ქამელეონისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
134.90.60.28-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა პაატა შ-ის მიერ რედაქტირებული ვ...
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Camaleón.jpg|thumb|200px]]
'''ქამელეონისებრთა ოჯახში''' გაერთიანებულია 4 გვარი და დაახლოებით 90–მდე სახეობა. ქამელეონების დიდი უმრავლესობა ბინადრობს მადაგასკარზე, აფრიკაში, და მეზობელ კუნძულებზე. ქამელეონების უმრავლესობა ხეზე ცხოვრების წესს ეწევა და მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევაში ჩამოდის მიწაზე. ყველაზე დიდი ქამელეონის სხეულის სიგრძე, რომელიც მადაგასკარზეა გავრცელებული 50 სმ–ს აღწევს. ქამელეონის სახეობების ორ მესამედზე მეტი მადაგასკარზე ბინადრობს. მათ აქვთ ცხოველთა შორის ყველაზე გრძელი ენა და განსაკუთრებული, სამგანზოლებიანი მხედველობა. ქამელეონის თვალები არა ერთობლივად, არამედ ცალ-ცალკე მოძრაობს. ამ თვისების წყალობით ისინი თავის მოუბრუნებლად ირგვლივ ყველაფერს ხედავენ. სხვა ქვეწარმავლებს ასეთი ყოვლისმხედველი თვალები არ გააჩნიათ. ქამელეონის პირიდან ენა ისეთი სისწრაფით გამოიტყორცნება, რომ ადამიანის თვალი მის დანახვას ვერ ასწრებს. ტარაკანი ვერსად გაექცევა ქამელეონის ენის წებოვან, ძაბრის ფორმის წვერს, რომელიც მჭიდროდ ეკვრის. მსხვერპლის მიზანში ამოღების დროს ქამელეონის ცალი თვალი უძრავია, მეორე - ბრუნავს. ქამელეონი პირის კუნთების შეკუმშვით გამოისვრის დახვეულ ენას, რომელიც მის სხეულზე 1-2-ჯერ გრძელია.კანის ზედაპირის ქვედა შრე შეიცავს ფერის ამრეკლავ სპეციაურ უჯრედებს, რომელთა საშუალებით ქამელეონის კანის შეფერილობა იცვლება განწყობის, სინათლისა და ტემპერატურის ცვლილებების შესაბამისად.
 
== რესურსები ინტერნეტში ==