ინდოეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 182:
დამოუკიდებლობის სურვილთან ერთად წლების მანძილზე იზრდებოდა დაძაბულობა ინდოეთის მუსლიმან და ინდუს მოსახლეობას შორის. ყოველთვის უმცირესობაში მყოფ მუსულმან მოსახლეობას ეშინოდა [[ინდუსი]] ხელმძღვანელების გავლენის ქვეშ მოქცევა და ფრთხილად ეკიდებოდა დამოუკიდებლობის იდეას. ისინი თანაბარ უნდობლობას უცხადებდნენ როგორც ინდუსურ ასევევ [[ბრიტანეთი]]ს კოლონიურ ხელისუფლებას. 1915 წელს [[მაჰათმა განდი]] ჩაუდგა სათავეში ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და ორივე მხარეს მოუწოდა შერიგებისკენ. მისი ხელმძღვანელობით ბოლოს და ბოლოს, ინდოეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობისათვის არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდებით ინდოელთა მასობრივმა სახალხო მოძრაობამ [[მაჰათმა განდი]]ს [[მსოფლიო]]ში ერთ-ერთი უდიდესი ლიდერის სახელი დაუმკვიდრა. თავად ინდოელებმა მას უწოდეს "მაჰათმა", რაც სანსკრიტზე "დიად სულს" ნიშნავს.
 
[[ბრიტანეთი]]ს ინდოეთის ტერიტორიებმა დამოუკიდებლობის 1947წ. მიიღეს დამოუჯიდებლობა, რომლის შემდეგ ინდოეთი გაიყო ორ ნაწილად: ინდოეთად და პაკისტანად. [[პენჯაბი (ინდოეთი)|პენჯაბი]]სა და [[ბენგალია|ბენგალიის]] გაყოფის მიზეზით დაიწყო სისხლიანი შეტაკებები ინდუსებს, სიქჰებს და მუსლიმებს შორის, რომელსაც 500 000 მეტი [[ადამიანი]]ს სიცოცხლე შეეწირა. ინდოეთის გაყოფამ თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში გამოიწვია ერთ - ერთი ყველაზე უფრო დიდი მიგრაციული პროცესი. დაახლოებით 12 მლნ. [[ინდუსი]], [[სიქი]] და [[მუსლიმანი]] გადასახლდა ახლადშექმნილი ინდოეთისა და [[პაკისტანი]]ს სახელმწიფოების ტერიტორიაზე.
 
=== ინდოეთის ისტორია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინდოეთი“-დან