გრიგოლ კილაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ბიოგრაფია: clean up, replaced: თავჯდომარ → თავმჯდომარ using AWB
ხაზი 5:
საშუალო განათლება მიიღო თბილისის ქართულ გიმნაზიაში, სადაც [[ანდრია ყარაშვილი]]ს ხელმძღვანელობით დაეუფლა [[ვიოლინო]]ზე დაკვრის ხელოვნებას. მისი შემოქმედებითი გზა დაიწყო [[1922]] წელს, როცა დაარსდა „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოება“, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი თვითონ იყო. ამავე პერიოდში (1925 წ.) ახალგაზრდა კომპოზიტორმა შექმნა თავისი პირველი სიმფონია „ქართული სუიტა“.
 
[[1931]] წელს გრიგოლ კილაძემ დაამთავრა [[თბილისის კონსერვატორია]] და შეუდგა პედაგოგობას, [[1941]] წლიდან პროფესორია. პარალელურად მუშაობს რუსთაველის თეატრში — განაგებს მუსიკალურ ნაწილს. სხვადასხვა დროს იყო კონსერვატორიის დირექტორი, აგრეთვე ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი, [[საქართველოს სსრ კომპოზიტორთა კავშირი]]ს თავჯდომარეთავმჯდომარე და სხვა.
 
კომპოზიტორის კალამს ეკუთვნის სიმფონიური პოემა „განდეგილი“ (1941 წელს მიენიჭა [[სსრკ-ის სახელმწიფო პრემია]]), ორი სიმფონია, ოპერები: „ბახტრიონი“, „ლადო კეცხოველი“, ბალეტი „სინათლე“, რომლისთვისაც მისი ავტორი მეორედ გახდა სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. გრ. კილაძე ცნობილია, აგრეთვე, როგორც შესანიშნავი დირიჟორი. წლების მანძილზე იყო [[საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი]]სა და კონსერვატორიის საოპერო სტუდიის მთავარი დირიჟორი. მას ეკუთვნის მუსიკა კინოფილმისათვის: „არსენა“, „ფრთოსანი მღებავი“, „უკანასკნელი მასკარადი“ და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლ_კილაძე“-დან