გერონტი ქიქოძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24:
| ტონის ჯილდოები
}}
'''გერონტი დიმიტრის ძე ქიქოძე''' (დ. [[4 სექტემბერი|4 (16) სექტემბერი]], [[1886]], [[ბახვი]], ახლანდელი [[ოზურგეთის მუნიციპალიტეტი]] — გ. [[1 აგვისტო]], [[1960]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] მწერალი, კრიტიკოსიპოლიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე[[საქართველოს დადამფუძნებელი მთარგმნელი.კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] წევრი.
 
== ბიოგრაფია ==
დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და 1903 წელს გაემგზავრა ევროპაში. სწავლობდა ლაიფციგის, შემდეგ კი ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც [[1915]] წელს დაამთავრა.
 
მემარცხენე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობისათვის ქიქოძე რამდენიმეჯერ დააპატიმრეს საქართველოში (1905, 1910). ავტორია კვლევების, სტატიებისა ლიტერატურაზე, ხელოვნებასა და ესთეტიკაზე: „სტატიები ხელოვნებაზე“ (1936), „ქართული ლიტერატურის ისტორია“ (1947), „მოგონებები, გამოსვლები, წერილები“ (1956), „ეტიუტები და პორტრეტები“ (1958). მისი პირველი წერილი გამოქვეყნდა 1905 წელს გაზეთ „მოგზაურში“. ლიტერატურული მოღვაწეობა 1910 წლიდან დაიწყო. 1917 წლის [[თებერვლის რევოლუცია|თებერვალის რევოლუციის]] შემდეგ რედაქტორობდა გაზეთ „საქართველოს“, რომელიც იყო [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|ეროვნულ დემოკრატიული პარტიის]] ორგანო. 1920-იან წლებში უნივერსიტეტში კითხულობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს. [[საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ქრონოლოგია|საქართველოს გასაბჭოების]] შემდეგ წელიწადნახევრის განმავლობაში იყო მიწათმოქმედების კომისრის მოადგილე. 1927-1928 წელს იყო ერთ-ერთი ინიციატორი და მოთავე ლიტერატურული დაჯგუფება „არიფიონისა“ და იყო ალმანახ „არიფონის“ ხელმძღვანელი.
 
ქართულ ენაზე თარგმნიდა მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსთა ნაშრომებსა და [[ონორე დე ბალზაკი|ბალზაკის]], [[სტენდალი]]ს, [[პროსპერ მერიმე|მერიმეს]], [[ალფონს დოდე|დოდეს]], [[ანატოლ ფრანსი|ფრანსისა]] და სხვათა ნაწარმოებებს. ფრანგულიდან ნათქრგმნი აქვს „[[ტრისტანი და იზოლდა]]“, „[[წითელი და შავი]]“, „[[იტალიური ქრონიკები]]“, „[[შაგრენის ტყავი]]“ და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გერონტი_ქიქოძე“-დან