ერისმთავარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ერისმთავარი''', ''ერისთავი'', ''ერისთავთა მთავარი'', ''მთავარი'', ''ერისთავთერისთავთა უფალი'' — VI—IX საუკუნეებში ქართლის ფეოდალური სახელმწიფოს მეთაურის აღმნიშვნელი ტერმინი ქართულ ისტორიულ ლიტერატურაში. წყაროებში იხსენიება სხვადასხვაგვარად — ერისთავი, ერისთავთა მთავარი, მთავარი, ერისთავთერისთავთა უფალი და სხვა.

ირანელების მიერ ქართლის მეფის ხელისუფლების გაუქმების ([[523]]) შემდეგ თანდათანობით გაძლიერდნენ აზნაურები, რომლებმაც VI საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში სახელმწიფოს სათავეში დააყენეს [[გუარამი]] — ქართლის ფეოდალური სამეფოს პირველი ერისმთავარი.
 
ქართლის ერისმთავრის ხელისუფლება არსებითად განსხვავდებოდა ადრინდელი ქართლის მეფის შეუზღუდავი ხელისუფლებისაგან. ერისმთავარი იყო ტიპური ფეოდალური სახელმწიფოს მეთაური — [[primus inter pares|პირველი თანასწორთა შორის]]. მისი ხელქვეითი ერისთავები, რომლებსაც ზურგს უმაგრებდნენ ბიზანტიისა და ირანის დამპყრობლები, ფაქტობრივად ნახევრად დამოუკიდებელი ხეკისუფლები იყვნენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერისმთავარი“-დან