უგანდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 637:
 
გაზეთების გარდა, ასევე გამოიცემა მთელი რიგი ჟურნალები, რომლებიც თვეში ერთხელ გამოიცემა. "Bride & Groom" ეკუთვნის სახელმწიფოს. "African Woman" ასევე პოპულარული ჟურნალია.
 
=== ტელევიზია ===
Вплоть до конца 1990-იანი წლების ბოლომდე უგანდაში არსებობდა მხოლოდ ერთი სატელევიზიო სადგური. ეს იყო სახელმწიფო სატელევიზიო სადგური, რომლის სახელწოდება იყო "უგანდის ტელევიზია" (UTV), რომელსაც დღეს ქვია [[უგანდის სამაუწყებლო კორპორაცია]] (UBC). 1990-იან წლებში პირველ ალტერნატიულ სატელევიზიო არხს ერქვა "Sanyu TV". მაგრამ ამ არხმა დიდხანს ვერ გაძლო. "Wavah Broadcasting Television" (WBS) გახდა UBC-ის რეალური ალტერნატივა 2000-იანი წლების დასაწყისში. მან გზა გაუხსნა სხვა სატელევიზიო სადგურებს, რათა მათაც დაეწყოთ მაუწყებლობა. ასეთი ტელევიზიები გახდნენ: "Lighthouse Television", "Bornfree Technologies Network", "EATV" და "Top TV".
 
"Bukedde TV"-მ მაუწყებლობა დაიწყო 2010 წელს და წარადგინა პოპულარული პროგრამა "Agataliiko Nfuufu", რომელიც ეთერში გადის ყოველდღე საღამოს 10 საათზე. "Bukedde TV"-ის ტელევიზია მაუწყებლობს ლუგანდას ენაზე. "NTV"-ის შემოსვლა სამაუწყებლო სივრცეში მოხდა 2000-იანი წლების შუაში, რამაც სატელევიზიო სივრცე გახადა უფრო კონკურენტუნარიანი და მოიტანა დიდი მუხტი სხვა სატელევიზიო სადგურებისთვის, მაგალითად, NBS-სათვის და "Bukedde TV"-სათვის. ამ ტელევიზიების გადაცემები ძირითადად გასართობი ხასიათისაა, რომელიც დაკავშირებულია მუსიკალურ ვიდეო კლიპებთან და ეთერში დიდი დრო უკავია. ასევე არსებობს პოლიტიკური ტოკ-შოუების და ახალი ამბების გადაცემები. ახალი ამბების გადმოცემები "NTV"-ზე საკმაოდ პოპულარულია, როგორც "Agataliko Nfuufu"-ის ახალი ამბების პროგრამა "Bukedde TV"-ზე.
 
დღეისათვის უგანდაში მიმდინარეობს ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლა. ქვეყანაში შექმნილია კომისია და მიმდინარეობს საერთოეროვნული კომპანია სატელევიზიო მომხმარებლებისთვის, რათა ისინი გადაერთონ სტანდარტულ ციფრულ მაუწყებლობაზე და ჰქონდეთ მისი მიღების სრული გარანტია. ციფრული სატელევიზიო მაუწყებლობის მისაღებად მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ ან ისეთი ტელევიზორები, რომლებსაც თვითონ შეუძლიათ შესაბამისი სიგნალის მიღება, ან შეიძინონ ამისთვის საჭირო სატელევიზიო დეკოდერები. კომისიამ ლიცენზიები გასცა ხუთ კომპანიას, რათა მათ გაეყიდათ საეთერო დეკოდერები ქვეყანაში.<ref>http://www.monitor.co.ug/Business/Technology/Uganda-approves-five-firms-to-deal-in-free-to-air-decoders/-/688612/2204138/-/rpe3jez/-/index.html Uganda approves five firms to deal in free-to-air decoders</ref> მომხმარებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა ციფრული ფასიანი ტელევიზია Digital Pay TV-ის მეშვეობით უყურონ ციფრულ თანამგზავრულ ტელეარხებს: "GoTV", "Zuku", "Simba TV" და "Startimes".<ref>http://www.dignited.com/10440/uganda-digital-tv-migration-beginners-guide-switching-analog-digital-tv/ Uganda Digital TV Migration: A beginner’s guide to switching from Analog to Digital TV</ref> უფასო არხებია: "UBC", "STAR TV", "UBC 24"," UBC Magic 1", "Bukedde 1", NTV, NBS, WBS, LTV, "Miracle", "Al-Jazeera", BBC, CCTV, "CITIZEN", EATV, "CAPITAL", "TOP TV", "Record TV", "Urban TV".
 
== კულტურა და სპორტი ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უგანდა“-დან