უგანდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 634:
დღეისათვის უგანდაში ბევრი [[გაზეთი]] და [[ჟურნალი]] იბეჭდება. "The New Vision" უგანდის ერთ-ერთი უძველესი და წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთია. ის სახელმწიფოს ეკუთვნის და აქვს ყველაზე დიდი ტირაჟი მთელ ქვეყანაში. "The Daily Monitor" დამოუკიდებელი გაზეთია და ქვეყანაში ასაკით მეორეა. უკანასკნელ ათწლეულში, როცა უგანდის პოლიტიკურმა ოპოზიციამ ძალა მოიკრიბა, გაზეთი "The Daily Monitor" შეუერთდა ოპოზიციას და მისი შეხედულებები განსხვავებულია სახელმწიფო "The New Vision"-ის შეხედულებებთან. მათ ასეთ კონკურენციას მოაქვს შესამჩნევად სხვადასხვა ასპექტები ქვეყნის ყველაზე დიდი ახალი ამბების გამოცემების ხუთეულში. მაგალითად, 2011 წელს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს, სხვადასხვა სამთავრობო წყაროებმა ბრალი დასდეს "The Daily Monitor"-ს და სხვა დამოუკიდებელ გაზეთებს ოპოზიციის და დემონსტრანტების მხარდაჭერაში.<ref>Walk To Work: [http://ugandaradionetwork.com/a/story.php?s=33664 "Journalists Slap A Ban On Government Activities Over Attacks"],''Uganda Radio Network'', May 13, 2011, accessed August 13, 2011</ref>
 
ამ ორი გაზეთის გარდა, გამოიცემა სხვა გაზეთებიც, როგორიცაა "Bukedde", რომელიც სახელმწიფო ყოველდღიური გაზეთია და იბეჭდება ლუგანდის ენაზე. ასევე გამოიცემა ყოველდღიური "Red Pepper", რომელმაც მუშაობა დაიწყო, როგორც ყოველკვირეულმა ცნობარმა, მაგრამ დღეისათვის იგი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ყოველდღიური გაზეთია. ქვეყანაში ასევე გამოიცემა "The Weekly Observer", "The Independent", "The Razor". ისეთ გაზეთებში, როგორებიცაა "Onion" და "Entasi", სავსეა სენსაციური და რბილიმსუბუქი [[ეროტიკა|ეროტიკით]] სავსე სტატიები.
 
გაზეთების გარდა, ასევე გამოიცემა მთელი რიგი ჟურნალები, რომლებიც თვეში ერთხელ გამოიცემა. "Bride & Groom" ეკუთვნის სახელმწიფოს. "African Woman" ასევე პოპულარული ჟურნალია.
 
=== ტელევიზია ===
Вплоть до конца 1990-იანი წლების ბოლომდე უგანდაში არსებობდა მხოლოდ ერთი [[ტელევიზია|სატელევიზიო]] სადგური. ეს იყო სახელმწიფო სატელევიზიო სადგური, რომლის სახელწოდება იყო "უგანდის ტელევიზია" (UTV), რომელსაც დღეს ქვია [[უგანდის სამაუწყებლო კორპორაცია]] (UBC). 1990-იან წლებში პირველ ალტერნატიულ სატელევიზიო არხს ერქვა "Sanyu TV". მაგრამ ამ არხმა დიდხანს ვერ გაძლო. "Wavah Broadcasting Television" (WBS) გახდა UBC-ის რეალური ალტერნატივა 2000-იანი წლების დასაწყისში. მან გზა გაუხსნა სხვა სატელევიზიო სადგურებს, რათა მათაც დაეწყოთ მაუწყებლობა. ასეთი ტელევიზიები გახდნენ: "Lighthouse Television", "Bornfree Technologies Network", "EATV" და "Top TV".
 
"Bukedde TV"-მ მაუწყებლობა დაიწყო 2010 წელს და წარადგინა პოპულარული პროგრამა "Agataliiko Nfuufu", რომელიც ეთერში გადის ყოველდღე საღამოს 10 საათზე. "Bukedde TV"-ის ტელევიზია მაუწყებლობს ლუგანდას ენაზე. "NTV"-ის შემოსვლა სამაუწყებლო სივრცეში მოხდა 2000-იანი წლების შუაში, რამაც სატელევიზიო სივრცე გახადა უფრო კონკურენტუნარიანი და მოიტანა დიდი მუხტი სხვა სატელევიზიო სადგურებისთვის, მაგალითად, NBS-სათვის და "Bukedde TV"-სათვის. ამ ტელევიზიების გადაცემები ძირითადად გასართობი ხასიათისაა, რომელიც დაკავშირებულია მუსიკალურ ვიდეო კლიპებთან და ეთერში დიდი დრო უკავია. ასევე არსებობს პოლიტიკური ტოკ-შოუების და ახალი ამბების გადაცემები. ახალი ამბების გადმოცემები "NTV"-ზე საკმაოდ პოპულარულია, როგორც "Agataliko Nfuufu"-ის ახალი ამბების პროგრამა "Bukedde TV"-ზე.
 
დღეისათვის უგანდაში მიმდინარეობს ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლა. ქვეყანაში შექმნილია კომისია და მიმდინარეობს საერთოეროვნული კომპანია სატელევიზიო მომხმარებლებისთვის, რათა ისინი გადაერთონ სტანდარტულ ციფრულ მაუწყებლობაზე და ჰქონდეთ მისი მიღების სრული გარანტია. ციფრული სატელევიზიო მაუწყებლობის მისაღებად მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ ან ისეთი ტელევიზორები, რომლებსაც თვითონ შეუძლიათ შესაბამისი სიგნალის მიღება, ან შეიძინონ ამისთვის საჭირო სატელევიზიო დეკოდერები. კომისიამ ლიცენზიები გასცა ხუთ კომპანიას, რათა მათ გაეყიდათ საეთერო დეკოდერები ქვეყანაში.<ref>http://www.monitor.co.ug/Business/Technology/Uganda-approves-five-firms-to-deal-in-free-to-air-decoders/-/688612/2204138/-/rpe3jez/-/index.html Uganda approves five firms to deal in free-to-air decoders</ref> მომხმარებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა ციფრული ფასიანი ტელევიზია Digital Pay TV-ის მეშვეობით უყურონ ციფრულ თანამგზავრულ ტელეარხებს: "GoTV", "Zuku", "Simba TV" და "Startimes".<ref>http://www.dignited.com/10440/uganda-digital-tv-migration-beginners-guide-switching-analog-digital-tv/ Uganda Digital TV Migration: A beginner’s guide to switching from Analog to Digital TV</ref> უფასო არხებია: "UBC", "STAR TV", "UBC 24"," UBC Magic 1", "Bukedde 1", NTV, NBS, WBS, LTV, "Miracle", "Al-Jazeera", BBC, CCTV, "CITIZEN", EATV, "CAPITAL", "TOP TV", "Record TV", "Urban TV".
 
=== რადიო ===
როგორც ტელევიზიაში, [[რადიო]]ს სფეროშიც დომინირებდა უგანდის სახელმწიფო რადიო 1990-იანი წლების დაწყებამდე, რომლის შემდეგაც პირველმა დამოუკიდებელმა რადიოსადგურებმა მიიღეს ლიცენზიები მაუწყებლობაზე. "Sanyu fm" და "Capital fm" ერთ-ერთი პირველი და უძველესი რადიოსადგურებია უგანდაში. თანდათან სხვა რადიოსადგურებიც შეუერთდნენ მედია სივრცეს და 2013 წლის ნოემბრის მდგომარეობით მათი რაოდენობა შეადგენს 100-ზე მეტ სხვადასხვა FM დიაპაზონის რადიოსადგურს.
 
ზოგიერთი სხვა პოპულარული რადიოსადგურებია CBS, "Simba", "Super" და "Dembe". რადიოპროგრამებში დომინირებს მუსიკა. ტოკ-შოუ და კომედიები ასევე პოპულარულია.
 
დღეისათვის რადიო მოიცავს მედიის ახალ სახეობას და ინტეგრირებულია სხვა საკომუნიკაციო არხებთან. მაგალითად რადიოსადგურები უგანდაში ინტეგრირებულია მობილურ ტექნოლოგიებში აუდიტორიის მოზიდვის ზრდის პროგრამირებისთვის.<ref>http://www.dignited.com/152/how-the-mobile-phone-changed-the-way-we-listen-to-radio-in-africa/ How the Mobile Phone changed the way we listen to Radio in Africa</ref> მსმენელებს შეუძლიათ დარეკონ ტოკ-შოუში და გამოხატონ საკუთარი აზრი ნებისმიერ იმ საკითხზე, რომელზეც ლაპარაკობენ გადაცემაში.
 
რადიოსადგურები ასევე გამოიყენება ინტერნეტში, რათა გაფართოვდეს მათი აუდიტორია.<ref>http://www.dignited.com/9187/radio-meets-web-listen-radio-online-top-5-places/ Listen to Ugandan Radio online from these top 5 places</ref> რადიოსადგურების უმრავლესობა იყენებს ონლაინ რადიო სერვისს, მაგალითად: "Odyovi", Listenfmradios.com, "Streema",[http://Streame.co Streame,co], UGO, რათა მოიპოვონ უფრო ფართე აუდიტორია.
 
== კულტურა და სპორტი ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უგანდა“-დან