შირაკის ქვაბული: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''შირაქის პლატო''', ასევე '''შირაქის დაბლობი''' — პლატო სომხეთი|ს...
(განსხვავება არ არის)

18:34, 13 დეკემბერი 2015-ის ვერსია

შირაქის პლატო, ასევე შირაქის დაბლობი — პლატო სომხეთში. დაბლობზე მდებარეობს სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქი — გიუმრი და სომხეთის ძველი დედაქალაქი — ანისი. დაბლობი მდებარეობს ზღვის დონიდან 1600—1800 მეტრზე, ხოლო მისი ფართობი შეადგენს 600 კმ²-ს.

შირაქის დაბლობი სიდიდით მეორეა სომხეთში, არარატის დაბლობის შემდეგ. აქ გავრცელებულია შავმიწა ნიადაგები.

დაბლობი ასევე ატარებს შემდეგ დასახელებებს: გიუმრის პლატო, გიუმრის დაბლობი, ლენინაკანის პლატო, ლენინაკანის დაბლობი.