ველოსიპედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
[[ფაილი:Bicycle evolution-numbers.svg|150px|thumb|ველოსიპედის ევოლუცია]]
[[1790]] წელში პირველი ველოსიპედი რომელიც გამოიგონეს [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] გავდა ორბორბლიან ხის ცხენს, პედლებისა და საჭის გარეშე. [[1817]] წელს [[გერმანია]]ში მას დაამატეს მოძრაობის მიმმართველი [[მექანიზმი]]. [[1861]] წელს საფრანგეთში ველოსიპედზე გამოჩნდა პედლები. [[1870]] წელს პირველად წინა დიდი ბორბლიანი ველოსიპედი გამოჩნდა [[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანეთში]]. და საბოლოოდ [[1903]] წელს პირველად გაიმართა შეჯიბრება - [[ტურ დე ფრანსი]].
 
===ფეხებზე მიბმული ბორბლები===
ვინ და როდის გამოიგონა ველოსიპედი, ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. საქმეს ის ართულებს, რომ იმას, რაც დღევანდელი გაგებით ველოსიპედია, წინ მას არაერთი გამოგონება უსწრებდა, რომელიც მისი კონსტრუქციის ამა თუ იმ ელემენტს შეიცავდა.
 
თუ მაინც ღრმად ჩავეძიებით გადაადგილების ამ ორთვალა საშუალების წარმოშობის ისტორიას, ათასწლეულებით წინ, ძველი ეგვიპტის ეპოქაში მოგვიწევს მოგზაურობა. მკვლევრებს აქვთ მონაცემები, რომ ეგვიპტელებს მართლაც ჰქონდათ ორბორბლიანი მექანიზმი, რომელსაც მძღოლი ფეხების საშუალებით ამოძრავებდა.
 
ადამიანის დამოუკიდებლად გადაადგილებისთვის განკუთვნილი ორთვალა XV საუკუნის წყაროებშიც გვხვდება. მაგალითად, [[1447]] წლით დათარიღებულ [[მაინინგენის ქრონიკები|მაინინგენის ქრონიკებში]] ნახსენებია მექანიზმი, რომელიც მოძრაობაში ადამიანს საკუთარი ძალისხმევით მოჰყავს.
 
ერთნი პირველი ველოსიპედის შექმნას დიდ იტალიელ მხატვარსა და გამომგონებელ [[ლეონარდო და ვინჩი]]ს, სხვები კი მის მოსწავლე [[ჯაკომო კაპროტი]]ს მიაწერენ, თუმცა [[1493]] წლით დათარიღებული ნახატი, სადაც გამოსახულია ორთვლიანი მექანიზმი, საჭითა და ჯაჭვური გადაცემით, ბევრის აზრით, ფალსიფიკაციაა.
[[ფაილი:Celerifere.png|მინიატიურა|გრაფ დე სივრაკის თვითმავალი (ფალსიფიკაცია)]]
ასევე შეთხზულია ვინმე [[გრაფი დე სივრაკი|გრაფ დე სივრაკის]] მიერ [[1791]] წლით დათარიღებული თვითმგორავის შექმნის ამბავიც, რომელიც ფრანგი ჟურნალისტის, [[ლუი ბოდრი]]ს ფანტაზიის ნაყოფია.
 
სხვა ლეგენდა გერმანელ მეურმე [[მიხაელ კასლერი|მიხაელ კასლერზე]] გვიამბობს, რომელსაც ერთი სოფლიდან მეორემდე მისასვლელად 2 კილომეტრი ორთვალათი თვალის დახამხამებაში დაუფარავს. კასლერის “მანქანას” ლითონის სალტეებიანი ხის ბორბლები ჰქონდა, რომლებით სავარძლით ყოფილა ერთმანეთთან დაკავშირებული. როგორც ვარაუდობენ, მისი წონა დაახლოებით 125 კილოგრამი უნდა ყოფილიყო.
 
გადმოცემის თანახმად, მეურმე გამომგონებლად მთლად საკუთარი ნებით არ ქცეულა. თურმე ერთ დღეს, როდესაც კასლერს სამუშაოზე კვლავ დაუგვიანია, გაბრაზებულ უფროსს შეუძახია: “ბედოვლათო, ეგებ ფეხებზე ბორბლები მიგება?!” როგორც ჩანს, კასლერმა შენიშვნა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო.
 
===გამოგონება და სასჯელი===
[[ფაილი:Draisine1817.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|დრეიზინა]]
ველოსიპედის დასაბამი მაინც [[1817]] წლით უნდა დავათარიღოთ და ის გერმანელ გამომგონებელს, [[კარლ ფონ დრეიზი|კარლ ფონ დრეიზს]] (1785-1851) დავუკავშიროთ.
 
დრეიზი გერმანიის ქალაქ კარსლრუეს მკვიდრი იყო და მეტყევედ მუშაობდა. რადგანაც არცთუ ურიგოდ ერკვეოდა [[მექანიკა]]სა და [[მათემატიკა]]ში და თან მუდმივად უწევდა ცხენზე ამხედრებულს ვეებერთელა ტერიტორიის შემოვლა, ერთ დღესაც თავში ისეთი მექანიზმის შექმნის იდეა მოსვლია, რომელიც დიდი მანძილის დაფარვაში დაეხმარებოდა.
 
მახვილგონიერმა მეტყევემ თავისი ორმეტრ-ნახევრიანი თვითმგორავის, რომელსაც 30-დუიმიანი ბორბლები ჰქონია, მოდერნიზება მოახდინა და წინა თვალი მართვადად გარდაუქმნა.
 
და აი, [[1818]] წლის 17 თებერვალს დრეიზმა დააპატენტა კიდეც თავისი წარმოსახვის ნაყოფი - ორიგინალური თვითმგორავი, რომელიც სკამითა და საჭით იყო აღჭურვილი. კონსტრუქცია ხის იყო და არ ჰქონდა სატერფულები, ამიტომ მასზე მჯდომს გასაგორებლად ფეხი მიწისთვის უნდა დაეკრა. მართალია, მას დრეიზმა {{lang-de|Lauftmaschine}} (სასიარულო მანქანა) უწოდა, თუმცა ხალხმა ის ავტორის პატივსაცემად “დრეიზინად” მონათლა.
ისე კი, ქალაქ კარსლრუეს მცხოვრებლებს “დრეიზინა” დაპატენტებამდეც ჰქონდათ ნანახი. იმდროინდელი გაზეთები იტყობინებოდნენ კიდეც, რომ [[1816]] წლის გაზაფხულზე დრეიზს თავისი ტრანსპორტით 14 მილი საათში 9 მილის სიჩქარით დაუფარავს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია თავად კონსტრუქტორის სვე-ბედი - გამოგონების საქვეყნოდ ჩვენების შემდეგ, სატყეო სამმართველოს ხელმძღვანელობამ დრეიზი დაიბარა და სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრა. მეტიც, გამომგონებელი გააფრთხილეს, თუ კიდევ მსგავს “საფრთხობელას” გააკეთებ და მზის სინათლეზე გამოაჭენებ, ჩვენი უწყების მთელი გერმანიის მასშტაბით შერცხვენისთვის საგიჟეთში გიკრავთ თავსო.
ხელმომჭირნედ მცხოვრები ფონ დრეიზი, რომლისთვისაც სამსახურის დაკარგვა შიმშილით სიკვდილს ნიშნავდა, მორჩილად დათანხმდა ხელმძღვანელობის მოთხოვნებს და ალბათ ვერავინ გაიგებდა გენიალური მეტყევის ქმნილების შესახებ, რომ არა 1816 წლის ამინდის ანომალია.
 
თურმე იმ ზაფხულს გერმანიაში ისე ციოდა, მოუთოვია კიდეც. შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურებულა მოსავალი და გლეხობაც იძულებული გამხდარა, პირუტყვი სრულებით გაეწყვიტა, რადგან ზამთარში მის გამოკვებას ვერაფრით შეძლებდა.
რა თქმა უნდა, იგივე ბედი ეწიათ ცხენებსაც და სწორედ მაშინ ყველას ფონ დრეიზის “ხის ცხენი” გაახსენდა. “დრეიზინას” აღიარების ჯერიც მაშინ დადგა - ჯადოსნური-თვითმგორავით არა მხოლოდ მდაბიონი, თვით ბავარიის კრონპრინციც მოიხიბლა, რომელმაც მამას, იმჟამინდელ ბავარიის მეფეს სთხოვა, მეზობელ საჰერცოგოში მცხოვრები გამომგონებელი დაეჯილდოებინა.
სწორედ სამეფო ოჯახის წევრთა კეთილგანწყობით შეგულიანების შემდეგ შეძლო ფონ დრეიზმა თავისი გამოგონების დაპატენტება და სატყეო მეურნეობის ბრიყვ ჩინოვნიკთა დადუმება.
 
თუმცა დროებით. ამ უკანასკნელთ ბოღმა გულში ჩაიმარხეს და დაელოდნენ იმ დღეს, როდესაც რევანშის აღებას შეძლებდნენ. ამის საშუალება კი მათ კარგა ხანს არ მისცემიათ - ფონ დრეიზი, როგორც გამომგონებელი, ზეპოპულარული გახდა და არც მხოლოდ პირველი ველოსიპედის შექმნით დაკმაყოფილდა. დრეიზმა ასევე გააკეთა თავისებური ხორცის საკეპი მანქანა, 16-კლავიშიანი საბეჭდი მანქანა და ეტლი, რომელიც რელსებზე გადაადგილდებოდა.
საქმე ის არის, რომ გამომგონებელი საკმაოდ თანაუგრძნობდა გერმანიის 1848-1849 წლების რევოლუციას. მართალია, მისი ჩახშობის შემდეგ პირადად ფონ დრეიზს არავინ შეხებია, მაგრამ დიდგვაროვანმა მფარველებმა მას ზურგი აქციეს. ამით კი ისარგებლეს ფონ დრეიზის მტრებმა და საბოლოოდ იმდენი ქნეს, გამომგონებელი სულით ავადმყოფად შერაცხეს. თანაც, ამ ვერდიქტის გამოტანისას მთავარ ნივთმტკიცებებად მისივე გამოგონებები დასახელდა.
იმდროინდელი გერმანელი მოხელეების ლოგიკა დღეს კი გაუგებარია, მაგრამ მაშინ აშკარად რკინისებური იყო — „ნორმალური ადამიანები არ აკეთებენ ამოუცნობ და გაუგებარ ნივთებს. და რადგანაც ფონ დრეიზი ქმნის ასეთ რაღაცებს, ესე იგი, შეშლილია!“
 
სულით ავადმყოფად შერაცხულ გამომგონებელს შინაპატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მისი მთელი ქონება და ფინანსები განსაკარგავად სხვებს გადასცეს. ამან საბოლოოდ გატეხა კიდეც დრეიზი და [[1851]] წელს კაცს, რომელმაც კაცობრიობას პირველი ველოსიპედი აჩუქა, მარტოობასა და სიღატაკეში აღმოხდა სული.
 
===ველოსიპედის “ჩაცმა-დახურვა”===
დაუზუსტებელია, ვინ გაუკეთა პირველად ველოსიპედს სატერფულები. ერთი ვერსიით, ამას შოტლანდიელ მჭედელს კირკპატრიკ მაკმილანს (1840 წ.) უნდა ვუმადლოდეთ, მეორით კი ფრანგ ინჟინერ პიერ ლალმანს (1863 წ.).
კიდევ სხვა ვერსიით, 1860 წელს პარიზელმა მეეტლე პიერ მიშომ, რომელიც ძველი თვითმგორავის შეკეთებას ლამობდა, წინა ბორბალს ორი სატერფული გაუკეთა. იდეამ არათუ გაამართლა, მოლოდინს გადააჭარბა კიდეც - სულ რაღაც ორ წელიწადში პიერმა და მისმა ძმამ ერნესტმა ასეთი “მექანიზმის” სერიულად გამოშვება დაიწყეს და მას “ველოსიპედი” უწოდეს.
 
როგორც ამბობენ, ძმების ბიზნესი ხელად აყვავდა - მათი წარმადობა წელიწადში 400 ველოსიპედს შეადგენდა.
ევროპაში ველოსიპედი სწრაფად აიტაცეს და მის სრულყოფასაც გამალებით მიჰყვეს ხელი. თუკი მანამდე ველოსიპედს ძირითადად ხისგან ამზადებდნენ, მომდევნო წლებში ბორბლებს რეზინი გადააცვეს, “ჩონჩხის” აწყობა კი ლითონის მილებისგან დაიწყეს.
1870 წელს ინგლისელმა ჰიმანმა ვეებერთელა ბორბლების მქონე, მთლიანად ლითონისგან დამზადებული ველოსიპედების გაყიდვით გაითქვა სახელი. წინა თვალი 54 დუიმს შეადგენდა (თანამედროვე ჩვეულებრივი ბორბალი ორჯერ პატარა - 27-დუიმიანია).
ჯაჭვური გადაცემით პირველი ველოსიპედი 1879 წელს, ინგლისელმა ჰენრი ლოუსონმა შექმნა, 1888 წელს კი ჯონ ბოიდ დანლოპმა ის პირველი პნევმატური საბურავით დაამშვენა.
 
ველოსიპედზე ამხედრებულ ადამიანებს მხოლოდ დანიშნულების ადგილამდე მისვლა აღარ აკმაყოფილებდათ და ერთმანეთთან შეჯიბრების სურვილიც აღეძრათ. ასე გაჩნდა ველოსპორტი - 1868 წლის 31 მარტს! ამ დღეს პარიზში, სენ-კლუს პარკში პირველი რეგისტრირებული ველორბოლა გაიმართა, რომელშიც გამარჯვებული ინგლისელი ექიმი ჯეიმს მური გახდა.
 
===იაფი და იორღა===
XIX საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, მრავალი ქვეყნის საფოსტო სამსახურისთვის ველოსიპედი შეუცვლელი სატრანსპორტო საშუალებაა. დიდ ბრიტანეთში 37 ათასამდე ველოსიპედისტი ფოსტალიონია, გერმანიაში - 27,5 ათასი, უნგრეთში - 10,5 ათასი.
ველოსიპედს არაერთი ქვეყნის პოლიცია იყენებს ქუჩების პატრულირებისთვის. სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან ველოპატრულის უპირატესობა საავტომობილო საცობებისგან თავის დაღწევის, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ზონებში პატრულირებისა და ეჭვმიტანილთან უხმაუროდ მიახლოების შესაძლებლობაა.
 
მრავალ ქალაქში, მათ შორის ლონდონსა და ტალინში, “სასწრაფო დახმარების” ექიმები გადაადგილებას ხშირად ველოსიპედით ამჯობინებენ.
Line 102 ⟶ 49:
 
[[კატეგორია:ტრანსპორტი]]
[[კატეგორია:ველოსიპედი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ველოსიპედი“-დან