ცისფერყანწელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
No edit summary
ხაზი 1:
'''ცისფერყანწელები''' — ქართველ [[სიმბოლიზმი|სიმბოლისტ]] პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც 1920-იან წლებში [[ქართული ლიტერატურა|ქართულ ლიტერატურაში]] დომინირებდა. დააარსეს ახალგაზრდა მწერლებმა [[ქუთაისი|ქუთაისში]] 1916 წელს და არსებობდა 1930-იან წლებამდე, როდესაც მოძრაობა [[სსრკ|საბჭოთა წყობილებამ]] უგემოვნოდ და უსარგებლოდ შერაცხა და დევნა დაუწყო.
 
მოძრაობის ჩამოყალიბების პერიოდში ქუთაისი ქართული [[ავანგარდი|ავანგარდული]] აზროვნების ცენტრს წარმოადგენდა. მიმდინარეობის წევრები იყვნენ მისი დამფუძნებელი და მენტორი [[გრიგოლ რობაქიძე]], [[ტიციან ტაბიძე]], [[პაოლო იაშვილი]], [[ვალერიან გაფრინდაშვილი]], [[კოლაუ ნადირაძე]], [[შალვა აფხაიძე]], [[ნიკოლო მიწიშვილი]], [[ალექსანდრე არსენიშვილი]], [[სანდრო ცირეკიძე]], [[გიორგი ლეონიძე]], [[სერგო კლდიაშვილი]] და [[შალვა კარმელი (გოგიაშვილი)]]. ისინი ახალგაზრდები და საზოგადოების ნაკლებად ცნობილები იყვნენ, ამიტომ გადაწყვიტეს ძველი თაობიდან მიემხროთ რომელიმე გამოჩენილი მოღვაწე. ასეთი იყო [[გრიგოლ რობაქიძე]].<ref>''[[გერონტი ქიქოძე]]'', „თანამედროვის ჩანაწერები“ გვ. 101-102 — „არეტე“, თბილისი, 2003 ISBN 99940-745-6-3</ref> მე-20 საუკუნის უდიდესი ქართველი პოეტი [[გალაკტიონ ტაბიძე]]ც ამ ჯგუფთან ასოცირდებოდა თავიდან, თუმცა მოგვიანებით მან ეს გუნდი დატოვა. ამ გუნდთან დაახლოებული იყო ასევე მხატვარი [[ლადო გუდიაშვილი]], რომელიც ხშირად ამ მწერლების პუბლიკაციებისთვის ილუსტრაციებს ქმნიდა.
 
== ლიტერატურა ==
ხაზი 8:
*Seymour-Smith, Martin (1985), ''The New Guide to Modern World Literature''. P. Bedrick Books, ISBN 0-87226-000-3
*Lang, David Marshall (1962), ''A Modern History of Georgia''. London: Weidenfeld and Nicolson.
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{ცისფერყანწელები}}