ვახტანგ II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
|დაბადების თარიღი =
|დაბადების ადგილი =
|გარდაცვალების თარიღი = [[12931292]]{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=67}}{{sfn-2|საქართველოს მეფეები|2007|გვ=156}}
|გარდაცვალების ადგილი =
|ქორწინება = ოლჯათი
|შვილები =
|დინასტია = [[ბაგრატიონები]]
ხაზი 29:
}}
 
'''ვახტანგ II''' — აღმოსავლეთ საქართველოს მეფე [[1289]]-[[12931292]] წლებში, [[დავით VI|დავით VI ნარინის ძე]]. მან აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო ტახტი [[დემეტრე II თავდადებული|დემეტრე II თავდადებულის]] სიკვდილით დასჯის შემდეგ, [[ხუტლუბუღა|ხუტლუბუღას]] ([[სადუნ მანკაბერდელი|სადუნ მანკაბერდელის]] ძე) რჩევით ყაენმა აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ დაამტკიცა. დავით ნარინის სიკვდილის შემდეგ ვახტანგი დასავლეთ საქართველოსაც მიიღებდა მემკვიდრეობით, რასაც მონღოლთა მფლობელობის ქვეშ [[საქართველო|საქართველოს]] გამთლიანება მოჰყვებოდა, მაგრამ 1292 წელს მეფე ვახტანგი მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი [[გელათის მონასტერი|გელათის მონასტერშია]] დაკრძალულიდაიკავა.
 
[[დავით VI ნარინი|დავით VI ნარინს]] ოთხი ვაჟი ჰყავდა, რომელთაგან უფროსი — ვახტანგი უკვე გამოცხადებული ჰყავდა თანამოსაყდრედ და ამდენად, დავითის მემკვიდრედ ითვლებოდა. [[არღუნ-ხანი|არღუნ-ყაენის]] დავალებით, [[ხუტლუბუღა]] ([[სადუნ მანკაბერდელი]]ს ძე) იმერეთში გადავიდა და დავით მეფეს მისი მემკვიდრის აღმოსავლეთ საქართველოში გამეფება შესთავაზა. ამ ფაქტს ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ დავით ნარინის გარდაცვალების შემდეგ ვახტანგი მემკვიდრეობით დასავლეთ საქართველოსაც მიიღებდა, რასაც საქართველოს ორივე ნაწილის კვლავ ერთი მეფის ხელისუფლების ქვეშ გაერთიანება მოჰყვებოდა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=66}} მართალია, ეს მონღოლთა ბატონობის დასავლეთ საქართველოში გავრცელებასაც გამოიწვევდა, მაგრამ ამჯერად დავით ნარინმა ქვეყნის ერთიანობის აღდგენა უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა და ილხანთა ყაენის წინადადებაზე თანხმობა განაცხადა. იგი ვახტანგისა და ჯარის თანხლებით აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა. მამა-შვილი „''დადგეს ტასისკარს, ქვიშხეთის მინდორსა აქათ''“. მეფესთან, რასაკვირველია, მონღოლთა ნოინები მივიდნენ, ისევე, როგორც „''ყოველნი დიდებულნი საქართველოსანი შემოკრბეს''“.{{sfn-2|ქართველი ერის ისტორია, ტ. III|2012|გვ=145-146}}
 
დავით ნარინის შვილთან, ვახტანგთან გამოყოლის მიზანი, როგორც ჩანს, ის იყო, რომ დარწმუნებულიყო მონღოლთა ყაენის ამ პოლიტიკურ გეგმას თავად აღმოსავლეთ საქართველოში რამდენად უჭერდნენ მხარს. ამას ის გარემოება ამჟღავნებს, რომ დავით ნარინმა მხოლოდ მას შემდეგ „''მოსცა ძე მისი''“, როდესაც იქ თავშეყრილმა დიდებულებმა „''ყუეს ფიცი და სიმტკიცე ერთგულობისა''“. ამით დამშვიდებული დავით მეფე დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა, უფლისწული ვახტანგი კი არღუნ ყაენთან წარსადგენად და დასამტკიცებლად წაიყვანეს.{{sfn-2|ქართველი ერის ისტორია, ტ. III|2012|გვ=146}}
 
[[ხუტლუბუღა]]მ ვახტანგი არღუნ-ყაენს წარუდგინა, რომელმაც იგი ლიხთიქითა და ლიხთაქეთა (ე. ი. იმიერ და ამიერ) საქართველოს („ყოველი საქართველოს“) მეფედ დაამტკიცა და ცოლად თავისი და — ოლჯათი შერთო.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=66}}
 
ირანიდან დაბრუნებული ვახტანგი ქრისტიანული წესით აკურთხეს მეფედ: {{ციტატა|შემოკრბეს კათალიკოზი, ეფისკოპოზნი და მთავარნი და დაადგეს გვირგვინი მეფობისა და დასვეს ტახტსა სამეფოსა და აღასრულეს წესი კურთხევისა.{{sfn-2|ქართველი ერის ისტორია, ტ. III|2012|გვ=146}}}}
 
ისტორიკოსის მოწმობით, ამ ამბავმა საქართველოში ხალხი გაახარა, რადგან მათ, მთლიანობის განახლებასთან ერთად, თავიანთი უწინდელი ძლიერების თანდათანობითი აღდგენის იმედიც ეძლეოდათ.{{sfn-2|ქართველი ერის ისტორია, ტ. III|2012|გვ=146}}
 
ხუტლუბუღამ თავისი საწადელიც აისრულა — მას ათაბაგობა მისცეს. თითქოს ყველაფერი იმის მაუწყებელი იყო, რომ [[სადუნ მანკაბერდელი]]ს ვაჟი მამამისივით ხელში ჩაიგდებდა ქვეყნის მმართველობის სადავეებს, თუმცა ვახტანგი სულაც არ გამოდგა ისეთი პიროვნება, როგორის იმედიც [[ხუტლუბუღა]]ს ჰქონდა. მემატიანე ვახტანგ II-ს ახასიათებს, როგორც ყოველმხრივ დადებითი თვისებებით შემკულ პიროვნებას: თავმდაბალს, მოწყალეს, პირუთვნელს, მართლმსაჯულებაში სამართლიანობის მოყვარესა და რაც მთავარია, საკმაო ნებისყოფის მქონეს, რომელიც არავის გავლენის ქვეშ არ ექცეოდა. მეფის აღმზრდელი იმდროინდელი ცნობილი მეცნიერი ფარსმანიშვილი იყო. თავისი თვისებების წყალობით ვახტანგმა დიდი ავტორიტეტი მოიპოვა თავად მონღოლთა ყაენის კარზე.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=66}}
 
[[ხუტლუბუღა]] დარწმუნდა, რომ მისი შერჩეული მეფე მას თავისუფლად პარპაშის საშუალებას არ მისცემდა, ამიტომაც მკვეთრად შეცვალა თავისი დამოკიდებულება ვახტანგისადმი. მან, ამჯერად, საქართველოს მეფედ [[დემეტრე II თავდადებული|დემეტრე II-ის]] უფროსი ვაჟის, დავითის დასმა მოინდომა, რომელიც ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო და ხუტლუბუღა იმედოვნებდა, რომ ამ ახალგაზრდა ბატონიშვილს ადვილად მოაქცევდა თავისი გავლენის ქვეშ. ამ დროისათვის, [[არღუნ-ხანი|არღუნ-ყაენი]] მძიმედ იყო ავად, მონღოლმა ნოინებმა კი ხუტლუბუღას მხარი არ დაუჭირეს, საქართველოს გავლენიანი მოხელეებიც ვახტანგის მეფობას ემხრობოდნენ, ამიტომ ხუტლუბუღამ თავისი მიზნის განხორციელება ვერ შეძლო. 1291 წლის მარტში არღუნ-ყაენი გარდაიცვალა და ხუტლუბუღას, მომხრე ნოინების დახმარებით, კვლავ გამარჯვების იმედი მიეცა, თუმცა მაინც ვერას გახდა, რადგან „''მტკიცედ ეპყრა მეფობა ვახტანგს''“. იმავე წელს ახალმა ყაენმა [[ქეღათუ-ყაენი|ქეღათუმაც]] მეფე ვახტანგს დაუჭირა მხარი და ამ უკანასკნელის მდგომარეობაც ილხანთა კარზე განმტკიცდა,{{sfn-2|ქართველი ერის ისტორია, ტ. III|2012|გვ=148}} მაგრამ ვახტანგ II-ს ხანგრძლივად მეფობა არ დასცალდა. იგი 1292 წელს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. III|2012|გვ=67}} უდროოდ გარდაცვლილი ვახტანგი დასავლეთ საქართველოში წაასვენეს და [[გელათის მონასტერი|გელათის მონასტერში]] დაკრძალეს.
 
==ლიტერატურა==
* {{ქსე, ტ. |4, გვ. |336, თბ. , 1979;}} * საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი, 2007 წ.
* {{cite book |last=მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი|first= |year=[[2007]] |title=საქართველოს მეფეები |publisher=ნეკერი |location=[[თბილისი]] |isbn=99928-58-36-2|ref=CITEREFსაქართველოს მეფეები2007}}
* {{cite book |last=მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი|first= |year=[[2012]] |title=საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. III — საქართველოს ისტორია XIII საუკუნიდან XIX საუკუნემდე |publisher=პალიტრა L |location=[[თბილისი]] |isbn=978-9941-19-586-0|ref=CITEREFსაქართველოს ისტორია, ტ. III2012}}
* {{cite book |last=[[ივანე ჯავახიშვილი]]|first= |year=[[2012]] |title=ქართველი ერის ისტორია ხუთ ტომად, ტ. III |publisher=პალიტრა L |location=[[თბილისი]] |isbn=978-9941-19-789-5|ref=CITEREFქართველი ერის ისტორია, ტ. III2012}}
 
==სქოლიო==
{{სქოლიო|2}}
{{დაიწყე ყუთი}}
{{s-hou|[[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა დინასტია]]||?||[[1292]]}}
{{მემკვიდრეობის ყუთი| წინამორბედი= [[დემეტრე II]] | ტიტული=[[საქართველოს მეფე]] | წლები=[[1289]] - [[1293]]| შემდეგი = [[დავით VIII]]}}
{{მემკვიდრეობის დაფა
| წინამორბედი = [[დემეტრე II თავდადებული]]
| ტიტული =    [[საქართველოს მმართველთა სია|საქართველოს მეფე]]   
| წლები = [[289]]–[[1292]]
| შემდეგი = [[დავით VIII]]
}}
{{დაასრულე ყუთი}}
 
{{ერთიანი საქართველოს მეფეები}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვახტანგ_II“-დან