უგანდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 59:
 
== ისტორია ==
უგანდის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები 1700–2300 წლის წინ შემგროვებლობითა და ნადირობით იყვნენ დაკავებულნი. შემდგომში ქვეყნის სამხრეთ ნაწილზე დასახლდნენ [[ბანტუ (ენა)|ბანტუზებანტუს ენაზე]] მოლაპარაკე აფრიკელები, რომლებიც სავარაუდოდ ცენტრალური და დასავლეთ [[აფრიკა|აფრიკიდან]] უნდა ყოფილიყვნენ. ამ ხალხმა კარგად იცოდა [[რკინა|რკინის]] მოპოვება და მისი შემდგომი დამუშავება–გამოყენება. გარდა ამისა, მათ ადგილობრივებს ჩამოუყალიბეს ახალი პოლიტიკური და სოციალური იდეები. უკვე [[კიტარას იმპერია]] XIV-XV საუკუნეებში წარმოადგენს ადრეული ორგანიზაციის ფორმას. კიტარას იმპერიას შემდგომში მოჰყვება [[ბუონო კიტარას იმპერია|ბუონო კიტარას]], ხოლო უკანასკნელ საუკუნეებში [[ბუგანდას იმპერია|ბუგანდასა]] და [[ანკოლეს იმპერია|ანკოლეს იმპერიები]].
[[ფაილი:Ugandis ruqa.JPG|მინი|360პქ|left|უგანდის რუკა]]
ნილოსელი ხალხი, როგორებიც არიან [[ლუო (ხალხი)|ლუო]] და [[ატეკერი]], ამ ტერიტორიებზე მოვიდნენ ჩრდილოეთიდან, დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით [[120]] წელს. ისინი მისდევდნენ მესაქონელობას და ძირითადად დასახლდნენ ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში. ზოგიერთმა ლუოს ტომიდან დაიპყრო ბუნიოროს ტერიტორია და [[ასიმილაცია (ეთნოგრაფია)|ასიმილაცია]] განიცადა ადგილობრივებთან, ბანტუს ენაზე მოლაპარაკე ხალხთან, მათ წარმოშვეს [[ბაბიიტოს დინასტია]]. ლუოს ხალხის მიგრაცია გაგრძელდა [[XVI საუკუნე]]მდე. ატეკერებმა კი დაიკავეს ქვეყნის ჩრდილო–აღმოსავლეთი ტერიტორიები და შეერწყნენ ლუოს ხალხს ტბა [[კიოგა|კიოგას]] ჩრდილოეთ ტერიტორიებზე.
 
[[1830]] წელს [[არაბები|არაბი]] ვაჭრები მოადგნენ [[აღმოსავლეთ აფრიკა|აღმოსავლეთ აფრიკის]] სანაპიროებს. [[1860]] წელს კი მათ მოჰყვნენ [[ბრიტანელები|ბრიტანელი]] მოგზაურნი და მკვლევარნი, რომლებსაც სურდათ მოეძებნათ [[ნილოსი|ნილოსის]] სათავე. [[1877]] წელს უგანდაში ჩამოდიან [[პროტესტანტიზმი|პროტესტანტი]] [[მისიონერობა|მისიონერები]], ხოლო [[1879]] წელს – [[კათოლიციზმი|კათოლიკე]] მისიონერები. [[1894]] წლიდან ქვეყანა იმართება [[გაერთიანებული სამეფო]]ს მიერ, როგორც მისი [[პროტექტორატი]]. [[1914]] წელს, სხვადასხვა ტერიტორიების მიერთების შემდგომ ქვეყანას უგანდა ეწოდა. [[1900]]–[[1920]] წლებში გავრცელდა საშინელი ეპიდემია — [[აფრიკული ტრიფანოსომოზი]], რომელმაც 250 000 ადამიანზე მეტი იმსხვერპლა.
 
[[1963]] წელს მოხდა კონსტიტუციის ცვლილება რათა ხელშეწყობილ ყოფილიყო ალიანსი უგანდის სახალხო კონგრესსა და კაბაკა იეკას პარტიას შორის. ამის შემდგომ იქმნება [[პრეზიდენტი]]სა და ვიცეპრეზიდენტის პოსტები. პრეზიდენტი გახდა [[ედუარდ მუდეესამუტესა II]], ბუგანდი მეფე ანუ კაბაკა, ხოლო ვიცეპრეზიდენტადვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა კიაბაზინგი.
 
[[1966]] წელს [[მილტონ ობოტი|მილტონ ობოტმაობოტე]] ჩამოაგდო პრეზიდენტი. პარლმანეტმა შეცვალა [[კონსტიტუცია]] და [[მილტონ ობოტიობოტე]] გახდა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი, ამის შემდგომ იწყება გადატრიალებების ერა და გრძელდება ვიდრე [[1980]]–იანი წლების შუა ხანებამდე. ობოტი ორჯერ იქნა გადაყენებული, ორივეჯერ სამხედრო გადატრიალების გზით, თუმცა ობოტის რეჟიმს ზურგს უმაგრებდა და იარაღით ამარაგებდა [[საბჭოთა კავშირი]]. უგანდის მეზობელი [[ტანზანია]] ამ დროს [[ჩინეთი|ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის]] მოკავშირეა, [[საბჭოთა კავშირი]] კი ყველანაირად ცდილობდა უგანდაში არ გავრცელებულიყო [[ჩინეთი]]ს გავლენა. [[1971]] წელს ხელისუფლება გადადის [[იდი ამინი]]ს ([[1925]]–[[2003]]) ხელში. მისი სამხედრო რეჟიმი რვა წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, მას იარაღით ამარაგებდა მისი მოკავშირე, [[ლიბია|ლიბიელი]] დიქტატორი [[მუამარ კადაფი]], თუმცა მოგვიანებით მათი ურთიერთობა გაფუჭდა, რაშიც საბჭოთა კავშირის ხელი ერია. ამინის რეჟიმმა დაახლოებით 300 000 უგანდელის სიცოცხლე შეიწირა. მისი მმართველობის დროს ქვეყნიდან განიდევნა ინდოელი უმცირესობა, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა განადგურდა. ამინის მმართველობა დასრულდა [[1973]] წელს, [[უგანდა–ტანზანიის ომი]]ს შემდგომ, რომელშიც უგანდა დამარცხდა. [[ტანზანია|ტანზანიის]] შეიარაღებულ ძალებს ამ ომში ემხარებოდნენ უგანდიდან დევნილებიც. ომის შემდეგ ხელისუფლებაში კვლავ ობოტი ბრუნდება, რომელიც [[1985]] წელს კიდევ ერთხელ ჩამოაგდო ტახტიდან გენერალმა [[ტიტო ოკელო]]მ და ხელისუფლების სათავეშიც იგი მოვიდა, თუმცა მცირე ხნით, სულ რაღაც [[6]] თვეში თავად იგიც იქნა გადაყენებული ნაციონალური წინააღმდეგობის არმიის მიერ ე. წ. „ბუშის ომის“ დროს. ამ ძალების სათავეში იდგა უგანდის ამჟამინდელი პრეზიდენტი [[იოვერი მუსევენი]] და სხვადასხვა აჯანყებული დაჯგუფები, მათ შორის [[ენდრიუ კაიირა]]ს ფედერალურ–დემოკრატიული მოძრაობა.
 
პრეზიდენტი მუსევენი ხელისუფლების სათავეშია [[1986]] წლიდან. [[1990]]–იანი წლების შუა ხანებში მას დასავლეთში მოიხსენიებდნენ ერთ–ერთს აფრიკელი ლიდერების ახალი თაობიდან. მისი პრეზიდენტობის პერიოდში ის ჩაერია [[კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა|კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]] მიმდინარე სამოქალაქო ომში და დიდი ტბების რაიონში არსებულ სხვადასხვა კონფლიქტში, მათ შორის სამოქალაქო ომშიც, რომელიც წარმოებდა [[ლორდის წინააღმდეგობრივი არმია|ლორდის წინააღმდეგობრივი არმიის]] წინააღმდეგ. ამ არმიას ბრალი ედებოდა უამრავ კრიმინალურ საქმიანობაში, მათ შორის ბავშვთა მონობასა და მასობრივ მკვლელობებში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უგანდა“-დან