ევთანაზია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 244:
დეკლარაცია ასკვნის, რომ ექიმებმა, სამედიცინო დახმარების გაწევის გარდა, პაციენტები `უსაზღვრო კეთილშობილებისა და გულითადი თანაგრძნობის კომფორტით” უნდა უზრუნველყონ.
 
მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაცია ნებას რთავს ადამიანებს უარი თქვან გაძლიერებულ სამედიცინო მკურნალობაზე, როდესაც სიკვდილი გარდაუვალია და უკვე ახლოსაა, ის არაორაზროვნად კრძალავს სიკვდილის დაჩქარებას და იმეორებს ვატიკან მეორეს (VატიცანVatican II) მიერ `სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულების, როგორიცაა მკვლელობის ნებისმიერი ფორმა, გენოციდი, აბორტი, ევთანასია, ან წინასწარ განზრახული თვითმკვლელობა”, უპირობო დაგმობას.
 
პროტესტანტული პოზიცია
ხაზი 274:
აქედან გამომდინარე, ბუდას ხედვის თანახმად ავადმყოფი ადამიანის წაქეზება სიცოცხლის სურვილის დანებებაზე თანაგრძნობად ნამდვილად არ ჩაითვლება. პაციენტის სიკვდილის სტადიაში გადასვლის გაადვილების მცდელობის ნაცვლად ბუდა ყურადღებას ამახვილებდა პაციენტის მიერ ტანჯვის განჭვრეტასა და მის დასასრულზე.
 
Aგენცე-FრანცეAgence PრესსეFrance Press-მა 1996 წლის 18 სექტემბერს გამოაქვეყნა სტატია სათაურით `დალაი ლამა მხარს უჭერს ევთანასიას განსაკუთრებულ გარემოებებში”, სადაც კანონიერ ევთანასიასთან დაკავშირებით მისი პოზიცია გადმოსცა:
 
როდესაც ევთანასიასთან დაკავშირებით ჰკითხეს, დალაი ლამამ განაცხადა, რომ ბუდისტების რწმენით ყველა სიცოცხლე ძვირფასია და მითუმეტეს ადამიანისა, და დაამატა: `ვფიქრობ ჯობს ევთანასია თავიდან ავიცილოთ”. `მაგრამ ამავე დროს მე ვფიქრობ აბორტზე, რომელსაც ბუდიზმი მკვლელობის აქტად აღიქვამს... ბუდიზმს ჩვევია კარგსა და ცუდ მხარეებზე, უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე მსჯელობა”. მან მაგალითად მოიყვანა კომაში ჩავარდნილი პიროვნება, რომელსაც გამოჯანმრთელების შესაძლებლობა არ აქვს ან ფეხმძიმე ქალბატონი, რომლის სიცოცხლეს ან ჩვილის სიცოცხლესაც მშობიარობის შედეგად საფრთხე ექმნებოდა, ანუ ის შემთხვევები, როდესაც უმოქმედობის გამო კიდევ უფრო დიდი ზიანი შეიძლება დადგეს. `ბუდისტების გადმოსახედიდან ვფიქრობ ეს განსაკუთრებული შემთხვევებია”, თქვა მან. `ასე რომ უმჯობესია, თუ გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ საქმეთა საფუძველზე მიიღება”.
ხაზი 294:
ძირითადი ტერმინოლოგია და განსაზღვრებები
 
ამაო მკურნალობა (FუტილეFutile ტრეატმენტTreatment)
 
მკურნალობა, რომელიც ჯანდაცვის მუშაკთა აზრით სრულიად არაეფექტური იქნება.
 
ანდერძი სიცოცხლის შესახებ (LივინგLiving წილლwill)
 
პიროვნების მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელშიც ის გადმოსცემს საკუთარ სურვილს სამედიცინო მკურნალობისა და ევთანასიის მიმართებაში.
ხაზი 306:
აბრევიატურა `არ გააცოცხლოთ" დირექტივის აღსანიშნავად. ამ დირექტივის თანახმად სამედიცინო პერსონალი არ უნდა შეეცადოს პაციენტის გაცოცხლებას, თუ მას გულის შეტევა დაემართა.
 
არანებაყოფლობითი ევთანასია (NონNon-ვოლუნტარყVoluntay ეუტჰანასიაEuthanasia)
 
ეს არის შემთხვევა, როდესაც პიროვნებას ფიზიკურად არ შეუძლია ევთანასიის მოთხოვნა (შესაძლოა მათ გონება ჰქონდეთ წართმეული ან სხვაგვარად არ შეეძლოთ კომუნიკაცია) ან სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გონივრული არჩევანის გაკეთება და შესაბამისი პიროვნება, შესაძლოა პაციენტის სიცოცხლის შესახებ ანდერძის ან მანამდე გამოთქმული სურვილის თანახმად, მის მაგიერ იღებს გადაწყვეტილებას.
 
არაპირდაპირი ევთანასია (IნდირეცტIndirect ეუტჰანასიაEuthanasia)
 
ეს გულისხმობს ისეთი მკურნალობის გაწევას (როგორც წესი ტკივილის შესამსუბუქებლად), რომლის გვერდითი ეფექტი სავარაუდოდ პაციენტის სიკვდილს უფრო მალე გამოიწვევს.
 
აქტიური ევთანასია (AცტივეActive ეუტჰანასიაEuthanasia)
 
აქტიური ევთანასიის დროს პიროვნება პირდაპირ და განზრახ იწვევს პაციენტის სიკვდილს.
ხაზი 322:
აბრევიატურა `ექიმის მიერ თვითმკვლელობაში დახმარების" აღსანიშნავად.
 
თვითმკვლელობაში დახმარება (AსსისტედAssisted სუიციდეsuicide)
 
ეს არის შემთხვევა, როდესაც პიროვნება, რომელსაც თვითმკვლელობაში დახმარება ესაჭიროება, ამ დახმარებას მოითხოვს და მიიღებს მას.
 
იძულებითი ევთანასია (IნვოლუნტარყInvoluntary ეუტჰანასიაeuthanasia)
 
ეს შემთხვევა დგება მაშინ, როდესაც გარდაცვლილ ადამიანს სიცოცხლე სურს, მაგრამ მას მაინც აკვდინებენ. როგორც წესი, ეს იგივეა, რაც მკვლელობა.
 
კომპეტენცია (ჩომპეტენცეCompetence)
 
კომპეტენტურია პაციენტი, რომელიც ათვითცნობიერებს საკუთარ სამედიცინო მდგომარეობას, თუ რა არის ავადმყოფობის მომავალში განვითარების პერსპექტივა, მკურნალობასთან დაკავშირებული რისკები და სარგებელი, და რომელსაც შეუძლია საკუთარი სურვილების გადმოცემა.
ხაზი 346:
სამედიცინო, ემოციური, ფსიქოსოციალური ან სულიერი მზრუნველობა, რომელსაც განუკურნებელ პაციენტს აღმოუჩენენ და რომლის მიზანი ტანჯვის შემცირება უფროა, ვიდრე განკურნება.
 
პასიური ევთანასია (PასსივეPassive ეუტჰანასიაEuthanasia)
 
პასიური ევთანასიის დროს სიკვდილი მოუვლელობის შედეგად დგება, ანუ მკურნალობის შეჩერების ან მოშლის შედეგად, რათა პიროვნება გარდაიცვალოს.
 
ღირსება (DიგნიტყDignity)
 
ფასეულობა, რომელიც ადამიანს უბრალოდ არსებობის და არა რაიმე ქონების ან ქმედების გამო აქვს.
ხაზი 358:
შესაძლებელია იმაზე დავა, თუ რატომ არის არგუმენტები ასე დაჯგუფებული, და რომ მრავალი არგუმენტი შესაძლოა ერთზე მეტ კატეგორიაში მოხვედრილიყო.
 
რელიგიური არგუმენტები (ღელიგიოუსReligious არგუმენტსerguments)
 
• ევთანასია ღმერთის სიტყვასა და ნებას ეწინააღმდეგება;
ხაზი 365:
• ნებაყოფლობითი ევთანასია დამღუპველი გზაა, რომელსაც იძულებითი ევთანასიისა და უსარგებლოდ მიჩნეულ ადამიანთა მოკვდინებისკენ მივყავართ.
 
ეთიკური არგუმენტები (EტჰიცალEthical არგუმენტსArguments)
 
• ევთანასია ასუსტებს საზოგადოების მხრიდან სიცოცხლის სიწმინდის პატივისცემას;
ხაზი 373:
• ევთანასია ზეგავლენას არა მხოლოდ პაციენტის, არამედ სხვა ადამიანთა უფლებებზეც ახდენს.
 
პრაქტიკული არგუმენტები (PრაცტიცალPractical არგუმენტსArguments)
 
• სათანადო პალიატიური მზრუნველობის შედეგად ევთანასია აღარ არის საჭირო;
ხაზი 388:
• პაციენტებს, რომლებიც საკუთარმა ოჯახებმა მიატოვეს, ევთანასია ერთადერთ გამოსავლად შეიძლება მიაჩნდეთ.
 
ეს ექიმებს ძალზე დიდ ძალაუფლებას ანიჭებს (IტIt გივესgives დოცტორსdoctors ტოოtoo მუცჰmuch პოწერpower)
 
არსებობს მოსაზრება, რომ ევთანასიის განხორციელება ექიმებს ძალზედ დიდ ძალაუფლებას ანიჭებს (“Iტ“It გივესgives დოცტორსdoctors ტოოtoo მუცჰmuch პოწერ”power”). ეს არგუმენტი ასევე ცნობილია, როგორც `ექიმებს არ უნდა მისცენ ღმერთის თამაშის ნება”. რადგან არარელიგიური ადამიანები ღმერთის შესახებ არგუმენტებით არ ინტერესდებიან, ღმერთის ფაქტორი ამ არგუმენტებში ნაკლებად ფიგურირებს.
 
იმდენად, რამდენადაც ექიმები პაციენტებს აწვდიან ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც მათ ევთანასიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ევთანასიის ნებისმიერი სახით ლეგალიზება, მიუხედავად მისი მკაცრად რეგულირების ხარისხისა, ექიმებს ძალაუფლების გამოყენების მიუღებელ პოზიციაში აყენებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევთანაზია“-დან