ევთანაზია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 37:
ისტორია
 
ტერმინი ევთანასია ბერძნული სიტყვებიდან `ეუ” და `ტჰანატოს” მომდინარეობს და ერთად `კარგ სიკვდილს” ან `კარგად გარდაცვალებას” ნიშნავს. ჰიპოკრატე ევთანასიას ახსენებს ჰიპოკრატეს ფიცში, რომელიც დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400-300წწ300 წწ. დაიწერა. ფიცის ორიგინალი ვერსიის თანახმად: `არავის გამოვუწერ სასიკვდილო წამალს ან მივცემ მას სასიკვდილო რჩევას, რათა მას მდგომარეობა შევუმსუბუქო”. მიუხედავად ამისა, ანტიკურ ბერძნებსა და რომაელებს ზოგადად არ სჯეროდათ, რომ სიცოცხლე ნებისმიერ ფასად უნდა შენარჩუნებულიყო და, შედეგად, ტოლერანტულად იყვნენ განწყობილნი თვითმკვლელობის მიმართ ისეთ შემთხვევებში, როდესაც სიკვდილის პირას მყოფი პირის მდგომარეობის შემსუბუქება შეუძლებელი იყო ან, სტოიკოსთა და ეპიკურელთა შემთხვევაში, პიროვნება საკუთარ სიცოცხლეზე აღარ ზრუნავდა.
 
1300წწ1300 წწ-დან გასული საუკუნის შუა წლებამდე ინგლისური საერთო სამართლის თანახმად თვითმკვლელობა ინგლისსა და უელსში ბრალეული ქმედება იყო. სხვა პიროვნების თვითმკვლელობაში დახმარება ამ ტერიტორიებზე კვლავ უკანონო აქტად რჩება. თუმცა, 1500წწ1500 წწ-ში, უტოპიური საზოგადოების აღწერისას თომას მური ითვალისწინებდა ისეთ საზოგადოებას, რომელიც ხელს შეუწყობდა იმ პირთა სიკვდილს, რომელთა სიცოცხლე `ტანჯვისა და ხანგრძლივი ტკივილის” შედეგად მძიმე ტვირთად იქცა.
 
თანამედროვე ისტორია
ხაზი 47:
1935 წელს ინგლისში და 1938 წელს აშშ-ში ევთანასიის საზოგადოებები ჩამოყალიბდა, რომელიც აგრესიულ ევთანასიას უჭერდა მხარს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და ინგლისში ევთანასიის მომხრე კანონმდებლობა არ შემოიღეს, 1937 წელს ექიმის დახმარებით განხორციელებული ევთანასია შვეიცარიაში კანონიერად გამოცხადდა იმ შემთხვევებში, როდესაც პიროვნების სიცოცხლის გაუმჯობესება შეუძლებელი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში, ევთანასიის შესახებ შეთავაზებებს ზოგჯერ ევგენიკაში ურევდნენ. თუ მომხრეთა გარკვეული ნაწილი ნებაყოფლობით ევთანასიას განუკურნებელ პაციენტთა სასარგებლოდ უჭერდა მხარს, მეორე ნაწილი ნებაყოფლობით ევთანასიას გარკვეული ევგენისტური მოტივაციიდან გამომდინარე ემხრობოდა (მაგ. მენტალური `დეფექტი”). ამავე პერიოდში, აშშ-ში სასამართლოები იხილავდნენ საქმეებს, სადაც განუკურნებელი პაციენტები /ასევე მათი კანონიერი წარმოამდგენლები/ ითხოვდნენ მოკვდინებაში ექიმის დახმარებასა და სიბრალულის გამო მოკვდინებას, როგორიცაა მშობლების მიერ ინვალიდობის უმძიმესი ფორმის მატარებელი ბავშვების მოკვდინება.
 
მეორე მსოფლიო ომის წინ და მთელი ამ დროის განმავლოვაშიგანმავლობაში, ნაცისტებმა განახორციელეს იძულებითი ევთანასიის პროგრამა, რომელიც უმეტესწილად გასაიდუმლოებული იყო. 1939 წელს ნაცისტებმა კოდური დასახელების პროგრამა Aცტიონ თ4–ის ფარგლებში მოაკვდინეს სამ წლამდე მიუღწეველი ბავშვები, რომელთაც გონებრივი ჩამორჩენილობა, ფიზიკური დეფორმაცია ან სხვა დამაძლურებელი პრობლემა აწუხებდათ. მათი მოსაზრებით, ეს პრობლემები უნარშეზღუდულ ბავშვებს `უღირსი სიცოცხლის” შესაძლებლობას უქმნიდა. ეს პროგრამა მოგვიანებით გაფართოვდა და მან უფრო დიდი ასაკის ბავშვები და მოზრდილებიც მოიცვა. მენტალური თავშესაფრების პაციენტები გერმანიასა და ავსტრიაში გადაჰყავდათ შუალედურ ადგილას, საიდანაც ისინი ხელახლა მიჰყავდათ ექვსიდან ერთ-ერთ სასიკვდილო ცენტრში (ბრანდენბურგში ბერლინის ახლოს, 1940 წლის იანვარ-სექტემბერი, გრაფენეკში შტუტგარტის ახლოს, 1940 წლის იანვარ-დეკემბერი, ავსტრიაში ჰართაიმში ლინცის ახლოს, 1940 წლის იანვრიდან 1944 წლის დეკემბრამდე, ა.შ.).
 
ომის შემდგომი ისტორია
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევთანაზია“-დან