ინდოეთის ოკეანე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Indianocean.PNG|250px|right|ინდოეთის ოკეანე]]
'''ინდოეთის ოკეანე''' — სიდიდით მესამე წყლის აუზი მსოფლიოში, რომელიც [[დედამიწა|დედამიწის]] ზედაპირის დაახლოებისდაახლოებით 20%-ს ფარავს. ჩრდილოეთით ესაზღვრება [[სამხრეთ აზია]]ს (ინდოეთის სუბკონტინენტს); დასავლეთით [[არაბეთის ნახევარკუნძული|არაბეთის ნახევარკუნძულსა]] და [[აღმოსავლეთ აფრიკა]]ს; აღმოსავლეთით [[ინდონეზია|ინდონეზიის კუნძულებსა]] და [[ავსტრალია]]ს; სამხრეთით კი [[სამხრეთის ოკეანე]]ს. [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანისგან]] 20° აღმოსავლეთის [[მერიდიანი]] ჰყოფს, რომელიც აგულას კონცხიდან სამხრეთით მიემართება, ხოლო [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანისგან]] 147° აღმოსავლეთის მერიდიანი. ინდოეთის ოკეანის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი [[სპარსეთის ყურე]]ში დაახ. 30° ჩრდილოეთის [[განედი|განედზე]] იმყოფება.
 
ინდოეთის ოკეანე თითქმის 10.000 კმ-ია სიგანეში აფრიკის სამხრეთ წერტილსა და ავსტრალიას შორის; მისი ფართობია 73.556.000 კმ², [[წითელი ზღვა|წითელი ზღვისა]] და სპარსეთის ყურის ჩათვლით. ოკეანის მოცულობა გამოთვლით 292,131,000 კმ³ უნდა იყოს. კუნძულები ძირითადად გარშემო მდებარე კონტინენტების სიახლოვესაა. ოკეანის კუნძული-ქვეყნებია: [[მადაგასკარი]] (მსოფლიოს სიდიდით მეოთხე კუნძული), [[კომორის კუნძულები]], [[სეიშელის კუნძულები]], [[მალდივის კუნძულები]], [[მავრიკი]] და [[შრი-ლანკა]]. [[ინდონეზია]] ოკეანეს ესაზღვრება. ოკეანის როგორც სატრანზიტო გზის მნიშვნელობამ ის მრავალი კონფლიქტის მომსწრე გახადა. მისი სიდიდის გამო ვერცერთმა ქვეყანამ მასზე ერთპიროვნული კონტროლი ვერ მოახდინა მე-19 საუკუნემდე, როდესაც [[დიდი ბრიტანეთი]] გახდა თითქმის მთელი მოსაზღვრე მიწების განმგებელი. ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში ბევრი აისბერგი დაცურავს. განსაკუთრებით დიდი აისბერგები ს. გ. 40°-მდეც აღწევენ, რაც მოქმედებს წყლის ტემპერატურაზე და მარილიანობაზე.