ნიკოლო მიწიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
1917 წელს რედაქტორობდა ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა გაზეთს „გოლოს სალდატა“. 1918 წელს ნიკოლო მიწიშვილი შეუერთდა [[ცისფერყანწელები|ცისფერყანწელთა ორდენს]] და მისი ერთ-ერთი აქტიური წევრი გახდა. სისტემატურად თანამშრომლობდა სიმბოლისტთა ბეჭვდით ორგანოებთან („მეოცნებე ნიამორები“, „პოეზიის დღე“, „ბახტრიონი“, „ბარიკადი“, „რუბიკონი“). 1921 წელს, ნიკოლოს რედაქტორობით, [[თბილისი|თბილისში]] დაარსდა გაზეთი „ფიგარო“. იმავე წელს გამოიცა კრებული „პოეტი გრუზიი“, რომლის შემდგენელი და რედაქტორი მიწიშვილი იყო. 1922 წელს, თბილისში გამოიცა პოეტის პირველი წიგნი „წმინდანიანი“. იმავე წელს ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა. მან რამდენიმე ხანი დაჰყო [[სტამბოლი|სტამბოლში]], სადაც დაიბეჭდა მისი მეორე წიგნი „შავი ვარსკვლავი“.
 
1922-25 წწ. ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობაში იყო ჩაბმული. 1924 წელს მან პარიზში ჩამოაყალიბა „ქართველ ხელოვანთა კავშირი“, ნიკოლო მიწიშვილი პარიზში თანამშრომლობდა გრ.[[გრიგოლ ვეშაპელისვეშაპელი]]ს რედაქტორობით გამომავალ გაზეთ „ახალ საქართველოსთან“.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნიკოლო მიწიშვილი აქტიურად მონაწილეობს ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იყო სახელმწიფო გამომცემლობის სამხატვრო განყოფილების ხელმძღვანელი, 1926-28 წწ. რედაქტორობდა მწერალთა კავშირის ჟურნალ „ქართულ მწერლობას“, იყო ლიტფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი დირექტორი. ხელმძღვანელობდა სახელგამს. უკანასკნელ წლებში რედაქტორობდა „[[ზარია ვოსტოკა]]ს“. ცდილობდა შუამავლის როლი ეთამაშა საბჭოთა ხელისუფლებასა და ქართულ ინტელიგენციას შორის.
 
1937 წლის 2 ივნისს ნიკოლო მიწიშვილი დააპატიმრეს, 13 ივლისს დახვრიტეს.