პროცენტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{პუნქტუაციური ნიშნები|%|caption=პროცენტი}}
'''პროცენტი''' ({{lang-la|procentum}} — ასზე) — ერთეულად მიღებული მთელის მეასედი ნაწილი. მისი ნიშანია: %. მაგალითად, 7 [[მეტრი]]ს 12% შეადგენს 0,84 [[მეტრი]], ანუ 84 [[სანტიმეტრი]]. მთელის მეათასედ ნაწილს, ესე იგი პროცენტის მეათედს, უწოდებენ [[პრომილე]]ს. სამეურნეო და სტატისტიკურ გამოთვლებში მოსახერხებელია სიდიდის ნაწილის პროცენტობით გამოსახვა. დავუშვათ, რომ რაიმეს სიდიდეს წეილიწადშიწელიწადში (ან დროის სხვა ნებისმიერ შუალედში) ემატება ''p''%. თუ ჩავთვლით, რომ თითოეული წლის ნამატი ამოიღება ისე, რომ ახალი წელიწადის ნამატი გამოითვლება საწყისი მნიშვნელობისაგან, მაშინ ''t'' ''წ'' შემდეგ ამ სიდიდის x მნიშვნელობა გამოითვლება ეგრეთ წოდებული მარტივი პროცენტის ფორმულით: x=a (1+pt/1000), სადაც a არის სიდიდის საწყისი მნიშვნელობა. ნამატის დარიცხვის შემთხვევაში x გამოითვლება ეგრეთ წოდებული რთული პროცენტის ფორმულით: x=a (1+p/1000)t. წელიწადის ნაწილისათვის პროცენტის გამოთვლისას თვლიან, რომ 1 წ = 360 დღე-ღამეა, ხოლო 1 თვე = 30 დღე-ღამე.
 
==ლიტერატურა==