ველოსიპედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 22:
 
===გამოგონება და სასჯელი===
ველოსიპედის დასაბამი მაინც [[1817]] წლით უნდა დავათარიღოთ და ის გერმანელ გამომგონებელს, [[კარლ ფონ დრეიზი|კარლ ფონ დრეიზს]] (1785-1851) დავუკავშიროთ.
 
დრეიზი გერმანიის ქალაქ კარსლრუეს მკვიდრი იყო და მეტყევედ მუშაობდა. რადგანაც არცთუ ურიგოდ ერკვეოდა მექანიკასა[[მექანიკა]]სა და მათემატიკაში[[მათემატიკა]]ში და თან მუდმივად უწევდა ცხენზე ამხედრებულს ვეებერთელა ტერიტორიის შემოვლა, ერთ დღესაც თავში ისეთი მექანიზმის შექმნის იდეა მოსვლია, რომელიც დიდი მანძილის დაფარვაში დაეხმარებოდა.
 
მახვილგონიერმა მეტყევემ თავისი ორმეტრ-ნახევრიანი თვითმგორავის, რომელსაც 30-დუიმიანი ბორბლები ჰქონია, მოდერნიზება მოახდინა და წინა თვალი მართვადად გარდაუქმნა.
 
და აი, [[1818]] წლის 17 თებერვალს დრეიზმა დააპატენტა კიდეც თავისი წარმოსახვის ნაყოფი - ორიგინალური თვითმგორავი, რომელიც სკამითა და საჭით იყო აღჭურვილი. კონსტრუქცია ხის იყო და არ ჰქონდა სატერფულები, ამიტომ მასზე მჯდომს გასაგორებლად ფეხი მიწისთვის უნდა დაეკრა. მართალია, მას დრეიზმა Lauftmashcine{{lang-de|Lauftmaschine}} (სასიარულო მანქანა) უწოდა, თუმცა ხალხმა ის ავტორის პატივსაცემად “დრეიზინად” მონათლა.
ისე კი, ქალაქ კარსლრუეს მცხოვრებლებს “დრეიზინა” დაპატენტებამდეც ჰქონდათ ნანახი. იმდროინდელი გაზეთები იტყობინებოდნენ კიდეც, რომ [[1816]] წლის გაზაფხულზე დრეიზს თავისი ტრანსპორტით 14 მილი საათში 9 მილის სიჩქარით დაუფარავს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია თავად კონსტრუქტორის სვე-ბედი - გამოგონების საქვეყნოდ ჩვენების შემდეგ, სატყეო სამმართველოს ხელმძღვანელობამ დრეიზი დაიბარა და სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრა. მეტიც, გამომგონებელი გააფრთხილეს, თუ კიდევ მსგავს “საფრთხობელას” გააკეთებ და მზის სინათლეზე გამოაჭენებ, ჩვენი უწყების მთელი გერმანიის მასშტაბით შერცხვენისთვის საგიჟეთში გიკრავთ თავსო.
ხელმომჭირნედ მცხოვრები ფონ დრეიზი, რომლისთვისაც სამსახურის დაკარგვა შიმშილით სიკვდილს ნიშნავდა, მორჩილად დათანხმდა ხელმძღვანელობის მოთხოვნებს და ალბათ ვერავინ გაიგებდა გენიალური მეტყევის ქმნილების შესახებ, რომ არა 1816 წლის ამინდის ანომალია...
 
თურმე იმ ზაფხულს გერმანიაში ისე ციოდა, მოუთოვია კიდეც. შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურებულა მოსავალი და გლეხობაც იძულებული გამხდარა, პირუტყვი სრულებით გაეწყვიტა, რადგან ზამთარში მის გამოკვებას ვერაფრით შეძლებდა.
რა თქმა უნდა, იგივე ბედი ეწიათ ცხენებსაც და სწორედ მაშინ ყველას ფონ დრეიზის “ხის ცხენი” გაახსენდა. “დრეიზინას” აღიარების ჯერიც მაშინ დადგა - ჯადოსნური-თვითმგორავით არა მხოლოდ მდაბიონი, თვით ბავარიის კრონპრინციც მოიხიბლა, რომელმაც მამას, იმჟამინდელ ბავარიის მეფეს სთხოვა, მეზობელ საჰერცოგოში მცხოვრები გამომგონებელი დაეჯილდოებინა.
Line 36 ⟶ 38:
 
თუმცა დროებით. ამ უკანასკნელთ ბოღმა გულში ჩაიმარხეს და დაელოდნენ იმ დღეს, როდესაც რევანშის აღებას შეძლებდნენ. ამის საშუალება კი მათ კარგა ხანს არ მისცემიათ - ფონ დრეიზი, როგორც გამომგონებელი, ზეპოპულარული გახდა და არც მხოლოდ პირველი ველოსიპედის შექმნით დაკმაყოფილდა. დრეიზმა ასევე გააკეთა თავისებური ხორცის საკეპი მანქანა, 16-კლავიშიანი საბეჭდი მანქანა და ეტლი, რომელიც რელსებზე გადაადგილდებოდა.
საქმე ის არის, რომ გამომგონებელი საკმაოდ თანაუგრძნობდა გერმანიის 1848-1849 წლების რევოლუციას. მართალია, მისი ჩახშობის შემდეგ პირადად ფონ დრეიზს არავინ შეხებია, მაგრამ დიდგვაროვანმა მფარველებმა მას ზურგი აქციეს. ამით კი ისარგებლეს ფონ დრეიზის მტრებმა და საბოლოოდ იმდენი ქნეს, გამომგონებელი სულით ავადმყოფად შერაცხეს. თანაც, ამ ვერდიქტის გამოტანისას მთავარ ნივთმტკიცებებად მისივე გამოგონებები დასახელდა!.
იმდროინდელი გერმანელი მოხელეების ლოგიკა დღეს კი გაუგებარია, მაგრამ მაშინ აშკარად რკინისებური იყო - ნორმალური„ნორმალური ადამიანები არ აკეთებენ ამოუცნობ და გაუგებარ ნივთებს. და რადგანაც ფონ დრეიზი ქმნის ასეთ რაღაცებს, ესე იგი, შეშლილია!
 
სულით ავადმყოფად შერაცხულ გამომგონებელს შინაპატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მისი მთელი ქონება და ფინანსები განსაკარგავად სხვებს გადასცეს. ამან საბოლოოდ გატეხა კიდეც დრეიზი და [[1851]] წელს კაცს, რომელმაც კაცობრიობას პირველი ველოსიპედი აჩუქა, მარტოობასა და სიღატაკეში აღმოხდა სული.
 
===ველოსიპედის “ჩაცმა-დახურვა”===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ველოსიპედი“-დან