გრიგოლი (ქორეპისკოპოსი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
|დედა =
}}
'''გრიგოლი''' — მსხვილი ფეოდალი, რომელმაც ისარგებლა ქართლის ერისმთავარ [[ჯუანშერ II|ჯუანშერ]] არჩილის ძის გარდაცვალების (787 წ.) შემდეგ შექმნილი სიტუაციით, კახეთი დამუკიდებელ სამთავროდ გამოაცხადა და კახეთის პირველი მთავარი (787-827 წწ.) გახდა.
 
კახეთის მთავრებმა თავიდანვე მიიღეს [[ქორეპისკოპოსი|ქორეპისკოპოსის]] ტიტული. მკვლევართა უმეტესობის აზრით, ქორეპისკოპოსი [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიური]] სასულიერო ტიტულია და სასოფლო თემის განმგებელ უსამწყსოო ეპისკოპოსს ნიშნავს, თუმცა არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც ტერმინი ადგილობრივი წარმოშობისა უნდა იყოს. კახეთის მთავრების ტიტული უნდა მომდინარეობდეს [[წანარები|წანართა]] ქორეპისკოპოსის სახელწოდებიდან. წანარები დღევანდელი [[ხევი (მხარე)|ხევის]] ([[ყაზბეგის მუნიციპალიტეტი|ყაზბეგის რაიონის]]) ტერიტორიაზე მცხოვრები ტომი იყო, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო არაბთა წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. სწორედ წანარებზე დაყრდნობით ატარებდა გრიგოლი თავის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას.