ლი სინ მანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: თავჯდომარ → თავმჯდომარ using AWB
ხაზი 28:
| ვებ-საიტი=
| რიგი = [[სამხრეთ კორეის პრეზიდენტი|სამხრეთ კორეის 1-ლი პრეზიდენტი]]
| რიგი2 = [[კორეის რესპუბლიკის დროებითი მმართველობა|კორეის დროებითი მთავრობის]] თავჯდომარეთავმჯდომარე
| თანამდებობა დაიკავა2 = [[10 აპრილი]], [[1919]]
| თანამდებობა დატოვა2= [[21 მარტი]], [[1925]]
ხაზი 51:
| პრემიერ-მინისტრი4=
}}
'''ლი სინ მანი''' ({{lang-ko|이승만|李承晩}}; დ. [[26 მარტი]] [[1875]] — გ. [[19 ივლისი]] [[1965]]) — [[კორეის რესპუბლიკის დროებითი მმართველობა|კორეის რესპუბლიკის დროებითი მთავრობის]] პირველი მეთაური და [[კორეის რესპუბლიკა|კორეის რესპუბლიკის]] პირველი [[სამხრეთ კორეის პრეზიდენტი|პრეზიდენტი]] ([[1948]]-[[1960]] წწ.). ქვეყნის მეთაურად აირჩიეს სამჯერ. მისი მმართველობა მიმდინარეობდა [[კორეის გაყოფა|კორეის გაყოფის]] ფონზე. კორეა გაიყო სამხრეთ, პროამერიკულ და ჩრდილოეთ, პროსაბჭოურ ნაწილებად. მისი მმართველობის პრეიოდში მიმდინარეობდა [[კორეის ომი]].
 
ლი სინ მანი იყო მკაცრი ანტიკომუნისტი და ძლიერი მმართველი. მისი მმართველობა [[1960]] წელს დასრულდა არჩევნების ფალსიფიკაციის გამო მასობრივი მღელვარების შედეგად.
 
== ადრეული წლები ==
ლი სინ მანი დაიბადა [[1875]] წლის 26 მარტს გლეხის ოჯახში. [[ჩოსონის დინასტია|კორეის სამეფოს]] პროვინცია [[ხვანხედო]]ში. იგი ხუთ და-ძმას შორის ყველაზე უმცროსი იყო. ლი სინ მანი 2 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა [[სეული|სეულში]]. დედაქალაქში მან მიიღო იმ პერიოდის კორეისათვის ტრადიციული განათლება, შისწავლა ჩინური ენა და ლიტერატურა.
 
== პოლიტიკაში მოსვლა ==
ხაზი 62:
 
== მოღვაწეობა ემიგრაციაში ==
[[რუსეთ-იაპონიის ომი]]ს დაწყების შემდეგ ლი სინ მანი ციხიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით იგი [[აშშ]]-ში გაემგზავრა. [[1904]] წელს ჩავიდა ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის გენერალურ მდივან [[ჯონ ჰეი]]სა და პრეზიდენტ [[თეოდორ რუზველტი|თეოდორ რუზველტს]] შეხვდა. ლი სინ მანი შეეცადა დაერწმუნებინა აშშ-ის პოლიტიკური ელიტა ჩარეულიყო კორეის საქმეებში და აღედგინა მისი დამოუკიდებლობა. მისი მისია წარუმატებლად დასრულდა, [[1905]] წელს დაიდო [[იაპონია-კორეის ხელშეკრულება (1905)|იაპონია-კორეის ხელშეკრულება]] პროტექტორატის შესახებ, რომელმაც აღიარა კორეის დამოუკიდებლობა იაპონიის მფარველობაში. მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემდეგ ლი სინ მანი [[აშშ]]-ში დარჩა და გააგრძელა განათლება. [[1907]] წელს მან [[ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი]]ს ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მიიღო. [[1910]] წელს [[ჰარვარდის უნივერსიტეტი]]ს ხელოვნების მაგისტრია, ამავე წელს გახდა [[პრინსტონის უნივერსიტეტი]]ს ფილოსოფიის დოქტორი. იგი იკვლევდა ისტორიის, პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ქრისტიანული თეოლოგიიისა და სამართლის საკითხებს.
 
ლი სინ მანი კორეაში დაბრუნდა [[1910]] წლის დასასრულს და გახდა ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციის გენერალური მდივანი. ამავე წელს იაპონიამ დაიპყრო კორეა და დაიწყო ადგილობრივი ქრისტიანების დევნა. სამშობლოში 15-თვიანი ცხოვრებების შემდეგ ლი სინ მანი კვლავ [[აშშ]]-ში გაემგზავრა. [[1912]] წელს იგი [[ჰავაი]]ში გაემგზავრა, სადაც დააარსა ქრისტიანული სკოლა კორეელი ემიგრანტებისთვის.
 
[[1919]] წლის 13 აპრილს [[შანხაი]]ში ჩამოყალიბდა [[კორეის რესპუბლიკის დროებითი მმართველობა|კორეის დროებითი მთავრობა]]. მის პირველ პრეზიდენტად (მთავრობის მეთაურად) აირჩიეს ლი სინ მანი და ეს თანამდებობა ეკავა 6 წლის განმავლობაში. [[1925]] წელს [[იმპიჩმენტი]]ს შედეგად გადადგა თანამდებობიდან. ტანამედბობიდან გადადგომის შემდეგ ცხოვრობდა [[აშშ]]-ში, [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]], [[ვაშინგტონი|ვაშინგტონში]], [[ჰავაი]]ზე. მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამერიკაში კორეელთა სათვისტომოს ცხოვრებაში. [[1934]] წელს მეორედ იქორწინა ავსტრიელ ფრანცისკა დონერზე, რომელიც მოგვიანებით მეუღლის მდივნად იწყებს მუშაობას.
 
[[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომში]] [[იაპონია|იაპონიის]] დამარცხების შემდეგ ლი სინ მანი ამერიკის საჰაერო ძალებმა გადაიყვანეს [[ტოკიო]]ში და პირადად შეხვდა გენერალ [[დაგლას მაკარტური|მაკარტურს]]. [[1945]] წელს მაკარტურის პირადი თვითმფრინავით ჩაიყვანეს [[სეული|სეულში]].
 
== ხელისუფლებაში მოსვლა ==
კორეაში [[იაპონია|იაპონიის]] მმართველობის დასრულების შემდეგ [[აშშ]]-მ უარი თქვა ეღიარებინა, როგორც [[1945]] წელს შექმნილი კორეის სახალხო რესპუბლიკის ლეგიტიმურობა, ისე საზღვარგარეთ მოქმედი კორეის დროებითი მთავრობის ლეგიტიმურობა. კორეის ნახევარკუნძულის ამერიკული ზონის სამართავად აშშ-მ 8 სექტემბერს შექმნა ამერიკის სამხედრო მთვრობა არჩიბალდ არნოლდის მეთაურობით. აღნიშნული მთავრობა დიდი პრობლემებს წინაშე აღმოჩნდა, საჭირო გახდა კორეელებში ავტორიტეტის მქონე ადამიანის ხელისუფლებაში მოყვანა. აშშ-მ არჩევანი ლი სინ მანზე შეაჩერა.
 
ლი სინ მანი სხვა პოლიტემიგრანტებთან ერთად დაბრუნდა [[სეული|სეულში]] და [[კიმ გიუ სიკი|კიმ გიუ სიკთან]] ერთად ჩამოაყალიბა სამხრეთული ნაწილის დროებითი საკანონმდებლო ორგანო და დროებითი მთავრობა.
 
[[1948]] წელს ლი სინ მანმა კიმ გიუ სიკი შეცვალა დროებითი საკანონმდებლო ორგანოს მეთაურის თანამდებობაზე. 10 მაისს აირჩიეს კონსტიტუციური ასამბლეის წევრად. 31 მაისს ასამბლეის სპიკერი გახდა. 20 ივლისს გაიმართა კორეის ისტორიაში პირვლი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა ლი სინ მანმა. 15 აგვისტოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ოფიციალურად გადაიბარა ხელისუფლება ამერიკის სამხედრო ადმინისტრაციისაგან.
 
== კორეის ომი ==
ხაზი 81:
როგორც ლი სინ მანი, ასევე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი [[კიმ ირ სენი]] ცდილობდნენ კორეა გაეერთიანებინათ თავისი ხელისუფლების ქვეშ. [[1948]] წელს მიღებული ორივე კორეის კონსტიტუცია ადასტურებდა, რომ მტავრობის სურვილი იყო აღედგინა ხელისუფლება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. [[1949]] წელს [[სსრკ]]-მა და [[აშშ]]-მა გაიყვანეს თავიანთი ძალები ქვეყნიდან. აშშ-მ უარი თქვა სამხრეთ კორეის მძიმე ტექნიკით შეიარაღებაზე, ამავდროულად [[სსრკ]]-მ და [[ჩინეთი|ჩინეთმა]] დაიწყეს ჩრდილოეთ კორეის აქტიური შეიარაღება, რამაც გამოიწვია ჩრდილოეთის სწრაფი სამხედრო გაძლიერება. [[1950]] წელს [[კორეის სახალხო არმია]]მ ყველა კომპონენტში გადააჭარბა [[სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები|სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებს]].
 
[[1950]] წლის 25 ივნისს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალებმა გადალახეს საზღვარი. დაიწყო [[კორეის ომი]]. 28 ივნიის აიღეს [[სეული]]. აგვისტოს შუა ხაანებში ცრდილოეთ კორეის სამხედრო ძალები აკონტროლებდნენ სამხრეთ კორეის ტერიტორიის 90 %-ს. 20 აგვისტოს ჩრდილოეთ კორეის წინსვლა შეჩერდა. [[1950]] წლის სექტემბრიდან დაიწყო სამხრეთ კორეისა და [[გაერო]]ს ძალების წინსვლა. 23 სექტემბერს დაიბრუნეს სეული. ოქტომბერში მიაღწიეს 38-ე პარალელს, ხოლო ამავე თვეში აიღეს [[ფხენიანი]]. 5 დეკემბერს ჩრდილოეთ კორეელებმა ჩინელების დახმარებით დაიბრუნეს [[ფხენიანი]], ხოლო [[1951]] წლის 4 იანვარს კვლავ აიღეს [[სეული]]. მარტის შუა რიცხვებში სეული სამხრეთ კორეელთა კონტროლს დაუბრუნდა.
 
[[1953]] წლის 27 ივლისს დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საზღვარი გაავლეს 38-ე პაალელზე, ხოლო მის გასწვრივ ჩამოყალიბდა დემილიტარიზებული ზონა.
 
== ომის შემდეგ ==
მიუხედავად ომისა კორეაში პოლიტიკური ცხოვრება გრძელდებოდა. [[1951]] წელს ლი სინ მანმა ჩამოაყალიბა ლიბერალური პარტია. [[5 აგვისტო]]ს ლი სინ მანი აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად (74,6 %)<ref>Adrian Buzo. ''[http://books.google.com/books?id=KAbbtKCjHfUC&pg=PA79 The making of modern Korea]''. Taylor & Francis. 2007, p. 79. ISBN 978-0-415-41482-1</ref>. შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა [[1956]] წელს, სადაც მოსალოდნელი, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მოქმედმა პრეზიდენტმა. მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც [[1960]] წელს გაიმართა, მოჰყვა [[აპრილის რევოლუცია]], რომლის შედეგადაც ლი სინ მანმა თანამდებობა დატოვა. [[სამხრეთ კორეის პირველი რესპუბლიკა]] დასრულდა, დაიწყო [[სამხრეთ კორეის მეორე რესპუბლიკა|მეორე რესპუბლიკის]] პერიოდი.
 
== გარდაცვალება ==
ლი სინ მანი [[ინსულტი]]ს შედეგად გარდაიცვალა [[ჰონოლულუ]]ში [[[1965]] წლის 19 ივლისს 90 წლის ასაკში. გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ მისი ცხედარი სეულში გადაასვენეს და ეროვნულ სასაფლაოზე დაკრძალეს<ref>''[http://www.findagrave.com/cgi-bin/fg.cgi?page=gr&GRid=8411924 «Syngman Rhee»]''. South Korean President. [[Find a Grave]]. Feb 20, 2004</ref>. ლი სინ მანის ყოფილ საპრეზიდენტო სასახლეში დღეს მისი მემორიალური მუზეუმი მოქმედებს.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლი_სინ_მანი“-დან