უგანდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 625:
 
უგანდის საგანმანათლებლო სისტემა შედგება 7 წლიანი დაწყებითი განათლების, 6 წლიანი საშუალო განათლების (შედგება 4 წლიანი არასრული საშუალო და 2 წლიანი საშუალო სწავლებისაგან) და 3-დან 5 წლამდე უმაღლესი განათლების საფეხურებისგან. დღევანდელი სისტემა არსებობს 1960-იანი წლების დასაწყისიდან.
 
== მასმედია ==
დღეისათვის უგანდაში მასმედია საკმაოდ აქტიურია. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა, რადგანაც ადრე ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია არასტაბილური იყო. მასმედიას პოლიტიკური გადატრიალებებისა და სამხედრო დიქტატურების გამო, განსაკუთრებით ობოტეს და იდი ამინის დროს, სიმშვიდე არასდროს არ ჰქონია.
 
1986 წელს იოვერი მუსევენის მიერ ქვეყანაში კონტროლის დამყარების შემდეგ მასმედიის განვითარების იმედებიც გაჩნდა. ის დაპირდა მასმედიის საშუალებებს თავისუფლებას და პროგრესს. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ქვეყანაში შეიმჩნევა მედია ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ზრდა და მასმედიისთვის თავისუფალი აზრის გამოხატვის პირობების შექმნა. დღეისათვის უგანდის მედია ინდუსტრია ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დარგია.
 
=== ბეჭვდითი ორგანოები ===
დღეისათვის უგანდაში ბევრი [[გაზეთი]] და [[ჟურნალი]] იბეჭდება. "The New Vision" უგანდის ერთ-ერთი უძველესი და წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთია. ის სახელმწიფოს ეკუთვნის და აქვს ყველაზე დიდი ტირაჟი მთელ ქვეყანაში. "The Daily Monitor" დამოუკიდებელი გაზეთია და ქვეყანაში ასაკით მეორეა. უკანასკნელ ათწლეულში, როცა უგანდის პოლიტიკურმა ოპოზიციამ ძალა მოიკრიბა, გაზეთი "The Daily Monitor" შეუერთდა ოპოზიციას და მისი შეხედულებები განსხვავებულია სახელმწიფო "The New Vision"-ის შეხედულებებთან. მათ ასეთ კონკურენციას მოაქვს შესამჩნევად სხვადასხვა ასპექტები ქვეყნის ყველაზე დიდი ახალი ამბების გამოცემების ხუთეულში. მაგალითად, 2011 წელს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს, სხვადასხვა სამთავრობო წყაროებმა ბრალი დასდეს "The Daily Monitor"-ს და სხვა დამოუკიდებელ გაზეთებს ოპოზიციის და დემონსტრანტების მხარდაჭერაში.<ref>Walk To Work: [http://ugandaradionetwork.com/a/story.php?s=33664 "Journalists Slap A Ban On Government Activities Over Attacks"],''Uganda Radio Network'', May 13, 2011, accessed August 13, 2011</ref>
 
ამ ორი გაზეთის გარდა, გამოიცემა სხვა გაზეთებიც, როგორიცაა "Bukedde", რომელიც სახელმწიფო ყოველდღიური გაზეთია და იბეჭდება ლუგანდის ენაზე. ასევე გამოიცემა ყოველდღიური "Red Pepper", რომელმაც მუშაობა დაიწყო, როგორც ყოველკვირეულმა ცნობარმა, მაგრამ დღეისათვის იგი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ყოველდღიური გაზეთია. ქვეყანაში ასევე გამოიცემა "The Weekly Observer", "The Independent", "The Razor". ისეთ გაზეთებში, როგორებიცაა "Onion" და "Entasi", სავსეა სენსაციური და რბილი [[ეროტიკა|ეროტიკით]] სავსე სტატიები.
 
გაზეთების გარდა, ასევე გამოიცემა მთელი რიგი ჟურნალები, რომლებიც თვეში ერთხელ გამოიცემა. "Bride & Groom" ეკუთვნის სახელმწიფოს. "African Woman" ასევე პოპულარული ჟურნალია.
 
== კულტურა და სპორტი ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უგანდა“-დან