულთნების რეზიდენციის [[ზანზიბარის არქიპელაგი|ზანზიბარში]] გადატანისა და შემდგომ სასულთნოს აფრიკულ და აზიურ ნაწილებად გაყოფის შემდეგ სომალის აღმოსავლეთი სანაპირო გადაეცა ზანზიბარს, ხოლო ჩრდილოეთი თურქეთს. ამასთან სომალის შიდა ნაწილებში წარმოიქმნა ბევრი ადგილობრივი სასულთნო ([[რაჰანვეინი]], [[მიჯურტინი]], [[გელედი]], [[ტუნი]] და სხვა), რომლებიც არ სცნობდნენ თურქეთის და ზანზიბარის ხელისუფლებას, აკონტროლებდნენ შიდა სავაჭრო გზებს და მთიანეთის და მდინარის ხეობების ნაყოფიერ მიწებს.
 
=== XIX საუკუნე ===
XIX საუკუნეში სომალიში გახშირდა ძმათამკვლელი ომები სასულთნოებსა და ტომებს შორის, რომელსაც თან ახლდა მოსახლეობის დიდი ჯგუფების მიგრაცია, განსაკუთრებით სამხრეთ რაიონებში.
 
XIX საუკუნის დასაწყისში სომალიში გავრცელება დაიწყო მუსულმანური რელიგიის სხვადასხვა მიმდევრობებმა და სექტებმა, რომლებიც პერიოდულად [[ჯიჰადი|«ჯიჰადს»]] უცხადებდნენ მეზობლებს.
 
1819 წელს ერთ-ერთმა სექტამ დააარსა თეოკრატიული სახელმწიფო ბარდერა, რომელმაც ომი დაუწყო გელედის, ტუნის და ბარაუეს სასულთნოებს. XIX საუკუნის შუაში ბარდერა დაამარცხეს მეზობლებმა, მაგრამ ჯიჰადის ფესვები მაინც ვერ აღმოიფხვრა.
 
XIX საუკუნის შუაში ზანზიბარი ცდილობდა გაეძლიერებინა საკუთარი კონტროლი სომალის ქალაქებზე (1843 წელს დაიპყრო მოგადიშო, 1862 წელს მერკა), მაგრამ ამ ცდებმა განსაკუთრებული წარმატებები ვერ მოიტანა.
 
1869 წლიდან სომალის პორტების დაპყრობა დაიწყო [[ეგვიპტე]]მ. მაგრამ 1885 წლისთვის ეგვიპტელებმა დატოვეს სომალი, რადგან ვერ გაუძლეს ადგილობრივი მმართველების წინააღმდეგობებს.
 
1884-1888 წლებში [[დიდი ბრიტანეთი|დიდმა ბრიტანეთმა]], [[იტალია]]მ და [[საფრანგეთი|საფრანგეთმა]] ერთმანეთში გაინაწილეს სომალის მთელი სანაპირო.
 
სომალის სამხრეთმა ნაწილმა (მიჯურტინის და ობიას სასულთნოები) მიიღო იტალიის [[პროტექტორატი]]. სომალის სამხრეთ რეგიონებზე ასევე პრეტენზიას აცხადებდა [[გერმანია]]ც, მაგრამ დიდმა ბრიტანეთმა ეს არ დაუშვა. ჩრდილოეთი სანაპირო გადავიდა ბრიტანეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, [[ჯიბუტი]] კი საფრანგეთის. სომალის ზოგიერთმა ტომმა ქვეყნის შიდა რაიონებში მიიღო ეთიოპიის მმართველობა.
 
== ადმინისტრაციული დაყოფა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სომალი“-დან