შიდა ქართლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
}}
'''შიდა ქართლი''' — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ [[საქართველო|საქართველოში]], [[ქართლი|ქართლის]] ერთი ნაწილი. მისი ადრინდელი სახელია ზენა სოფელი. შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით — [[არაგვი|არაგვით]], ჩრდილოეთით — [[კავკასიონი|კავკასიონით]], დასავლეთით — [[ლიხის ქედი|ლიხის ქედით]], სამხრეთით — [[თრიალეთის ქედი|თრიალეთის ქედით]].
 
{{ციტატა|ხოლო ტაშისკარსა და ლიხის მთას ქვეითი არაგვ ტფილისამდე სამნი ესე სასასპეტონი: მემარცხენე მუხრანისა, მემარჯვენე ქართლისა მეფისა თანა მყოფი, ტფილისს ზეით მტკვრის სამხრეთისა და თრიალეთი ფანავრამდე არნ წილი უფლოსისა, მცხეთოსის ძისა, და უფლოსისაგან ეწოდა ზენას-სოფლები შიდა ქართლს.|ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904, გვ. 125}}
 
შიდა ქართლის [[მტკვარი|მტკვრის]] სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარს უწოდებდნენ. მასზე გამავალი მდინარეები — [[ძამა]], [[ტანა (საქართველო)|ტანა]], [[თეძამი]] და [[კავთურა]] ქვედა წელში მცირე დაბლობებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით დოღლაურის, ტირიფონის და მუხრანის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს მდინარეები: [[აღმოსავლეთის ფრონე]], [[ლიახვი]], [[ლეხურა]], [[ქსანი]] და [[არაგვი]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შიდა_ქართლი“-დან