საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 24:
ქარტიის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას და იზიარებს ქარტიის მიზნებს. ქარტიის წევრობის მსურველი წერილობითი განცხადებით მიმართავს ქარტიის საბჭოს, წევრად მიღების საკითხს წყვეტს ქარტიის საბჭო განცხადების შემოსვლიდან არაუგვიანეს 2 თვისა.
 
[[ფაილი:Qartiis dafudzneba.jpg|thumb|300px|left|ქარტიის დაფუძნება]]თავდაპირველად საბჭო მხოლოდ ხელმომწერი ჟურნალისტების წინააღმდეგ შესულ განცხადებებს იხილავდა, თუმცა 2013 წლის დეკემბერში გამართულ საერთო კრებაზე გადაწყდა, რომ არახელმომწერი ჟურნალისტების წინააღმდეგ შესული განცხადებებიც განხილულიყო. შედეგად განხილული საქმეების რაოდენობამ უკვე 2014 წლიდან იმატა და 2015 წლის ნოემბრის მონაცემებით, ჯამში 72 საქმე არის განხილული <ref>{{cite web|url= http://qartia.org.ge/?page_id=4950|title= სტატისტიკა|accessdate= 11 დეკემბერი, 2015|publisher=qartia.org.ge}}</ref>.
 
თანდათან განვითარდა ორგანიზაციული სტრუქტურაც. 2012 წელს ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად თამარ კორძაია დაინიშნა, ჩამოყალიბდა საბჭოს სამდივნოც, რომელსაც დავით კლდიაშვილი ხელმძღვანელობს. 2013 წლის დასაწყისში თამარ კორძაიამ თანამდებობა დატოვა და ეს პოზიცია თამარ რუხაძემ დაიკავა <ref>{{cite web|url= http://ick.ge/rubrics/society/14117-2013-04-17-09-05-33.html|title= ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას თამარ რუხაძე უხელმძღვანელებს|accessdate= 11 დეკემბერი, 2015|publisher=ick.ge}}</ref>. 2015 წელს კი ის ნატა ძველიშვილმა ჩაანაცვლა<ref>{{cite web|url= http://netgazeti.ge/2015/10/20/51254/|title= ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორად ნატა ძველიშვილი აირჩიეს|accessdate= 11 დეკემბერი, 2015|publisher=ნეტგაზეთი}}</ref>.
2012 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სლოვაკურ გამოცდილ ორგანიზაცია „მემო-98-თან“ ერთად წინასაარჩევნო მონიტორინგი განახორციელა. კვლევა როგორც თვისებრივ, ისე რაოდენობრივ მონაცემებს მოიცავდა, ამის შემდეგ ქარტიამ აქტიურად დაიწყო სხვდასხვა ტიპის პროექტების განხორციელება, როგორც დამოუკიდებლად, ისე პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.
 
==ქარტიის სტრუქტურა==